დღის ფოტო
რეალში თბილი ატმოსფერო სუფევს!!!
ალბათ ყველას გვახსოვს, 1000 ჭორი, თუ სინამდვილე რეალში ფეხბურთელთა შორის დაპირისპირების არსებობაზე. ასეთი რამეები ყველა გუნდში ხდება და ხდბოდა "რეალშიც". მაგრამ ამ სურათის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მოუს "რეალი" ერთ დიდ ოჯახად ჩამოყალიბდა. ამაზე ფოტოს გარდა მეტყველებენ ფეხბურთელთა კომენტარებიც. მადალითად ადეს თქმით: "აქ შესანიშნავი ატმოსფეროა. ყველა კეთილად არის განწყობილი ჩემს მიმართ. ჩემს თავს კითხვა დავუსვი "როგორ უნდა მოვუხადო მადლობა გუნდს ასეთი მიღებისათვის." ხშირად ახალწვეულებს არ წყალობენ ხოლმე, მაგრამ აქ ყველაფერი პირიქითაა.
ეს ფოტო გადაღებული ვარჯიშიშ შემდგომ. მოგეხსენებათ ვარჯიში დამღლელი საქმეა. სირბილი, ფიზიკური ვარჯიში, ლიტრობით ოფლის ღვრა გონებრივი დაღლა, მაგრამ ესეთი რაღაცები, როგორც ჩანს "რეალის" ფეხბურთელებს ნამდვილად არ აწუხებს და დამგლელი ვარჯიშის შემდეგაც კი ასეთ კარგ ხასიათზე არიან.
პირადად ესეთი რეალი მე ბოლოს წლების წინ მყავს ნანახი. ამ ფოტოს რომ ვუყურებ ბავშვივით მიხარია. გუნდი შეიძლება ვარსკვლავებს ეჭიდებოდეს, მაგრამ თუ მისი მოთამაშეები ერთმანეთს ვერ ეგუებიან, ვარკვლავის მოწყვეტა კი არა მასთან შეხებაც კი შეუძლებელია. მე მჯერა, რომ ასეთი კარგი დამოკიდებულება, საწინდარია წარმატებისა...
- 12 მარტი 2011
- 2 257
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.