"რეალმა" უარი განუცხადა მეხია დავილას
გუშინ ცნობილი გახდა, რომ "რეალმა" გადაწყვიტა აეყვანა საარბიტრაჟო დელეგატი, მაგრამ დღეს მადრიდელებმა შეწყვიტეს მოლაპარაკებები.
ამის მიზეზი გახდა პოლემიკა და ესპანური ფეხბურთის საზოგადოების უნდობლობა, რადგან ეს არბიტრი მონაწილეობდა ლა ლიგის მატჩებში.
"რეალმა" გადაწყვიტა აღარ აწარმოოს მოლაპარაკებები არც დავილასთან და არც სხვა ამავე პროფესიის ხალხთან.
საერთოდ თავიდან "სამეფო კლუბი" გეგმავდა დავილას გადმობირებას იმიტომ, რომ ის უნდა დაინტერესებულიყო მადრიდში ჩამომსვლელი მსაჯებით.
დღეს ვალდანომ, ბუტრაგენიომ და პერესმა მცირე ხნის საუბრის შემდეგ უარი განაცხადეს სამსაჯო დელეგატის აყვანაზე. კლუბი არ თვლის არაფერს უკანონოს და აპირებს დაეხმაროს ესპანურ ფეხბურთს განვითარებაში.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 9 სექტემბერი 2009
- 1 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.