რელანო:"ბენზემას შეჩერება შეუძლებელი ხდება"

ესპანელმა ექსპერტმა ალფრედო რელანომ "რეალში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქარიმ ბენზემას შეჩერება დიდ ძალებთან ასოცირდება.

"ქარიმ ბენზემა ოპტიმალურ ფორმაში შედის და მისი შეჩერება ძალიან დიდ ძალებთან ასოცირდება. ფრანგი ფორვარდი უკანასკნელ მატჩებში შესანიშნავად გამოიყურებოდა, რის გამოც მადრიდელთა 9 ნომერს აღარ აკრიტიკებენ".

"მადრიდის "რეალი" უბრალოდ უნაკლოა. ჟოზე მოურინიომ იცის, თუ როგორ დაამარცხოს მეტოქე ადვილად, ეს კი პორტუგალიელის კიდევ ერთი დადებითი თვისებაა. გუნდს აკლია რონალდუ, მაგრამ "თეთრები" ყველაფერს ზუსტად და მარტივად აკეთებენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ "მერენგები" კრიშტიანუს გარეშედაც ბრწყინვალედ დომინირებენ მწვანე მინდორზე".

"ქალაქელები ბოლომდე არ დაიხარჯნენ, თუმცა დამაჯარებლად დაამარცხეს "ერკულესის" მოთამაშეები. ჟოზეს ბიჭებმა უნდა ჩაატარონ მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი ხალხი, იზეიმებს მორიგ გამარჯვებას".

"კატალონიური "ბარსელონა" დღეს გამართავს შეხვედრას, მაგრამ იმის დიდი ალბათობაა, რომ "ბლაუგნარამ" დაკარგოს ქულები "სევილიასთან" მატჩში. "პრიმერა დივიზიონში" დაძაბულობა პიკს აღწევს".

"პეპ გუარდიოლას გუნდი დიდ უპირატესობას ფლობს, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერი არაა. ვგონებ, რომ "ლოს ბლანკოსისთვის" ლიგის მოგება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე "ლა ლიგის" ტიტულის. "კოპა დელ რეის" ფინალს ყველა მოუთმენლად ელის და მათ შორის მეც. ასეთ შეხვედრებში შეცდომა არ უნდა იქნას დაშვებული, ვინაიდან ეს შესაძლოა კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდეს"

ინფორმაციის წყარო: As.Com

  • tata
  • 13 მარტი 2011
  • 2 013
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)