მოურინიოს პრესკონფერენცია
როგორც მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიომ, მოახერხა და ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა საშინაო კედლებში...
”მოხარული ვარ ჩემი გუნდის გამარჯვებით. ამ მატჩში, ბიჭები გულის სიღრმეში უკვე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე ფიქრობდნენ, თუმცა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში, თამაშის ტემპს მოვუმატეთ”.
”ბენზემა ნელ-ნელა უახლოვდება თავისი ფორმის პიკს. ეხლა მას აქვს ის პერიოდი, როდესაც ყველაზე ძალიან სჭირდება ხელის შეწყობა. ბედნიერი ვარ, რომ ფრანგი ფორვარდი ათამაშდა და გოლი გოლზე გააქვს. ბოლო ორ მატჩში, მადრიდის ”რეალს” ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდნენ გუნდის ბომბარდირები, გონსალო იგუაინი და კრიშტიანო რონალდო, თუმცა მათ არყოფნაში, თავი მშვენივრად წარმოაჩინა კარიმ ბენზემამ”.
”კარიმის გარდა, ავღნიშნავდი ჩვენი ნახევარდაცვის კარგ გარჯას. პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად და მშვიდად მოქმედებდნენ ლასი და გრანერო. მეორე ტაიმში კი თავიანთი სიტყვა ხაბი ალონსომ და სემი ხედირამაც თქვეს”.
”ლიონი ძალიან ძლიერი გუნდია და აქვს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება ასე, რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ სამეფო კლუბს ელის ურთულესი დაპირისპირება ფრანგულ კლუბთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ წელს გუნდის ცუდი ტრადიცია ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დაირღვეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფანების მხარდაჭერა. მათ უნდა შეასრულონ მე-12 მოთამაშის როლი. ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი შანსები გვექნება”.
”არასდროს ვკითხულობ პრეზიდენტის ინტერვიუებს, ვინაიდან ამისთვის დრო არ მაქვს. მთელი არსებით ვარ გუნდის საქმეებით დაკავებული. ძლიერ გუნდს, ძლიერი მწვრთნელი სჭირდება, მაგრამ ამ თავკაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა პრეზიდენტისგან. მადრიდის ”რეალი” უძლიერესი კლუბია მსოფლიოში და შემიძლია იმის თქმა, რომ ეს გუნდი უფრო ძლიერი იქნება მაშინ, თუ ის გაერთიანდება”.
”ხალხს მუდამ სურს, რომ მათ საყვარელ კლუბს ჰქონდეს შედეგი. ეს ყველას ოცნებაა, რომლის ასრულებას, ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ. ხალხის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია”.
- 13 მარტი 2011
- 2 125
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.