”დაუვიწყარ ევროპულ საღამოებს გპირდებით”

”დაუვიწყარ ევროპულ საღამოებს გპირდებით” - აცხადებს იკერ კასილასი, რომელიც გუნდის სახეა და თითოეული ფეხბურთელისთვის სამაგალითოა. სამეფო კლუბის კაპიტანმა ძალიან კარგად იცის ”ბლანკოსის” ისტორია. ”თეთრებს” არაერთხელ დაუდგამთ დაუვიწყარი სპექტაკლები ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. აღსანიშნავია, რომ ”მერენგები” ევროპულ ტურნირებზე ძალიან ლამაზი თამაშით გამოირჩეოდნენ...

”ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუს” ისევ აქვს შემორჩენილი ის მებრძოლი სული, რომელიც უკვდავია და ელის გაღვიძებას. არავის დაავიწყდება 70-იანი და 80-იანი წლები. სწორედ ამ პერიოდში მოახერხეს ”ვიკინგებმა” ”მიუხენგლადბახის” ულამაზეს სტილში დამარცხება, მაგრამ გერმანული კლუბი არ ყოფილა მადრიდელთა ერთადერთი ”მსხვერპლი”. ხსენებული კლუბის გარდა, ”ბლანკოსს” უნიკალური შეხვედრები ჩაუტარებია ”დერბისთინ”, ”ანდერლეხტთან” და ა.შ.

მადრიდელთა ელვარების სათავე:

ყველაფერი 1959/1960 წლებში დაიწყო. სწორედ ამ თარიღს მოჰყვა მადრიდელთა უნიკალური საღამოები ევროპულ ტურნირებზე. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამ სეზონის ფინალურ მატჩში, მადრიდის ”რეალმა” 7-3 დაამარცხა ”ფრანკფურტი”, მაგრამ მანამდე მიგელ მუნიოსის დამოძღვრილმა გუნდმა, ფრანგული ”ნიცა” გამოთიშა ასპარეზობიდან. დედაქალაქელებმა უნიკალური გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩი ”დერბისთან”:

”დერბისთან” ჩატარებული მატჩი, ერთ-ერთი ულამაზესი გამოდგა ”რეალის” ისტორიაში. ეს საფეხბურთო ხელოვნება 1975 წელს იხილა მაყურებელმა. მადრიდიდელთა სტაჟიან ინჩადას დღესაც ახსოვს ის შედევრი. სამეფო კლუბმა, პირველი შეხვედრა 4-1 წააგო ინგლისში, თუმცა საშინაო არენაზე, ევროპის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა 5-1 გაანადგურა ხსენებული მეტოქე.

სხვადასხვა მატჩები ”სანტიაგო ბერნაბეუზე”:

ჩემპიონთა თასის გარდა, მადრიდის ”რეალი” შესანიშნავი იყო უეფას თასზე. 1984/85 წლების სეზონში, მადრიდულმა სუპერ გრანდმა მოახერხა სასწაულებრივი დუელის მოგება. ”თეთრებმა” პირველი მატჩი ”რიჟეკასთან” 3-1 წააგეს, თუმცა ”საოცნებო სტადიონზე” მათ 3 უპასუხო გოლი ”აჩუქეს” მეტოქეს და ტურნირიდანაც გამოთიშეს.

მადრიდის ”რეალის” მატჩები ”ანდერლეხტთან” უდავოდ დაუვიწყარია. მაშინ როდესაც, ბელგიურმა კლუბმა, ესპანურს, 3-0 მოუგო ბელგიაში, აღარავის სჯეროდა, რომ ”ბლანკოსები” მოახერხებდნენ შემდეგ ეტაპზე გასვლას, თუმცა ესპანეთის სიამაყეებმა საკუთარ მოედანზე 6-0 მოუგეს ბელგიელებს და მორიგი სასწაული ჩაიდინეს.

1985/86 წლების სეზონმა კი საერთოდ ”გადარია” საფეხბურთო სამყარო და ამ ”გადარევის” მთავარი მიზეზი კი ის, უკვდავი ”მეფეთა მეფე” იყო , რომელმაც დაუჯერებელი შესძლო. ამ წელს ”რეალმა” უეფას თასის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, ”მერენგების” გამარჯვებები ფლეი-ოფებში, სადაც მათ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს ”მიუნხენგლადბახი” და ”ინტერი”. გერმანიაში, სამეფო ”თეთრებმა” 5-1 წააგეს და ბერნაბეუზე 4 გოლი უთავაზეს მეტოქეს, ხოლო მილანში კი 3-1-ს დასჯერდნენ, სახლში კი 5-1 გაანადგურეს ”ინტერი”. კიდევ ერთი ევროპული დაბრუნება წითელ ეშმაკებთან შედგა, როდესაც ”რეალმა” 4-2 დათმო გასვლაზე, ხოლო სახლში კი 2-0 იმარჯვა.

კასილასის დაუვიწყარი მომენტები:

”ძალიან კარგად მახსოვს, მადრიდის ”რეალის” უნიკალური დაბრუნება ”ბაიერნთან”. მაშინ, გერმანიაში 2-1 წავაგეთ, მაგრამ ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მოვახერხეთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. საერთო ჯამში კი ის წელი ტრიუმფალურად დავასრულეთ”.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)