საუკეთესო “9-იანები” “რეალის” ისტორიაში

საუკეთესო “9-იანები” “რეალის” ისტორიაში


Realmadrid.com წარმოგიდგენთ “რეალის” ისტორიაში საუკეთესო ცენტრფორვარდებს. ვებ-გვერდის ჟურნალისტებმა სიმბოლურად 9 საუკეთესო ფორვარდი აარჩიეს.

პაჰინიო (1948/49-1952/53)
მანუელ ფერნანდეს “პაჰინიო” მთელი ესპანეთის მასშტაბით გამორჩეული და ოდიოზური პიროვნება გახლდათ. მოედანზე და მის გარეთაც მებრძოლი პიროვნების სახელით იყო ცნობილი. პაჰინიომ კარიერაში ორჯერ მოიგო “პიჩიჩი”, ერთხელ “რეალის” შემადგენლობაში, ფანებს კი, უძლიერესი დარტყმებითა და უზუსტესი პასებით დაამახსოვრა თავი.

დი სტეფანო (1953/54-1963/64)
ალფრედო დი სტეფანოს შესახებ ცალკე სტატიის დაწერაც შეიძლება, თუმცა სჯობს მოკლედ მიმოვიხილოთ მისი დიდებული კარიერა. “ისარი” (ალფრედოს მეტსახელია) თავდასხმაში ხომ ძალიან ნაყოფიერი გახლდათ, პარალელურად ხშირად მცველებსაც ეხმარებოდა, რაც მისი პოზიციის ბევრი ფეხბურთელისთვის უცხოა. არაფერს ვამბობთ ლიდერობის შესანიშნავ უნარზე. 510 მატჩში გატანილი 418 გოლი და ტიტულების მთელი კოლექცია: ლა ლიგა (8-ჯერ), ევროპის თასი (5-ჯერ), ესპანეთის თასი, საკონტინენტთაშორისო თასი და კიდევ ათეულობით არაოფიციალური ტურნირი. დი სტეფანო ხუთჯერ გახდა “პიჩიჩი” (1953/54, 1955/56, 1956/57, 1957/58 და 1958/59) და ორჯერ “ოქროს ბურთიც” მოიგო (1957 და 1959).

გროსო (1964/65-1975/76)
რამონ მორენო გროსოს მეცხრე ნომერი ალფრედო დი სტეფანოსგან მემკვიდრეობით ერგო. “პიჩიჩის” ორგზის მფლობელი გროსო, როგორც ცნობილია, გუნდურ ინტერესებს პირადულზე ყოველთვის მაღლა აყენებდა. მოკლედ, იყო ისეთი სტილის მოთამაშე, რომელზეც უარს არცერთი გუნდის მწვრთნელი იტყვის.

სანტილიანა (1971/72-1987/88)
სანტილიანა “რეალმა” 1971 წელს, სანტანდერის “რასინგიდან” მაშინ საკმაოდ დიდ თანხად, 26 მილიონ პესეტად გადმოიბირა. ფეხბურთელი სულ რაღაც 19 წლის იყო და, ყველასდა მოულოდნელად, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. სანტილიანა გამორჩეული იყო სისწრაფითა და ბურთის არაჩვეულებრივი დამუშავებით. “რეალის” წინა ხაზში, მისი და ხუანიტოს ტანდემი “ბლანკოსის” სტაჟიან ინჩასებს დღემდე კარგად ახსოვთ.

უგო სანჩესი (1985/86-1991/92)
უგო სანჩესი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მას სურდა საუკეთესო ფორვარდი ყოფილიყო. საქმეც ისაა, რომ ის იყო იმ დროის უდიდესი თავდამსხმელი... ბევრის ვარაუდით, სანჩესის დონის ცენტფორვარდს იმ დრომდე “რეალში” არც უთამაშია. “ბლანკოსის” ინჩასები ყოველთვის აღფრთოვანებულნი იყვნენ უგოს უნარით, - გაეტანა გოლი ნებისმიერი პოზიციიდან. 7 სეზონში უგომ 250, ერთმანეთზე უკეთესი გოლი და შესანიშნავი მოგონებები დაუტოვა “სამეფო კლუბის” ინჩასებს. ესპანეთში ასპარეზობის შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნდა და კარიერაც იქ დაასრულა.

სამორანო (1992/93-1995/96)
ოთხ სეზონში ივან სამორანომ “რეალის” მეტოქეთა კარი 100-ჯერ აიღო. მისი გოლებით, “სამეფო კლუბმა” ლა ლიგა მოიგო, ხოლო თავად “პიჩიჩის” ტროფეის დაეუფლა. სამორანო ყოველთვის საჭირო ადგილზე იყო, ბურთს იღებდა და შეტევას გოლით აგვირგვინებდა. “ივანე მრისხანეს” სიძლიერე საკუთარ ტყავზე “ბარსელონასაც” აქვს გამოცდილი, როცა ჩილელმა ერთ-ერთ “ელ-კლასიკოში”კატალონიელებს 4 გოლი “უსახსოვრა”.

მორიენტესი (1997/98-2004/05)
მორიენტესი “სამეფო კლუბის” იმ ლეგენდარული თაობის წარმომადგენელი გახლდათ, რომელმაც ხუთ სეზონში ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. ახალგაზრდა ფერნანდომ რაულთან ერთად შესანიშნავი დუეტი შექმნა “სამეფო კლუბის” თავდასხმის ხაზში. ისინი მოედნის გარეთაც უახლოესი მეგობრები იყვნენ და არიან. მორიენტესი ახლაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ესპანელ ფეხბურთელად ითვლება. ტიტულების უმეტესობა კი, “რეალთან” ერთად აქვს მოგებული. მაღალი სათამაშო კლასი ფერნანდომ ესპანეთის, ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში არაერთხელ დაამტკიცა, რომ არაფერი ვთქვათ ევროთასებზე, სადაც მორიენტესს გოლების გატანა ნამდვილად არ უჭირდა.

რონალდო (2002/03-2006/07)
ბრაზილიელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახლდათ, თუ საუკეთესო არა. ბევრის თქმით, რონალდო და სიტყვა “გოლი” სინონიმები არიან. ამ ხუმრობაში სიმართლის საკმაოდ დიდი მარცვალიც რომ არის, ამას ყველა ის ადამიანი დაამტკიცებს, ვისაც “ფენომენის” თამაში ერთხელ მაინც უნახავს. უზუსტესი და უძლიერესი დარტყმების კვალდაკვალ, რონალდო გასაოცარ ტექნიკასაც ფლობდა. მისი ყოველი სოლო-რეიდის ყურებით კიდევ ერთხელ მიხვდებით, თუ რატომ ითვლება ფეხბურთი სპორტის ლამაზ სახეობად.

კრისტიანო რონალდო (2009-)
პორტუგალიელი ძლიერია როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. რონალდო უამრავი სათამაშო კომპონენტით გამოირჩევა: შესანიშნავად ასრულებს სტანდარტებს, ფლობს უძლიერეს დარტყმას და ნახევარმცელის პირობაზე, საკმაოდ ბევრი გოლი გააქვს. “ოქროს ბურთის” მფლობელ კრისტიანოს “რეალში” ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

  • niko
  • 10 სექტემბერი 2009
  • 2 516
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)