"ლიონმა" "სოშო" დაამარცხა
მადრიდის "რეალის" ჩემპიონთა ლიფის 1/8 ფინალის მეტოქე, ფრანგული "ლიონი", "სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩს დადებითი ემოციებით ხვდება.
"ლიონმა" გამარჯვება "სოშოსთან" გასვლის შეხვედრაში მოიპოვა, საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში.
მატჩი, რომელიც შაბათს გაიმართა, სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. გამარჯვებულების რიგებში ზუსტი დარტყმებით გამოიჩინეს თავი 22 წუთზე არგენტინელმა თავდასხმელმა ლისანდრო ლოპესმა და 63-ზე ბოსნიელმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა.
"ლიონმა" 48 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. "სოშო" 35 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.
- 13 მარტი 2011
- 1 578
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.