ირაკლი: "იკერი მადრიდისტადაა დაბადებული"

გთავაზობთ პროექტ - "ინტერვიუ Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან" მომდევნო ინტერვიუს,რომელიც ავიღე შემსწორებელ ირაკლი შელიასგან(shvela). როგორც ყველა წინამორბედი ინტერვიუ, ესეც ძალიან საინტერესო გამოვიდა...

პირველ რიგში მოგესალმები ირაკლი.

მოგესალმები ვახო. ყველა, ვისაც კი ინტერვიუ ჩამოართვი, ერთსა და იმავეს კი გეუბნება, მაგრამ მაინც, პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრა ამ წამოწყების გამო.

თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?

მე ვარ ირაკლი შელია, 22 წლის, 2010 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. 1 წელი ერთგვარად დავისვენე სწავლისგან და წელს მინდა, რომ სწავლა მაგისტრატურაზე გავაგრძელო. ორი წელია, რაც ვმუშაობ, კერძოდ კი შ.პ.ს „საქართველოს რკინიგზაში“, ამჟმად ერთ–ერთ სამართველოში წამყვანი ბუღალტერი ვარ.

რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?

„თეთრებს“ მიახლოებით 10-11 წელია, რაც ვგულშემატკივრობ. უფრო სწორად, აი, ცნობილი ფინალი თუ გახსოვს „ბაიერნი“- „მადრიდის რეალი“ იქიდან მოყოლებული.

გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?

ყველა წინა რესპოდენტს საკუთარი მოსაზრება ქონდა ამასთან დაკავშირებით, რაოდენ უცანურად არ უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ იმ თამაშმა, რომელიც ზემოთ ვახსენე ერთგვარად „მაიძულა“ მადრიდისტა გავმხდარიყავი.

შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.

არ მიყვარს ბევრი საუბარი, ამიტომაც მოკლედ გეტყვი. ესაა რაღაც, რომელიც თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად გაგრძნობინებს. „მადრიდის რეალის“ გულშემატკივრობა არ ნიშნავს გიყვარდეს ეს კლუბი მხოლოდ მაშინ, როცა იმარჯვებს, არა, ეს ნიშნავს გიყვარდეს და პატივს სცემდე მას მაშინაც, როცა ის მარცხდება. თუ ამას შეძლებ, მაშინ თავს მართლაც რომ გამორჩეულად იგრძნობ.

ამ სეზონში რომელ მატჩს მიიჩნევ საუკეთესოდ,რომელიც "ბლანკოსმა" ჩაატარა?

შედეგის მხრივ თუ ვისმჯელებთ, ალბათ ბოლო თამაში, რომელიც „სამეფო კლუბმა“ „მალაგას“ წინააღმდეგ ჩაატარა.

შენი აზრით ვინაა "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?

ყველა ამას აღიარებს და ვერც მე შევეწინააღდეგები: დი სტეფანო და რაული.

რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?

მოკლედ, ეს კითხვა ძალიან მიყვარს. სიზმრებზე ბევრი კურიოზი იყო, ამიტომ იმ ერთი „ავადსახსენებელი“ სიზმრის ამბავს არ მოვყვები. ლა ლიგის პირველი ტური იყო თუ არ ვცდები „ბარსელონა“ ხვდებოდა „ჰერკულესს“. მაშინ დრენტეს კლუბმა სასწაული ქნა და 2:0 იმარჯვა. სამსახურში ერთი თანამშრომელია, რომელიც „ბარსელონას“ გულშემატკივარია, ხოდა , მეორე დღეს მაგ თანამშრომელს კარგად შეფუთული „ჰერკულესი“ (საჭმელი რომაა) მივუტანე საჩუქრად.

რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის იკერ კასილასი. რატომ? ბევრი მიზეზის გამო. ის საუკეთესოა, საიმედოა, ის არის მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლია შრომას, მადრიდისტადაა დაბადებული და გაზრდილი, კარგი კაპიტანია და რაც მთავარია, ბევრჯერ ყავს „მადრიდის რეალი“ გადარჩენილი. ასევე მიყვარს ჯერარდი, რას ნიშნავს ის „ლივერპულისთვის“ ეს ყველამ კარგად იცის და მაგაზე არ შევჩერდები. მომწონს გატუზო თავისი მებრძოლი ხასიათის გამო. ბევრისთვის ეს ფეხბურთელი ანტიპატია იყო, მაგრამ ჩემთვის პირიქითაა. ერთგვარი მებრძოლი სულის მატარებელია. ასევე, არ მინდა არ აღვნიშნო ჩემი სიმპატიები ხავი-ინიესტას წყვილის მიმართ. ამ ორ ფეხბურთელს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ნებისმიერს მოწონდეს და უყვარდეს.

რომელი გუნდის და ფეხბურთელისადმი გაქვს ანტიპატია და რატომ?

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ვერ ვიტან არის ტოტი. შეიძლება უმაღლესი დონის ფეხბურთელია , მაგრამ მე, შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მძულს. ინძაგიც არ მომწონს, მაგრამ არა ისე, როგორც ტოტი.

მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ.უკანასკნელი წლების მანძილზე ტრადიციად ჩამოყალიბდა კანტერანოების მიმართ უნდობლობის გამოცხადება. რას იტყვი ამაზე? შენი აზრით, უკეთესო ხომ არ იქნება,რომ სწორედ უდიდესი ადგილი გუნდში სწორედ კასტილიელებმა დაიკავონ?

პირველ რიგში , უნდა ვთქვა, რომ ეს „მადრიდის რეალია“ და როგორც წესი, აქ დრო არ არსებობს, აქ ყველაფერი ჩქარა უნდათ, ერთი ხელის მოწერით სურთ ტიტულების და ჯილდოების მოპოვება. სწორედ ესაა იმის ძირითადი განმაპირობებელი, რომ ყურადღება გარედან ექსტრაკლასის ფეხბურთელების მოყვანაზეა გადატანილი და არა იგივე კასტილიელებზე. ამ მხრივ შეიძლება გავამართლოთ კიდეც ეს მიდგომა. ყველაფერს აქვს ორი მხარე, შესაბამისად ამის უარყოფითი მხარე არის ის, რომ ასეთი მიდგომა კასტილიას ნიჭიერ ფეხბურთელებს უკარგავთ სურვილს და ბრძოლის ჟინს, შესაბამისად მათ თვალი გარეთ გაურბით. ბევრი ნიჭი დაკარგულა ასე და ამ მხრივ აუცილებელია სიტუაციის გამოსწორება. თუნდაც იგივე მორატა ავიღოთ. მომდევნო სეზონში დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფეხბურთელი პირველ გუნდში იქნება.

მარსელო და არბელოა - ჟოზე მოურინიო ძირითადად ბრაზილელს ათამაშებს,მაგრამ მნიშვნელოვან მატჩებში ესპანელს ენდობა. ალბათ ეს იმითაა გამოწვეული,რომ მარსელო დაცვაში შედარებით სუსტია. რისი თქმა შეგიძლია ამასთან დაკავშირებით? შენი აზრით, რომელის დაყენება ჯობია ძირითადში?

თამაშს გააჩნია, მარსელოს უპირატესობა ის არის, რომ შეტევებში კარგად ერთვება, თავდამსხმელებსა და შემტევ ნახევარმცველებთან უკეთესადაა შეთამაშებული და კარგად უგებს, მაგრამ მისი უარყოფითი მხარე ისაა, რომ უკან დროულად ვერ ბრუნდება, შედეგად სივრცეები თავისუფლდება. არბელოა კი უმეტეს დროს დაცვაში ატარებს და წინ არ მიდის, ამიტომ მისი ფლანგი უფრო დაცულია, ვიდრე მარსელოს დროს.

შენი აზრით, რამდენად რეალურია "რეალის" ჩემპიონობა "ლა ლიგაში"?

პირადად ჩემთვის, სანამ "ლა ლიგაში" ჩემპიონობის მინიმალური მათემატიკური შანსი მაინც იარსებებს მუდამ ვიტყვი, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონობა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ მე მოურინიოს გამოცდილების იმედი მაქვს. კი ბატონო, რატომაც არა?

დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?

უპირველეს ყოვლისა, კრიშტიანო რონალდუს, უბრალოდ მისი გოლების თანაფარდობა „რეალის“ მიერ საერთო ჯამში გატანილ გოლებთან , ყველაფერს ამბობს. საკმაოდ კარგად ჩაჯდა და ადაპტირდა მესუთ იოზილი და დი მარია. შეტევებში კარგად ერთვება მარსელო, მაგრამ მასზე ზემოთ ვილაპარაკე და არ გავაგრძელებ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყო, ვერა და ვერ ბრუნდება კაკა.

ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?

იცი რაზე მეცინება? ყველა, ვისაც კი ჩამოართვი ინტერვიუ , ერთმხად იძახის, რომ ფერნანდო გაგო. მეც მასე ვფიქრობ.

რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?

მომდევნო სეზონში არავის გადმოყვანა არ მინდა. კასტილიელები მინდა გადმოვიდნენ პირველ გუნდში და ეგაა.

ფერნანდო მორიენტესი, უდავოდ "რეალის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი,რომელიც ნამდვილი მადრიდისტაა. რას იტყვი ამ ფეხბურთელზე და მორიგ შეცდომად ხომ არ მიიჩნევ მის გაშვებას "რეალიდან" ადმინისტრაციის მხრიდან?

ფერნანდო მორიენტესი? როცა ისეთი ფეხბურთელები გაუშვეს, როგორიც იყვნენ თავის დროზე იერო, მერე რაული, რაღა ვთქვა მორიენტესზე. კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ საკუთარ რესურსებს, როგორც საჭიროა ისე ვერ ვიყენებთ.

მიიჩნევ "ლა ლიგას" საუკეთესოდ ევროპულ ჩემპიონატებს შორის?

საუკეთესოსი რა მოგახსენო, იმიტომ რომ უკვე მომაბეზრებელია მარტო „ბარსელონასა“ და „მადრიდის რეალის“ ბრძოლა ჩემპიონობისთვის. საუკეთესო კი ნამდვილად "პრემიერ ლიგაა". იქ არასდროს არ იცი, როდის რა მოხდება, აქ კი წინასწარ თითქმის ყველაფერი ცნობილია.

გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?

ინგლისში ბოლო პერიოდში, უფრო სწორად მას შემდეგ, რაც დაგლიში მოვიდა „ლივერპული“ მომწონს, წინა სეზონში და წელსაც კარგად თამაშობს „ტოტენჰემი“. გერმანიაში „ბორუსია“.

სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?

ძირითადად ორი გუნდი „მყავს“: საფრანგეთი და ესპანეთი. ჩემი პირველი „სიყვარული“ საფრანგეთი იყო. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რომ ვნახე მაგათი თამაში, მაგის მერე მომწონს, იტალია რომ გახდა ჩემპიონი იმ დღეს ფეხბურთის გამო ცხოვრებაში პირველად ვიტირე. ესპანეთი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კასო გამოჩნდა.

ვის მიიჩნევ ყველა დროის საუკეთესო მეკარედ?

კანი, ბუფონი, ორივენი შეუდარებლები იყვნენ.

შენი სტატიების უმრავლესობა განსაკუთრებულია და ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით ობიექტურად მსჯელობ.ამიტომ,ძალიან მაინტერესებს შენი აზრი ქართულ ფეხბურთზე. რაში ხედავ გამოსავალს?

ე.ი. ქართული ფეხბურთის გამოსავალი ახალგაზრდა თაობის სწორი აღზრდაა. აღზრდა მარტო ტალანტების მოძებნას და მათ ტექნიკაზე მუშაობას არ გულისხმობს. იგივე, საჭიროა ბავშვი იზრდებიდეს საფეხბურთო გარემოში. უნდა ხდებოდეს მათზე ყველანაირი მეთვალყურეობა, ჭამიდან დაწყებული ძილით დამთავრებული. თავიდანვე უნდა ამზადებდნენ ბავშვს ფსიქოლოგიურადაც. კი ბატონო, არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მას , როგორც ფეხბურთელს არ ზრდიან. იგივე ფიზიკური კონდიციები. გადახედეთ ჩვენს ასაკობრივ ჯგუფებს და შეადარეთ სხვა ქვეყნებისას–ფიზმომზადებაში სერიოზული ჩამორჩენაა. ფეხბურთი ერთ დღეში, თუნდაც წელიწადში არ შენდება. მთავარია სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები და სწორად დაიგეგმოს ყველაფერი. შედეგად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფეხბურთი აუცილებლად წავა წინ. დღესდღეობით კი დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს.

რა აზრის ხარ ადმინისტრატორებზე და რა ურთიერთობა გაქვს მათთან?

ადმინისტრატორებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. კარგი ბიჭები არიან და რაც მთავარია, ამ საიტისთვის ყველაფერს აკეთებენ. უბრალოდ ერთი შენიშვნა მაქვს და „გლეხური“ ენით გეტყვით რა, გამაგებინოს ვინმემ რა უბედურებაა ეს „MySQL Error”-ი, ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მიგდებს, თუ გამოსწორდება ფრიად მადლობელი დაგრჩებით.

არამარტო შენ ინტერესდები მაგ პრობლემით (იცინის :D).დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.

პირიქით, მადლობა შენ, რომ ასე მონდომებით წერ ინტერვიუებს. წარმატებები მომავალში.

გაიხარე..


სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი(wishmaster)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)