ლისანდრო გამარჯვებას გეგმავს
მოახლოვდა მატჩი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის (მადრიდის რეალი - ოლიმპიკ ლიონი). ფრანგთა ფორვარდმა, სწორედ ამის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ლიგის 1/4 ფინალში ითამაშებს.
როგორც მოგეხსენებათ, ლისანდრო ლოპესი დიდიხნის მანძილზე ტრავმირებული იყო, თუმცა არგენტინელი ფორვარდი ამჟამად სრულიად გამოჯანმრთელდა და შესაბამისად შეძლებს, რომ ითამაშოს მადრიდის "რეალთან" შეხვედრაში.
"გუნდისთვის პრიორიტეტულია ლიგაზე წარმატების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე "რეალია", მაინც ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე "ლიონი" ითამაშებს. მადრიდელები შესანიშნავ ფორმაში არიან, მაგრამ ეს სრულებით არ გვაშინებს".
"ვუბრუნდებით ჩვეულ და ოპტიმალურ ფორმას. "სოშოსთან" გამარჯვების შემდეგ, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, რაც გამარჯვების წინა პირობაა. სასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში, ყველა კითხვაზე გაცემული იქნება პასუხი. კლოდ პუელი შესანიშნავი მწვრთნელია და დარწმუნებილი ვარ, რომ მასთან ერთად წარმატებებს მოვიპოვებთ".
ინფორმაციის წყარო: Sport.Es
- 13 მარტი 2011
- 1 908
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.