”რეალმა” ბოლო ვარჯიში გამართა
გუნდის ბოლო ვარჯიშს, ”ერკულესთან” მატჩამდე, ესწრებოდა ალვარო მორატა...
სესია დაიწყო გახურებითა და მოთელვით. ფეხბურთელები რუი ფარეას მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ამის შემდეგ ბიჭები ორ ჯგუფად დაიყვნენ. პირველ ჯგუფი შედგებოდა: ადანის, გარაის, ხედირას, ალონსოსა და მორატასაგან, ხოლო მეორე ჯგუფი კი, დუდეკის, არბელოას, მარსელოს, ლასის, გრანეროსა და იოზილისგან.
კარვალიომ, გარაიმ და არბელოამ არ ითამაშეს ტესტ მატჩი ”კასტილიას” წინააღმდეგ, თუმცა დღეს მათ სრული დატვირთვით ივარჯიშეს. რონალდომ, კაკამ, გაგომ, იგუაინმა და პედრო ლეონმა კი ტრავმების გამო ვერ მოახერხეს მომზადება.
წყარო:realmadrid.com
- 11 მარტი 2011
- 1 648
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.