ვიგო:"ნორმალურად ვითამაშეთ"
დღეს "ერკულესის" მთავარმა მწვრთნელმა ესტებან ვიგომ გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც მან განაცხადა, რომ "რეალის" გამარჯვება განპირობებული იყო, ქარიმ ბენზემას შესანიშნავი თამაშით.
"ნორმალურად ვითამაშეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. შეგვეძლო გაცილებით უკეთ წარმოგვეჩინა გუნდი, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხედ. მიუხედავად იმისა, რომ "ლოს ბლანკოსის" ფეხბურთელებმა დამაჯერებლად მოიპოვეს სამი ქულა, მაინც არ დაგვიტოვებია ცუდი შთაბეჭდილება".
"ქარიმ ბენზემამ შესანიშნავად ითამაშა. ფრანგის დამსახურებაა, რომ დავმარცხდით, მაგრამ ჩემს შეგირდებს გაცილებით მეტი მოეთხოვებოდათ. სატურინრო მდგომარეობა ფრიად მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო წელსაც "პრიმერა დივიზიონში" ვიასპარეზებთ".
ინფორმაციის წყარო: Sport.Es
- 13 მარტი 2011
- 1 358
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.