"შევდივარ გასახდელში, იქ კი რაულია!"

"შევდივარ გასახდელში, იქ კი რაულია!"
ემანუელ ადებაიორი ბედნიერია მადრიდში. მას სურს გამოიყენოს ეს შანსი და იმედოვნებს რომ კლუბი იყიდის მის კონტრაქტს ივნისში. მანოლოს ახსოვს როგორ იწყებდა კარიერას "მონაკოსა" და "არსენალში", ახსოვს ტოგოს დაცხრილვა, იგი თავის ადაპტაციაზე საუბრობს ახალ კლუბში.

ბედნიერი ხარ?

მე ბედნიერი დავიბადე. დღეს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს. აქ უამრავი ოცნება მაქვს და მე თავს კვლავ ვგრძნობ მნიშვნელოვან ადამიანად.

შენ თმის სტილი შეიცვალე.

მე დრედები მქონდა სამი წლის მანძილზე, მაგრამ როდესაც "მადრიდმა" შემომთავაზა ტრანსფერი მივხვდი, რომ უნდა მომეჭრა ისინი. მე ვერ ვხედავდი ჩემს თავს დრედებით მადრიდში. ეს სტილი აქ არააქტუალურია. ყველაფერს ვაკეთებ სწრაფი ადაპტაციისთვის. თან აქ უფრო თბილა ვიდრე ინგლისში.

თავს როგორ გრძნობ?

აქ შესანიშნავი ატმოსფეროა. ყველა კეთილად არის განწყობილი ჩემს მიმართ. ჩემს თავს კითხვა დავუსვი "როგორ უნდა მოვუხადო მადლობა გუნდს ასეთი მიღებისათვის". პასუხი რა თქმა უნდა მარტივია-თავდაუზოგავი მუშაობა და ყველაფრის მოედანზე დატოვება. მხოლოდ ასე მექნება რაიმეს მიღწევის შანსი

როგორი იყო შენი ბავშვობა?

არ იყო ადვილი. მე არ ვიყავი ჩამოყალიბებული ოჯახიდან. ყველამ იცის, რაოდენ ღარიბია აფრიკა. მე დაბადებული ვარ ტოგოში, რომელიც ამ კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მე 15 წლისას წავედი საფრანგეთში და ამით ყველაფერი სასიკეთოდ შემეცვალა. მე ღვთის მადლიერი ვარ, რომ იგი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ყოველთვის მე რთული დროება მიდგას, მაგრამ ღმერთი მუდამ გვერდში მედგა. ახლა მე პროფესიონალური ფეხბურთელი ვარ და ლეგენდარული კლუბის წევრი ვარ.

რას საქმიანობენ შენი მშობლები?

ჩემი მშობლები-ნიგერიელები არიან, რომლებმაც ტოგოში შეიფარეს თავი. ეს ჩემი ქვეყანაა. ჩემი მამა ბანკში მუშაობდა, დედას კი მცირე ბიზნესი აქვს. 2005 წელს მამაჩემი გარდაიცვალა. ტიპიური აფრიკული ისტორია. მე არაფერზე მწყდება გული და ვამაყობ რომ აფრიკელი ვარ.

როდის გამოჩნდა საფრანგეთში მოხვედრის შესაძლებლობა?

15 წლის ვიყავი და 17 წლამდელთა ნაკრებს გეტებორგში გავყევი (შვედეთი). იქ მე "მეტცის" სკაუტ ფრანსის დე ტადეომ შემნიშნა და მან შეცვალა ჩემი ცხოვრება. ჩვენ ფინალამდე მივედით, მე კი კარგად გამოვიყურებოდი. როდესაც დავბრუნდი ტოგოში, მეტცის წინადადება მივიღე, სადაც ისინი სამკვირიან სინჯებზე მიწვევდნენ. 15 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ბავშვი და ძალიან მსურდა ევროპაში თამაში, იქ სულ სხვა კლიმატია.ესპანეთსა და აფრიკის კლიმატები წააგებს, საფრანგეთში კი, კერძოდ კი მეტცში სულ სხვანაირადაა ყველაფერი. მე მციოდა და ეს ძალიან მიშლიდა ხელს. მაგრამ იმ გამოწვევის დამსახურებაა რომ დღეს აქ ვარ.

"მონაკოში" როგორ მოხვდი?

"მეტცში" ვთამაშობდი მესამე დივიზიონში და მეორეში გადავინაცვლეთ. ახლოს ვიყავი "საუტგემპტონში" გადასვლასთან, მაგრამ მონაკოში დამიძახეს. მე დავთანხმდი. იქ ბევრი რამ ვისწავლე, გუნდში უამრავი ძლიერი ფეხბურთელები იყვნენ : მორიენტესი, ნონდა, დადო, პრშო, ჟული.. ყველა მეხმარებოდა. ისინი მასწავლიდნენ უამრავ რამეს.

მორიენტესმა როგორ მიგიღოთ?

მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იგი ჩემი პროფესორი იყო. მიყვებოდა იმაზე, რაც თვითონ ისწავლა, მირჩევდა არასოდეს დანებებას, წინსვლის გაგრძელებას და მარწმუნებდა რომ ყველაფერი მაქვს წარმატების მისაღწევად. მას შემდგომ რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, მონაკოს პრინცი გვესტუმრა და მოგვილოცა. იმ დღეს მორიენტესმა აღნიშნა ჩემი კარგი თამაში და თქვა, რომ შორს წავა და დიად კლუბში გადავალ. ვგრძნობდი, რომ მისი სიტყვები გულიდან ამოდიოდა და მე მას როგორც უფროს ძმას ისე აღვიქვამდი

მორიენტესი ამბობდა, რომ შენ მას "მადრიდზე" ეკითხებოდი.

რა თქმა უნდა! პირველი რაც მას ვკითხე : შეეძლო თუ არა ჩემთვის რაულის მაისურის შოვნა! (იცინის). მე აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ ველაპარაკებოდი ადამიანს რომელმაც იცოდა როგორია "მადრიდში" თამაში. ვფიქრობ, უბრალოდ დავტანჯე კითხვებით. ვეკითხებოდი როგორია ლიგის მოგება, როგორია "მადრიდში" მოგება, როგორები არიან სიცოცხლეში ფიგუ და ზიდანი..მე ვთხოვე ჩვენს თამაშზე რაული დაეპატიჯებინა და მან დაპატიჯა. ერთხელ გასახდელში შევედი და იქ რაული დამხვდა! ჩემი თვალების არ მჯეროდა. იმ დღიდან, უბრალოდ შემიყვარდა "მადრიდი". მორიენტესს მიწეპებული ვიყავი. იგი ძალიან თავმდაბალი იყო, თვითონ ირეცხავდა მაისურებს და წმენდდა ბუცებს. იგი ჩემი კუმირი და მისაბაძი მაგალითი გახდა.

ვინ მოგწონდა "მადრიდში" ყველაზე მეტად?

ზიდანი. მის შემდეგ რაული-რა თქმა უნდა. იგი მუდამ იტანდა და საკუთარი წვლილი შეჰქონდა თამაშებში. 1-2 წელი კი არა 10 წელზე მეტი. ახლაც აგრძელებს. დარწმუნებული ვარ მას მალე შევხვდები. მომწონს მასთან საუბარი.

ზიდანთან გილაპარაკია?

ჩვენ ერთი ბრენდი გვაქვს ("ადიდასი") და შევხვედრილვარ მასთან. მან იცის რა დონეზე ვარ მისით აღფრთოვანებული.

შენ წააგება ლიგის ფინალი "პორტუსთან", რომლის მწვრთნელიც მოურინიო იყო.


იმ ფინალში მოურინიოს შესახებ შეიტყო მსოფლიომ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. მან გამოიყენა სქემა და გამოგვიჭირა. წაგების მიღება რთული იყო.

ახლაც შეძლებს მოურინიო გამარჯვების მიღწევას, უკვე თქვენთან ერთად.

იმედი მაქვს.ამიტომაც მოვედი. მე შევიქმენი სახელი და ვითამაშე მაღალ დონეზე ამ წლების მანძლზე, მაგრამ ჩემი ტიტულების ჩამონათვალი ცარიელია. ჩემთვის უმთავრესია-ტიტულების მოგება. როდესაც "არსენალში" მივედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვერაფერს მოვიგებდით. აქ ყველაფერს გავაკეთებ რათა მოვიგო ტიტულები. ახლა კოპა დელ რეის მოგების შანსი გვაქვს. ასევე გვაქვს შანსები ლიგაზე, მაგრამ არაა საჭირო ჩაფიქრება. ლა ლიგაში 7 ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ ეს დასასრული არაა. წარმოიდგინეთ "ბარსამ" "სევილიასთან" რო წააგოს, ჩვენ კი ყველაფერი მოვიგოთ, კლასიკოს ჩათვლით. მაშინ ქულათა სხვაობა 1მდე დავა

"მონაკოდან" "არსენალში" გადახვედი.

ეს უკვე სულ სხვა დონე იყო. გუნდში იყო ბერკამპი, ანრი, ვან პერსი. ამ ნაბიჯმა მომატება მაიძულა. მე ძირითადი გავხდი და ეს იმაზე საუბრობს, რომ რაიმეს მივაღწიე.

რა გასწავლა ვენგერმა?

ვარჯიშებზე დროულად მოსვლა, პროფესიონალობა, გაზრდა ჭკუით, მეგობრობა და პროფესიონალიზმი გასახდელში.

იქიდან ძალიან გაბრაზებული წამოხვედი.

სიმართლე გითხრათ კი. მე იქიდან დამცირებული წამოვედი. მიყვარდა ეს კლუბი. ჯერ კიდევ ბავშვობაში, "არსენალში" თამაშზე ვოცნებობდი, რადგან ჩემი კუმირი კანუ იყო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იქ კარიერის ბოლომდე დავრჩებოდი.

ნანობ, რომ "სიტიში" წახვედი?

ეს მძიმე გამოცდილებაა. მანჩინის ფეხბურთის საკუთარი ხედვა აქვს. ეს ცხოვრებაა და უნდა მიიღო ყველაფერი ისე, როგორც არის. მე წყენას არ ვგრძნობ.

იმ ტრაგედიის შესახებ მოგვიყევი რაიმე.

ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი. მაგრამ ამის შემდეგ მომენტალურად გავიზარდა.ახლა ვიცი, როგორია ბეწვზე გადარჩენა. ჩემთვის სიცოცხლეში ყველაზე მთავარია-მისი შეგრძნება. მე ბედნიერი დავიბადე და ახლა უფრო ბედნიერი ვარ. მე შემეძლო მოვკვდარვიყავი, მაგრამ ამის მაგივრად ახლა "მადრიდში" ვარ. რაზე შემეძლო კიდე მეოცნება? არაფერზე

კოჯოვი ობილალეს თუ ესაუბრები კიდე, რომელიც თქვენი მეკარე იყო, ახლა კი ინვალიდურ სკამზე ზის?

აფრიკაში მეგობრებს "ძმებას" ვეძახით. იგი ჩემი ძმა იყო იმ დრომდე, მაგრამ ყველა ჩვებთანაგი, ვინც ავტობუსში იყო, ამ ტრაგედიის შემდგომ უფრო დავახლოვდით. ობილალეს და მე ყოველ დღე ვსაუბრობთ, და რითაც შემიძლია მე მას ვეხმარები. ის რაც შეემთხვა მას, შეიძლებოდა მეც შემთხვევოდა. იგი ჩემზე ორი ნაბიჯით წინ იყო, ახლა კი იგი ვეღარ დადის.

მას შემდეგ ნაკრებში აღარ თამაშობ. არ ფიქრობ ოდესმე დაბრუნებაზე?

ერთ მომენტში ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. რთული მისაღებია ჩემთვის ის, რომ ჩემი ქვეყნის ფედერაცია დღემდე არ ეხმარება ობილალეს, რომელმაც სამი ტყვია მიიღო საკუთარ თავზე მხოლოდ იმიტომ, რომ თავის ნაკრებს წარადგენდა.

ეს იყო ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი. საუკეთესო კი-როდესაც იანვარში "მადრიდმა" დარეკა?

დიახ, მაგრამ ეს იყო ძალზედ დაძაბული მომენტი. მე შევიტყვე, რომ "სიტი" და "რეალი" შეთანხმდნენ და მე ესპანეთში მიწევდა წასვლა. 48 საათის მანძილზე სტრესისგან ვერ ვჭამდი. მე არც მითამაშია "სიტიში", და "მადრიდმა" მიმიწია. მე ეს ცუდ ხუმრობად მიმაჩნდა მანამდე, სანამ არ ჩავედი ვალდებებასზე და არ შევხდი მოურინიოსა და ზიდანს. მაშინ დავიჯერე მომხდარი.

რა გითხრა მოურინიომ?

მეთამაშა სიამოვნებისათვის და რაც შეიძლება უკეთ. მე უკვე 16 წლის არ ვარ და ინსტრუქციები არ მჭირდება. ვიცი როგორ უნდა ვიყო პროფესიონალი..

ვინ დაგეხმარა ყველაზე მეტად?

ლასი. მე მას ვეხმარებოდი, როდესაც იგი "არსენალში" გადავიდა. მაშინ მას ვაჩვენე კლუბი. მან იგივეთი მიპასუხა. ასევე ბენზემა დამეხმარა, რადგან იგი შესანიშნავი ბიჭია და ჩვენ საფრანგეთში ერთად ვიზრდებოდით. რამოსი, კრიშტიანუ...ყველა. ოზილმა შემახსენა რაოდენ საჭიროა პუნქტუალურობა და ჩვენ სატრენაჯოროში ერთად ვმუშაობთ.

ბენზემამ უამრავი გოლი გაიტანა, მას შემდეგ რაც შენ გადმოხვედი.

როდესაც მოვედი აქ მე ვთქვი, რომ მსურს დავეხმარო ბენზემას და არა პირიქით. რამდენი ხნითაც არ უნდა გავჩერდე აქ, მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ქარიმმა 100 გაიტანოს, მე კი არც ერთი. ჩვენ აქ ტიტულების მოსაგებად მოვედით. მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. მინდა გამარჯვებები, და არა ინდივიდუალური ტიტულები. ეს ჩემთვის არ არის საჭირო. მომეცით კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ჩვენ მოვიგებთ ლა დესიმას 2-0, ორივე ბენზემას გოლით და მე მას ხელს მოვაწერ.

მას რჩევებს აძლევ?

მე ვეუბნები მას, რომ ფეხბურთში შენ ერთ დღეს გმირი ხარ, მეორე დღეს კი ყველაზე კრიტიკული ფეხბურთელი, ასე რომ თამაშით უნდა დატკბე. იგი თავდაუზოგავად მუშაობს და ჩვენ მისი გვჯერა. იგი ვარჯიშებზე ადრე მოდის და სატრენაჯორო დარბაზში მუშაობს.

ვისთან ერთად გიადვილდებათ თამაში?

კონკრეტულად არავის გამოვარჩევ. მე კარგად ვუგებ ხაბის, რადგან იგი კარგად საუბრობს ინგლისურად. ასევე მიადვილდება ლასთან, ოზილთან, დი მარიასა და ბენზემასთან.

ოზილი ზიდანს გახსენებს?

მათ აქვთ რაღაც საერთო. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი ფეხბურთის გაგება უნიკალურია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს მას ზურგზეც აქვს თვალები.

ხვდები, რომ უკვე დაიპყარი "ბერნაბეუ".


მესმის როგორ მღებიან ფანები ჩემს სახელს.ეს მნიშვნელოვანია როდესაც გრძნობ სიყვარულს.

მოგწონს როდესაც მანოლიტოს გეძახიან?

აფრიკელი ვარ და არ მაინტერესებს როგორ მეძახიან. ვიცი, რომ მანოლიტო-მეგობრობის მანიშვნებელი მეტსახელი, ასე რომ მომწონს. საფრანგეთში მე ნვანკო კანუს მეძახდნენ.

ფიქრობ, რომ აქ დარჩენას შეძლებ?

ვიმედოვნებ. ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის.

  • n1ka
  • 11 მარტი 2011
  • 3 020
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)