მაკელელე:"მოურინიოსთან ერთად დავმთვრალვარ"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა კლოდ მაკელელემ მკაცრად გააკრიტიკა გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო.
შეგახსენებთ, ფრანგი ფეხბურთელი პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად ლონდონის "ჩელსიში" მუშაობდა.
"თავიდან ჩვენ ყველა მოურინიოსთან ერთად ვთვრებოდით, ვხუმრობდით. მაგრამ შემდეგ უეცრად მან შეწყვიტა ჩვენთან კონტაქტი და გუნდის რაიმე წარმატების შემთხვევაშიც კი ყველაფერს თავის დამსახურებად წარმოაჩენდა. გარდა ამისა, მისთვის გუნდის მთავარი ფეხბურთელები ახალი ვარსკვლავები იყვნენ. მოურინიო გამარჯვებულია. მან იცის, როგორ გამოიყენოს ფეხბურთელები თავისი მიზნების მისაღწევად. მაგრამ როდესაც იგი ფეხბურთელების იგნორირებას იწყებს, პრობლემები იქმნება. მაშინ იგი მკაცრი და ცუდი ადამიანი ხდება"-განაცხადა მაკელელემ
- 12 მარტი 2011
- 2 010
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.