"Aurea Mediovritas" - "ოქროს შუალედი"
სად გადის "ოქროს შუალედი"???
და მაინც რა სჭირს რეალს? ეს არის კითხვა, რომელიც მეტად აქტუალურია 2002 წლის შემდეგ. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ "თეთრებს" თითქოს "წყევლამ" უწია. დიდი ხანია უკვე გუნდი ვერ ახერხებს ლიგის მეოთხედ ფინალში მოხვედრას. ალბათ ყველას ახსოვს მწვრთნელების გაუთავებელი ცვლილებები, ფეხბურთელთა უაზრო ყიდვა–გაყიდვები. არაფერს ვამბობ ბარსელონასთან წაგებულ ელ–კლასიკოების რეკორდულ რაოდენობაზე.
ფაქტია, რომ გუნდი პერესის მოსვლის შემდეგ ცდილობს ადაპტირებას. პერესი ცდილობს "გალაქტიკოსის" თავიდან შექმნას. მაგრამ ისმის კითხვა : რის ხარჯზე აკეთებს ამას?
ფაქტი ერთია, გუნდმა დაკარგა ისეთი თავდამსხმელი, როგორიც რაულია. დაკარგა ისეთი ნახევარმცველი, როგორიც გუტია. არცერთ მათგანს არ მოუწყვეს ისეთი გაცილება, როგორსაც იმსახურებდნენ. არადა ცოტა არ იყოს ადრე მოუვიდათ მათი გაშვება. არცერთი მათგანი არ კარგავს კლასს : რაული შალკეს პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მის ანგარიშზე ჯამში 14 ბურთია, ხოლო გუტი გუნდის უდავო ლიდერია. აგრეთვე გუნდი დატოვა რობენმა, ვან ნისტელროიმ, სნეიდერმა და "მოღალატე" რობინიომ (ასე უწოდებენ მას ესპანეთში "traitor").
შემდეგ დაიწყო გაუთავებელი ტრამვები, ფორმიდან ამოვარდნები, დაუბალანსებელი შემადგენლობები და "ჩაგდებული" თამაშების კასკადი. ვითომ და ეს არ ეყოფოდა "ბლანკოსს", ამას მოჰყვა ლიგის "მოუცილებელი" მეტოქეები: ჯერ "გადაულახავი" (რომა) და შემდეგ "აქილევსის ქუსლი" (ლიონი).
ამ სეზონში დაკარგული ჯერ არაფერია. ვართ "კოპა დელ რეის" ფინალში, ვთამაშობთ "ჩემპიონთა ლიგაზე" და ვიბრძვით პრიმერასათვის, სადაც შანსები ჯერ კიდევ გვაქვს. და მაინც სად გადის "ოქროს შუალედი"??? შეძლებს კი რეალი კვლავ "იცეკვოს თეთრი ბალეტი"??? ვიპოვით ჩვენს თავს??? ამას იმედია უახლოესი მომავალი გვაჩვენებს...

- 11 მარტი 2011
- 2 152
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.