იკერის მორიგი რეკორდი
იკერ კასილასმა ანდონი სუბისარეტას რეკორდი გააუმჯობესა. “რეალის” კიპერის ანგარიშზე 57 “მშრალი” სანაკრებო შეხვედრაა.
ბელგიასთან, შაბათს მოგებულ მატჩში, იკერმა სუბისარეტას 56-მატჩიანი რეკორდი გაიმეორა, ესტონეთთან გუშინ 3-0-ზე მოგებულ შეხვედრაში კი, ის სულაც გააუმჯობესა. ახლა კასილასს თავისი სანაკრებო კარიერის განმავლობაში 57 ისეთი მატჩი დაუგროვდა, რომელშიც გოლი არ გაუშვია.
აღსანიშნავია სხვა ფაქტორიც. კასილასს ეროვნულ გუნდში 98 მატჩი აქვს ჩატარებული, სუბისარეტას კი, 126. იკერის მომდევნო მიზანი კი, ზემოხსენებული სუბისარეტასა და რაულის მსგავსად, 100-მატჩიანი ზღვარის გადაბიჯებაა.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 10 სექტემბერი 2009
- 4 279
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.