"ჩვენთვის ახლა ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია"
მადრიდის "რეალის" კაპიტანი იკერ კასილასი "ერკულესთან" ჩატარებული მატჩით კმაყოფილი დარჩა.
"თეთრების" კიპერს არ მოუწია საკუთარი კარის ბადიდან ბურთის ამღება, იმ დროს როდესაც მისმა პარტნიორებმა მეტოქის მეკარეს ეს ორჯერ გააკეთებინეს.
"გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. საშინაო მატჩებში ჯერ ქულები არ დაგვიკარგავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვთქვა, რომ ახლა ყველა მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასი ხდება. სეზონის მსვლელობისას ძალზე მნიშვნელოვანია ტრავმებისგან თავის არიდება, გარდა ამისა, სათადარიგო ფეხბურთელების მნიშვნელობა ყველა გუნდისთვის უსაზღვროა"-თქვა კასილასმა
- 13 მარტი 2011
- 1 757
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.