იგუაინი სკამს უახლოვდება!?
ბენზემას "პირადი რეკორდი" თუ იგუაინის "მომავალი"...
კარიმი ვარსკვლავებს ეთამაშება. ზედიზედ მესამე თამაშია, კარიმი დუბლებს მატებს თავის აქტივს. ჯერ "მალაგა", შემდეგ "რასინგი" და ბოლოს "ჰერკულესი" იქცნენ ბენზემას ლუკმად. ბოლო თამაშში ალბათ ყველამ შეამჩნიეთ, როგორ ცდილობდა ბენზემა მესამე გოლის გატანას. ენთუზიაზმი ამ ფეხბურთელს ნამდვილად არ აკლია, კლასიც აქვს და შესაძლებლობაც, რათა საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწეროს "რეალის" ისტორიაში. მაგრამ ყოველთვის იარსებებს სიტყვა "მაგრამ". რა ეშველება იგუაინს?
იგუაინმაც ბენზემას მსგავსად დაიწყო "რეალში" ასპარეზობა. პეპიტას არ აკლდა კრიტიკა, მაგრამ მოახერხა ადგილის დაკავება გუნდში. შემდეგ ნისტელრიოის გადმოსვლამ ისევ დაჩრდილა მისი მიღწევები. რუდის წასვლის შემდეგ თითქოს და საფრთხეს ვერაფერი უქმნიდა. მით უმეტეს მას ამ ადგილში ფრანგი ეცილებოდა, რომელსაც მისი თავი ჯერ არ ეპოვა. ახლა ტრამვამ კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა.
როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა მოუ არ ენდობა გამოჯანმრთელებულ ფეხბურთელებს. ავიღოთ კაკას მაგალითი. დაბრუნების შემდეგ რიკარდომ ვერა და ვერ მოახერხა მოუს კეთილგანწყობის მოპოვება. არა და ყველას გვახსოვს, როგორ ცდილობდა ჟოზე კაკას გადაბირებას, "ჩელსიში" ყოფნის დროს.
ისმის კითხვა: უქმნის კი საფრთხეს ბენზემას ათამაშება იგუაინს? ფეხბურთის კრიტიკოსთა აზრით ეს სწორედ ასეა. იმ შემთხვევაში თუ მოუმ ოპტიმალური შემადგენლობა პეპიტას დაბრუნებამდე იპოვა, იგუაინსს ძალიან გაუჭირდება სასტარტოსთვის ბრძოლა. მაგრამ ამ ყველაფრის გამოცნობა ძალზედ ძნელია. გულშემატკივარს უყვარს პეპი და ელიან მას...
- 13 მარტი 2011
- 2 556
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.