ბასტიანი:"მადრიდელებს ჩემი შეძენა უნდათ"
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" და კერძოდ ჟოზე მოურინიო ცდილობს, რომ გადაიბიროს გერმანელი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი. "ბაიერნის" მოთამაშემ სწორედ ამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას "ბლანკოსში" მეგობრები ჰყავს.
"ჩვენთვის მთავარია შედეგი, თუმცა გულშემატკივრები ლამაზი ფეხბურთის ჩვენებას გვთხოვენ, რაც სავსებით რეალურია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა. ამ ბოლო დროს ბევრი ჭორი გავრცელდა, თითქოს მე ვაპირებ "ბაიერნის" დატოვებას, ეს ტყუილია. რამდენიმე გუნდს სურს ჩემი გადაბირება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ "ბუნდესლიგიდან". ესპანური გრანდი "რეალი", მოლაპარაკებებს აწარმოებს პირად აგენტთან. მისი თქმით, მადრიდელები ჩემი შეძენისთვის იბრძვიან".
"ზემოთხსენებულ გრანდში თამაშზე უარს არავინ იტყოდა და მათ შორის გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნი" ჩემთვის გაცილებით მისაღებია. "მერენგებში" მყავს მეგობრები, რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მესუთ იოზილი და სამი ხედირა შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და მათი პრიოვნული თვისებები დიდსულოვანია".
ინფორმაციის წყარო: Bild.de
- 12 მარტი 2011
- 2 338
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.