გიორგი: ""რეალის" გულშემატკივრობა "რეალმა" მაიძულა"
გთავაზობთ პროექტ - "ინტერვიუ Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან" მომდევნო ინტერვიუს,რომელიც ავიღე შემსწორებელ გიორგი საგინაშვილისაგან(Gio). ინტერვიუ საინტერესო გამოვიდა და ჩემმა რესპოდენტმა კითხვებს ამომწურავად უპასუხა...
პირველ რიგში მოგესალმები გიორგი.
გაგიმარჯოს ვახო.
თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?
მე ვარ გიორგი საგინაშვილი, 19 წლის. ვცხოვრობ თბილისში. ამჯამად ჩემი ძირითადი საქმიანობა სწავლაა.
რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?
"რეალს" დაახლოებით 10 წელია ვგულშემატკივრობ.
გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?
"რეალის" გულშემატკივრობა "რეალმა" მაიძულა(იცინის:D). "თეთრები" ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ. განსაკუთრებით რაული-მორიენტესის თამაში მხიბლავდა. შემდეგ დადგა "გალაქტიკოსის" დროც, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათი თამაშის მომსწრე გავხდი.
შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.
ამ კითხვაზე ყველას ერთი პასუხი აქვს. თუ ნამდვილი გულშემატკივარი ხარ, გუნდს მარცხის დროსაც გვერდში დაუდგები და მომავალს იმედიანად შეხედავ.
რომელი მატჩი დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად ამ სეზონში?
ალბათ მაინც ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოვარჩევდი. "რეალმა" "მილანს" შანსი არ დაუტოვა და პარალელურად ისინი ლამაზ სტილში დაამარცხა.
ვის მიიჩნევ პივრელი წრის საუკეთესო ფეხბურთელად?
საუკეთესო უდავოდ კრიშტიანო რონალდოა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მისი გატანილი გოლების რაოდენობა ნამდვილად ფენომენალურია. ასევე ძალიან კარგები იყვნენ ოზილი და დიმარია.
რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?
სამწუხაროდ არ მახსენდება.
რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?
ჩემი "პირველი სიყვარული" რაულია,(იცნის :D) ზინედინ ზიდანი კი უნაკლო ფეხბურთს თამაშობდა, დღევანდელ "რეალში" ძალიან მომწონს ოზილი, დიდი სიმპატიები გამაჩნია ინიესტას მიმართაც. არ შემიძლია არ ავღნიშნო კაკა, რომელიც სამწუხაროდ ვერ პოულობს თავის თამაშს "რეალში". ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელები საფეხბურთო ინტელექტით სხვებზე მაღლა დგანან და სწორედ ეს მომწონს მათში.
რომელი გუნდის და ფეხბურთელისადმი გაქვს ანტიპატია და რატომ?
არც ერთი გუნდის მიმართ არ გამაჩნია ანტიპატია, აი ფეხბურთელს რაც შეეხება ეს უდავოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩია. მის საფეხბურთო შესაძლებლობებზე ლაპარაკი არ მაქვს. უბრალოდ ამაზრზენი პიროვნებაა.
მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ. კმაყოფილი ხარ ჟოზე მოურინიოს მუშაობით? შენი აზრით, რა მინუსები და პლიუსები აქვს პორტუგალიელ სპეციალისტს?
ჯოზე უდავოდ საუკეთესოა. დელ ბოსკეს წასვლის შემდეგ "რეალის" მთავარი პრობლემა მწვრთნელი იყო. კერძოდ კი გუნდში ვერ მოიყვანეს დამრიგებელი რომელსაც შეეძლებოდა მუშაობა ვარსკვლავებთან. მაურინიო თავის საქმეს იდიალურად აკეთებს, ამ ადამიანს უბრალოდ დრო სჭირდება. რაც შეეხება მის მინუსს ალბათ მაინც ბარსელონასთან განცდილი მარცხია.
მას შემდეგ,რაც ემანუელ ადებაიორი "რეალში" მოვიდა, კარიმ ბენზემა ათამაშდა და ბოლო მატჩებია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. რას იტყვი ამაზე? როგორ ფიქრობ, როცა იგუაინი დაბრუნდება, ფრანგი მაშინაც შეძლებს ძირითადში მოხვედრას?
ადებაიორის გადმოსვლამ ბენზემას მეტი სტიმული მისცა, მაგრამ ის მაინც საშინლად არასტაბილურია. იმედია ფრანგი ამ ნაკლსაც გამოასწორებს. რაც შეეხება "პიპიტას" ის "რეალისთვისაა" დაბადებული. ჩემი აზრით იგუაინის მოსვილის შემდეგ ან მოურინიო ითამაშებს ორი ფორვარდით ან ბენზემა სკამს დაუბრუნდება.
"რასინგთან" მატჩის წინ ჟოზე მოურინიომ განაცხადა,რომ კაკა სანამ 100%-ით არ იქნება მზად,მანამ არ ითამაშებს. ამას თავად ბრაზილიელიც არ მალავს. რა შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით?
ამ თემაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, მე მხოლოდ ერთს ვიტყვი, ყველაფერი თავად კაკაზეა დამოკიდებული. ბრაზილიელს აუცილებლად მიეცემა თავისი შანსი და ის უნდა გამოიყენოს.
დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?
ხაბი ალონსო გუნდის ხერხემალია. მის გარეშე და მასთან ერთად "რეალი" ორი სხვადასხვა კლუბია.
ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?
ფეხბურთელი რომელიც "რეალში" ირიცხება ხუთი წელია და გუნდისათვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია, რა თქმა უნდა ფერნანდო გაგო.
რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?
ფობერის(იცინის :D)
კლუბი დატოვა მაჰამადუ დიარამ,ფეხბურთელმა,რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული "ბლანკოსისთვის",მაგრამ ბოლო ხანებში მუდამ სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა და ალბათ მისთვისვე სჯობდა,რომ წავიდა. რას იტყვი ამაზე?
დიარას ძალიან უყვარდა მადრიდი. მე პირადად მომწონდა მისი თამაში, ალბათ მაინც მასზე ტრავმამ იმოქმედა, მას შემდეგ ძალიან უჭირდა ძირითადში ადგილის დამკვიდრება. "რეალიდან" წასვლით მას გაუჩნდება სათამაშო დრო, რაც ფეხბურთელისათვის უმნიშვნელოვანესია.
ალბათ კარგად მოგეხსენება იმ აჟიოტაჟის შესახებ,რომელიც ფიგუს "ბარსადან" "რეალში" გადმოსვლამ გამოიწვია. როგორ ფიქრობ, პორტუგალიელი სწორად მოიქცა?
როდესაც "ბარსელონაში" თამაშობ და მითუმეტეს გუნდს კაპიტნობ, როცა მილიონობით კლუბის ფანს უყვარხარ და პატივს გცემს, უბრალოდ წარმოუდგენელია ღალატზე ფიქრიც კი. ჩემი აზრით ფიგუს საქციელი გაუმართლებელია.
გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?
ალბათ მაინც ინგლისური კლუბები: "მანჩესტერი", "არსენალი", "ლივერპული" .
სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?
სანაკრებო დონეზე ბავშობიდან ესპანეთს ვგულშემატკივრობ, მთავარ ფაქტორს მაინც "რეალი" თამაშობდა.
პელე თუ მარადონა? რატომ?
მარადონა! მარადონა იყო ფეხბურთელი რომელსაც მარტოს შეეძლო გუნდის გამარჯვებამდე მიყვანა. პელეს ნაკრებში თამაშობდა გარინჩა, რომელიც ხალხს პელეზე მეტად უყვარს ბრაზილიაში. ამით ყველაფერია ნათქვამი. პელეს დროს სულ სხვა ფეხბურთი იყო, ელემენტალური გუნდებს ტაქტიკა არ გააჩნდათ, მცველები სად დარბოდნენ არ იცოდნენ. რა თქმა უნდა პელეც ძლიერი იყო მაგრამ...
რა შეგიძლია თქვა ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით?
სამწუხაროდ ახალი არაფერი. ქართული ფეხბურთი ძალიან მძიმე დღეშია. არ არსებობს არანაირი ინვესტიციები. ძალიან ცოტა კვალიფიციური მწვრთნელი გვყავს, დანარჩენებმა არ იციან რას აკეთებენ, ვერ ახერხებენ ბავშვის სწორად აღზრდას, როდის მისცენ დატვირთვა და ა.შ. ამაზე ძალიან ბევრის დაწერა შემიძლია.
რა აზრის ხარ ადმინისტრატორებზე და რა ურთიერთობა გაქვს მათთან?
ჩვენი საიტი ძალიან პოპულარულია. ეს კი თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან მაგარი ადმინისტრატორები გვყავს.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.
მადლობა შენ.
სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster)
- 11 მარტი 2011
- 2 493
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.