ხესე-მორატა : ინოვაცია და კლასიკა (1)
რამოდენიმე სიტყვა "ლა ფაბრიკას" საუკეთესო კანტერანოების შესახებ. ხულიო სესარ იგლესიას მასალა.
თავი 1. ორი პოლუსი.
ვინ არის "გეიმერი"?
ჩვენი ახალგამოგონილი გართობების პლანეტაზე, პარალელურ სამყაროში, რომელიც გართობის ახალ საზღვარს გამოყოფს, გეიმერი არის ის, ვისაც ჩვენ ჩვენებური თერმინებით "მანქანას" ან "მოთამაშეს" ვეძახით. დღევანდელი გალერეის გმირები უბრალო მაუსის "კლიკით" ჩნდება, ისინი სპორტს როგორც მორიგ ვიდეო თამაშს აღიქვამენ, რომელიც რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ ვირტუალურ შესაძლებლობას წარადგენს. სახლიდან გაუსვლელად, ძალიან მალე ჩვენ შეგვეძლება იმის ნახვა, როგორ დააყენებენ ისინი თავის გზაზე 3 თაობას. ისინი ჯერ არ არიან "ბერნაბეუს" მეფეები, მაგრამ უკვე "ლა ფაბრიკას გეიმერები" არიან.
"ხუვენილ ა"-ს თავდასხმელმა ხესე როდრიგესმა ბურთი მისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პოზიციაზე მიიღო: მარცხენა ფლანგზე. "მადრიდი" იგებდა 1-0 მაგრამ მატჩს სასწრაფოდ სჭირდებოდა ძლიერი ქარი. ხესე უსწრაფესად გაიქცა დიაგონალით შტანგისკენ. მან სპრინტერის ხერხი დაიხმარა : სწორი ზურგი და ძლიერი ნაბიჯი, მაშინ როდესაც ორი მეტოქე, ლატერალი და ჩამშლელი ფარავდნენ მას. როგორც ყოველთვის მან გადაწყვიტა დაფიქრებულიყო და სიტუაციის მიხედვით მოქცეულიყო, ანუ ფინტი მარცხნივ, ფინტი მარცხვის და აი-მან ჩამოიშორა ისინი და განაგრძო თავისი გზა. როდესაც მან დაფიქრება გადაწყვიტა, სიტუაცია ვიზუალურად გაუარესდა : ორი ცენტრალური მცველი დაეწია მას საჯარიმო მოედანში 11-მეტრიანის ნიშნულთან.
ახლა მას დაჭირდება სხვა ლოგიკის გამოყენება : მონადირისა და ნადირის, ორივეს ნაცვლად დაფიქრება, როგორ მოიქცეოდა ამ წუთში კატა და თაგვი. მან გადაწყვიტა ეს დილემა : როგორც თაგვის მდევარმა კატამ, მან იპოვა ხვრელი. ეს ყველაფერია, რაც მას სჭირდებოდა იმ წუთში. ერთ წამში მან ბურთი კარში გადაგზავნ. მისი თანაგუნდელები წყვეტდნენ პროცესს : ისინი აპლოდირებდნენ ბევრად არე, ვიდრე აღნიშნეს გოლი. შემდგომ მათ ღიმილები გ აცვალეს; კვლავ იქნა დამტკიცებული რომ ეს ბიჭი ბომბი იყო, არაჩვეულებრივი სპორცმენი, რომლის სტილიც არ არის სკოლის დამსახურება. როგორც შავარდნების ტრაექტორია, იგი ჰაერში ვითარდებოდა.საბოლოოდ, როგორც ჩანს, იგი ამ ყველაფრიდან სიამოვნებას იღებდა, მაგრამ მისი არაჩვეულებრივი ნიჭი ჩანს და მსოფლიოში უნდა მოიძებნოს მისი ასაკის ფეხბურთელი, რომელიც მისნაირად ასპარეზობს.
ბოლოს და ბოლოს, ხესეს მისაბაძი მაგალითი რად ღირს : კრიშტიანუ რონალდუ. არ არის მატჩი, რომელშიც მას არ დაურტყია კარისკენ პორტუგალიური დინამიტით, არ გაუკეთებია 5 პასი ქულით და არ ჩაუტარებია 4 პორტუგალიური ფინტი, და რა თქმა უნდა, უამრავი სხვა ფინტი. პორტუგალიელთან მუშაობის ერთი წლის შემდგომ მან მას მოპარა მისი რეპერტუარი და ახლა იმეორებს ცნობილი ჯადოქრის ფინტებს.
შავი დენთის კვალი
ბავშვური დუელების გამორიცხვით, ხესემ სრულიად უსაფრთხოდ შავი დენთის კვალი დატოვა, იგი ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც მომავალში აანთებს "ბერნაბეუს" თავისი ფანტასტიური გარბენებით და სწრაფი სისწრფით. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მონაცემები აფიქრინებს მას შეხედოს ფეხბურთს როგორც არა გუნდურ სპორტს, არამედ სოლისტების კონკურსს, რომელშიც მან თავისი ამოცანა დამოუკიდებლად უნდა შეასრულეს. შესაძლოა, რომ ზუსტად იმის გამო აკრიტიკებენ მას პირველი კრიტიკები, რომ იგი არასტაბილურია.
ზუსტად ის არის მიზეზი, რომ ისეთი ბრწყინვალე შემსრულებელი, როგორიცაა იგი, უნდა განაგრძობდეს პაუზების გარეშე. ასევე მის კრიტიკოსებს აქვთ მიზეზი მისი სხვებისაგან გამორჩევის; ამბობენ, რომ ასეთ პიროვნებად ჭირდება თავისუფლება და თხოვენ მას სიწყნარეს ანდაზებით :" არ არსებობს საიდუმლო, რომელიც მკაიფო არ გახდებოდა".
მოუსვენარი და მამაცი, როგორც ის ახალგაზრდა მძარცველები, რომლებიც ყველაზე რთულ მეტოქეს ეძებდნენ პრესტიჟის ასამაღლებლად, მას ახლა თავისი მისია აქვს : მოძებნოს და ააშენოს ხესე როდრიგეს რუისი, ნამდვილი პერსონაჟი. დროთა განმავლობაში იგი ხვდება ალვარო მორატას, "კასტილიის" ცენრალურ თავდასხმელს და ებრძოლება მას შიპებითა და დამცავი ფარით. სრულიად განსხვავებული ტემპერამენტით, ალვარო ძალიან თავმდაბალი ბიჭი ჩანს, რომლის მთავარი მიზანია-191 სმ სიმაღლის დამალვა კურტკის ქვეშ. მას მხოლოდ ის უწევს, რომ იხადოს ბოდიშების იმის გამო, რომ იგი ემანუელ ადებაიორისა და უსეინ ბოლტის თანამედროვე ვერსიაა ; არავინ იცის, სად გაჩერდება მისი ანტროპომეტრიის ყავანი. ყოველთვის სხვებზე მზრუნავი, იგი ყოველთვის მოგესალმება, მას არ უჭირს არც თვალის ჩაკვრა და არც კონკურენციის გაწევა. ანუ ბუნებრივია, რომ მსოფლიო მას კარგ მეგობრად თვლის. იქამდე, სანამ არ მისი მოედანზე გასვლის ჟამი არ დგება.
"იბრასა" და ვან ბასტენს შორის.
ფეხბურთელები, როდესაც მათ ბუცები აცვიათ იცვლებიან. ალვატო მორატა მარტინი შეიცავს ყველა შესაძლო თვისებას, რომელიც უნდა გააჩნდეს ცენტრალურ თავდასხმელს, ვან ბასტენიდან დაწყებული იბრაჰიმოვიჩით დამთავრებული. იგი შესანიშნავად თამაშობს მეორე სართულზე სიმაღლის გამო, მაგრამ მასში ასევე ჩანს კარგი ბომბარდირის საიდუმლო, რომელსაც შეუძლია თამაშით თამაში : იგი პოულობს მკვდარ კუთხეებს, ეხლა ახლო შტანგასთან, შემდეგ შორეულთან და აუჩქარებლად მიყვება გოლის უჩინარ სტრუნებს. კრიტიკული წერტილის მიღწევისას იგი თავს ისე აბრუნებს, რომ შუბთლით ტენის ბურთს ბადეში, თითქოს ლურსმანს.
იგი მუდამ ყურადღებით ექცევა მის პროფესიონალურ თვისებებს და იგი მუდამ იყენებს ყოველ მატჩში რაიმე ახალ ფორმულას, რათა შეძლოს სხვის საჯარიმოში შეღწევა. ამ კვირაში მას დაჭირდა სამი პასი, რათა გამოიყენოს ბურთის მოჭრა და მცველის დაგდება, მომავალ კვირას-მხოლოდ ორი დაჭირდება. ფეხბურთელის ფიგურა ვითარდება ყოველ კვირას, ამიტომაც, როდესაც საუბარი ალვაროზეა, ყოველთვის მოიძებნება მსჯელობის თემა.
ზოგჯერ იგი გვაოცებს სირბილის სისწრაფით : მესამე ნაბიჯიდან მოყოლებული, იგი ათლეტია, რომელიც წინ მიიწევს და მას ვერავინ ეწევა. ზოგჯერ იგი გვაკვირვებს თავისი შეჩერების შესაძლებლობით, ზოგჯერ კი-თავისი აჩქარებით, ზოგჯერ იგი კარისაკენ როგორც რუსული გორა მიიწევს, რომელიც დარტყმით ნებისმიერ მომენტს ასრულებს. ამ დროისთვის მან უკვე ააგროვა გოლების კოლექცია, უეცარი დარტყმით გატანილი გოლების, კლასიკური დამატებაზე გატანილი გოლები, მოკლე კომბინაციიდან გატანილი გოლები და კოლექტიური გოლები, დამეთანხმებით, რომ ამ ასაკში ეს ყველაფერი საამაყო და გამოსამჟღავნებელია.
მას შეეძლო ცხოვრება თავისი ახლანდელი რესურსებით, მისი დასაფასებელი თვისება - მოულოდნელობაა : არც ჩვენ ვიცით როგორი იქნება საბოლოო პროდუქტი და არც თავად მან, არავინ იცის მისი გავითარების საზღვარი. დღეს ვიცით მხოლოდ ის, რომ არსებობს უსაზღვრო ალვარო და ჩასაფრებული ხესე. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ისინი "ლა ფაბრიკას" უმაღლესი მწვერვალნი არიან, რომელსაც წარადგენს "დი სტეფანოს" სახელობის სტადიონი.
ისინი ბევრნი არიან
ისინი არ არიან არც 5, არც 7, არც 10 და არც 12. ისინი დაახლოვებით 20 თუ 25-ნი არიან, მათ აქვთ აურა, რომელიც გააჩნიათ მხოლოდ დიად ფეხბურთელებს. სულ ახლახან 14 მათგანი ახალგაზრდულ ნაკრებებში იყვნენ მიწვეულნი. დამკვირვებელნი ადასტურებენ: უკანასკნელი 15 წლის მანძლზე მადრიდულ კანტერას ამდენი ძლიერი შემსრულებელი არ ყოლია.
აქაც გავუსწრებთ მოვლენებს და გავაერთიანებთ ერთ გუნდში ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის გუნდებში ირიცხებიან. ზოგი ფეხბურთელი დასახელებული არ იქნა, მაგრამ მათ აქვთ მომავალი პრიმერაში. ჩვენ უნდა ვიგებდეთ, რომ ეს ნაკრებია, რომელშიც შესაძლოა ზოგი მოვიდეს, ზოგი კი წავიდეს.
ამორჩეულებს შორის 3-4 წელია სხვაობა, რაც ახალგაზრდული ფეხბურთისთვის-ბეზდნაა, მაგრამ 5 სეზონში ისინი შეძლებენ ერთად თამაშს ყოველგვარი საუბრის გარეშე. ხვალ ბევრი მათგანი გახდება ჩემპიონატის პირველი ფიგურა და "ლა ფაბრიკის" სიამაყე.
- 12 მარტი 2011
- 2 065
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.