დუპლეტებით სროლა
ქარიმ ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე დუბლი გაიფორმა, "რეალმა" კი "ერკულესი" 2-0 დაამარცხა.
პრიმერას აუთსაიდერისა და ერთ-ერთი ლიდერის შეხვედრა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს საინტერესო გამოდგა. გასათვალისწინებელია, რომ "რეალს" კრიშტიანუ რონალდუ არ ჰყავდა უკვე ზედიზედ მეორე მატჩში. თავიდან ჩანდა,რომ "რეალი" ვალდებული იყო გაენადგურებინა მეტოქე, რომლის შემადგენლობაშიც არ იკითხებოდა გვარები -დრენტე, ტრეზეგე და ვალდესი, სხვა და სხვა მიზეზებით, მაგრამ არც ერთი მათგანი ძირითად შემადგენლობაში არ იყო. საქმეზე კი გამოჩნდა, რომ "რეალმა" ძალები დაზოგა.
მატჩის დასაწყისში "რეალი" დომინირებდა, რომელსაც პირველი ათი წუთის დასრულებამდეც შეეძლო გოლის გატანა-ორჯერ კარის მიმართულებით გრანერო ურტყავდა ჯარიმებიდან, თუმცა ვერც ერთხელ კარში ვერ მოარტყა ბურთი. "ერკულესი" ფლანგური კონრტშეტევებით პასუხობდა, რომელიც სრულდებოდა საჯარიმოში მოწოდებით. გუნდის შეტევა ერთადერთი პორტილიოს იმედზე იყო, რომელიც მატჩის ძირითად დროს უბურთოდ ატარებდა.
პირველი ტაიმის ნახევარის მიწურულს "რეალმა" მაინც გაიტანა. ეს ქარიმ ბენზემამ გააკეთა, რომელმაც უკვე მეხუთე გოლი გაიფორმა სამ უკანასკნელ თამაშში. ფრანგმა ბოლო ხანებში ფორმა აკრიფა და ნელ-ნელა "რეალის" მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა.. ხო, რაღა თქმა უნდა, კრიშტიანუს შემდეგ.
ტაიმის მიწურულს "რეალის" მეკარესა და გულშემატკივრებს ნერვიულობა მოუწიათ. თითქმის ერთ წუთში კასილასმა ორჯერ იხსნა თავისი გუნდი ტომერასა და კიკოს დარტყმებისგან. ამ ორი დარტყმით დასრულდა ის, რისი გაკეთებაც შეეძლოთ სტუმრებს პირველ ნახევარში. როგორც აღმოჩნდა, ასეთი შანსები "ერკულესს" მეორე ტაიმშიც აღარ ქონია.
მეორე ტაიმში "რეალს" ერთი მიზანი ჰქონდა, ანგარიშის გაორმაგება! მსაჯის სასტვენის შემდგომ უკვე რამოდენიმე წამში ადებაიორმა კარის ხარიხას გაარტყა ბურთი. შემდეგ ბენზემამ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მაგრამ სტუმრების სიხარულმა დიდ ხანს არ გასწია-უკვე ერთ წუთში ქარიმმა მაინც აანთო ორიანი ტაბლოზე, ულამაზესი გოლის გატანით. ფრანგი მარცხენა ფლანგიდან შეიწრა, ორი მცველი მოატყუა და მოჭრილი დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა-2:0. ეს დუბლი მადრიდელების ფორვარდისთვის უკვე ზედიზედ მესამე გახდა. ამ სეზონში ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის აქვთ.
მეორე გატანილი გოლის შემდგომ "თეთრები" მოეშვნენ, მაგრამ მათ მაინც შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ გოლკიპერმა შესანიშნავ ნახტომში მოიგერია ოზილის დარტყმა.
"რეალმა" მორიგი გამარჯვება იზეიმა ესპანეთის ჩემპიონატში. აუთსაიდერის დამარცხებამ "რეალს" საშუალება მისცა შეემცირებინა სხვაობა 4 ქულამდე, თუმცა კატალონიელებს 28-ე ტურის მატჩი ჯერ არ გაუმართავთ.
- 14 მარტი 2011
- 2 508
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.