ცხოვრების 4 ასპექტი

მაშ ასე, თქვენ ვერც ამ დასაწყისით და ვერც სათაურით ვერ მიხვდებით ვერაფერს. ეს სტატია მინდა მივუძღვნა "მადრიდის რეალის"....

უკვე მიხვდით არა?1 თუ ვერა, მაშინ გეტყვით, რომ სტატია ეძღვნება "მადრიდის რეალის" ვიცე–კაპიტანს სერხიო რამოს გარსიას. ესეც მისი მოკლე ანკეტა:


დაბადების რიცხვი/თვე/წელი: 30 მარტი 1986 წლის.

დაბადების ადგილი: კამასი (სევილია, ესპანეთი)

სიმაღლე: 1,83 მ.

ზედმეტსახელი: ბოშა კაცი

ეროვნება: ესპანელი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

საფეხბურთო კლუბი: "მადრიდის რეალი"

წინა კლუბები: "სევილია"

სათამაშო პოზიცია: მცველი

სახელი მაისურზე: Sergio Ramos

საფეხბურთო მაისურის ნომერი: "მადრიდის რეალში"-4, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 15 ან 4


კარიერა:

2002-2003- "ატლეტიკო სევილი"

2003-2005 "სევილია"

2005-... "მადრიდის რეალი"


4-გულისხმობს სიმყარესა და მდრადობას. ციფრ 4–ის საიმედოობა წარმოდგენლია კვარდატებით-კოსმოსის მხარეებით, წელიწადის დროებით, სტიქიის ელემენტებით. მატერიალური სამყარო, რომელი მხარითაც არ უნდა განვსაჯოთ, "ეყრდნობა" ციფრ 4–ს: ორიენტაციისთვის ოთხი მხარე არსებობს (აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი), წელიწადის ოთხი დროა (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი), სტიქიის ოთხ ნაირსახეობას ვიცნობთ (ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი). 4 პასუხისმგებელია ადამიანის სხეულზე და მის ჯამრთელობაზე, პირველ რიგში ფიზიკურზე. 4-სოლიდარობის და სამართლიანობის სიმბოლოა.

ციფრი 4 ასახავს გაწონასწორებულ, თავდაუზოგავ, ფრთხილ ბუნებას, რომელიც სარისკო გადაწყვეტილების მიღებას გაურბის. 4-ეს საიმედოობა, მდგრადობა, სამართლიანობაა. ის საიმედოობის და სტაბილურობის სიმბოლოა. ასევე ის გამოხატავს/ასახავს კეთილსინდისიერებას, მეგობრების შეძენისკენ სწრაფვას და აღიარების მიღწევას. 4-იანის მფლობელები ძალიან მშრომელები არიან, ისინი მიეჩვივნენ, რომ მხოლოდ საკუთარ ძალას უნდა დაეყრდნონ, ისინი შესანიშნავი პარტნიორები არიან, რომლებიც არასდროს არ გიღალატებენ. აქ ქარაფშუტობის ადგილი არაა, აქ ღალატი მიუღებელია. ასეთი ადამიანები ნამდვილი მისწრებაა ექსტრემალურ სიტუაციებში, რთულ პირობებში. 4–ის მფლობელი–ეს ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის ნამდვილი დამცავი კლდეა.

სერხიო რამოსი. "ნამდვილი ანალუიზელი. ხასიათი–ჩრდილოული, დაუცხრომელი. კლუბის მეგობრებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ყოველგვარი ზედმეტი სიტყვის გარეშე ასრულებს საფეხბურთო დავალებებს. დაუნდობელია მეტოქეების მიმართ. ბრწყინვალე სპორტსმენი: ესპანეთის ჩემპიონი.... დასაოჯახებელი..."


რამოსის ცხოვრების 4 ასპექტი


1. სპორტი


"სრულყოფილი ფეხბურთელები არ არსებობენ,
მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც შეხვედრებში იბრძვიან და თავიანთი საქციელით გმირებს ბადებენ.
სერხიო რამოსი ასეთების კატეგორიას უკვე 15 წლის ასაკიდან მიეკუთვნებოდა.
ის ლიდერი იყო "სევილიაში" და ანალოგიური სიტუაციაა ამჟამად "მადრიდის რეალშიც".


"სევილიაში" რამოსი 11 წლის ასაკში მოხვდა. "საკუთარ მეტოქეებს მთელი ორი წლით უსრებდა", ამბობს მისი ტალანტის პირველი აღმომჩენი პაბლო ბლანკო. "სევილია" სულ ამაყობდა საკუთარი კანტერათი, "აქ ჩვენ კარგ ფეხბურთელებს არ ვანადგურებთ და არ ვაფუჭებთ." სწორედ "კანტერიზაციის" პოლიტიკამ მოიყვანა ჯერ კიდევ ახალგაზრდა რამოსი პირველ კლუბში. "მან მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება,"–იხსენებს ბლანკო,–"დაუცხრომელი, ძლიერი პიროვნება. ის ფეხბურთელთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც ეჭვი არასდროს არ ეპარებათ საკუთარ გადაწყვეტილებებში. მას უბრალოდ ბარბაროსული თვითდაჯერებულობა გააჩნია."


ცხოვრების 4 ასპექტი


სერხიო რამოსის ფიზიკური განვითარება არ შეესაბამებოდა მის ასაკს, ამიტომაც უკვე 13 წლის ასაკში ის კადეტებში ირიცხებოდა (კლუბი, რომელიც 15 წლის ბავშვებით იყო დაკომპლექტებული). 15 წლის ასაკში უკვე ხუვენილში გამოდიოდა (18 წლისები), ის საკუთარ თანაგუნდელებს ბევრად უსწრებდა, ეს მომავალშიც გაგრძელდა, 17 წლის ასაკში კი მისი დებიუტი შედგა პირველ კლუბში, ეს 2004 წლის თებერვალში მოხდა. მის მწვრთნელებს სხვადასხვა კითხვები უჩნდებოდათ-საიდან ასეთი სიწყნარე და თავდაჯერებულობა, რომელიც მხოლოდ ვეტერანებს ახასიათებთ? "ოჯახის დამსახურებით"–პასუოხბს ბლანკო. "ის იზრდებოდა სტაბილურ და გაწონასწორებულ გარემოში. მას შედარებით მცირე პრობლემები ქონდა, ვიდრე სხვებს. ის ფეხბურთით ცხოვრობს." მამამისს სევილიაში საკუთარი ბიზნესი ქონდა, ხოლო ძმამ-ყოფილი ფეხბურთელი, სერხიო რამოსის პირველი წარმატების შემდეგ "ფიფას აგენტის" წოდება მიიღო.


ცხოვრების 4 ასპექტი


სხვათაშორის, მწვრთნელი, რომელმაც 17 წლის სერხიო რამოსს პირველი კლუბის მესვეურებთან რეკომენდაცია გაუწია, იყო მანოლო ხიმენესი, რომელიც იმ დროს "სევილიას" ფილიალებს ხელმძღვანელობდა და წვრთნიდა. "მან ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა"–იხსენებს კაპაროსი. სხვათაშორის, კაპაროსი თვლიდა, რომ სერხიო ტიპიური ცენტრალური მცველი იყო, რომელსაც ფლანგებზე სათამაშოდ უბრალოდ სიჩქარე არ ყოფნიდა. რამოსმა მანდ ნახევარი სეზონი გაატარა, მანამ სანამ "მადრიდის რეალში" არ გადავიდა.


ცხოვრების 4 ასპექტი


რამოსი მოვიდა მადრიდში და მიიღო 4 ნომრიანი მაისური. მაისური, რომელიც მის მოსვლამდე დიდი ხნის მანძილზე "მადრიდის რეალის" ლეგენდას –ფერნანდო იეროს ეკუთვნოდა. დელ ნიდომ მაშინ განაცხადა, რომ არცერთი მცველი მსოფლიოში 27 მლნ. ევრო არ ღირს. ამჟამად ეს მხოლოდ და მხოლოდ ნაწილია სერხიო რამოსის რეალური ღირებულებისა. "ვღირვარ თუ არა მე ამდენი?"–პასუხობდა მაშინ 19 წლის ბიჭი. "ეს იმას კითხეთ, ვინც ჩემში ამდენი გადაიხადა." დღესდღეობით მის გარეშე "ბლანკოსების" წარმოდგება წარმოუდგენელია. ის 27 მლნ. კი მან კარგა ხანია, რაც გამოისყიდა. 31 აგვისტოს რამოსი მადრიდში სიმბოლურად თეთრ კოსტუმში გამოწყობილი მოვიდა.

სერხიო რამოსმა "მადრიდის რეალში" მოსვლის დღიდან მოიპოვა კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის რეპუტაცია, რომელსაც დაცვის ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში. ამ სეზონში ჩვენ სერხიოს ვხედავდით, როგორც ცენტრალურ, მარცხენა და მარჯვენა მცველს. მიუხედავად დაკავებული პოზიციისა, სერხიო არასდროს ივიწყებს ძირითად კანონს: "ყველაზე კარგი თავდაცვა შეტევაა". იმავე სეზონში სერხიო მალევე ამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს, როგორც მცველი გოლეადორი. მისი ღირებულება კლუბში მარტო ამით არ გამოიხატება, ის არამხოლოდ იარაღია დაცვაში და თავდასხმაში, არამედ სამომავლო შემოქმედი კლუბისთვის.


ცხოვრების 4 ასპექტი


"მე ძალიან მიყვარს ჩოგბურთი. რაფა ნადალთან და ფელისიანო ლოპესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ვმეგობრობ, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ გვერდით, როგორ გავდებადვ დადგომას. მე ფეხბურთი ავირჩიე, მაგრამ ცნობილ ჩოგბურთელობაზეც არ ვიტყოდი უარს, ვინაიდან საუკეთესოები მართლაც რომ კარგად ცხოვრობენ."

"ამჟამად გოლფს ვსწავლობ. სერხიო გარსიას ვინობ და ის შემპირდა, რომ რამოდენიმე გაკვეთილს ჩამიტარებს, როცა მადრიდში ჩამოვა."


ცხოვრების 4 ასპექტი


2. ხელოვნება და გართობა.


"თუ მოისმენთ, როგორ მღერის ის კამარონას, ხოსე მერსესა და ელ ბარიოს სიმღერების ტექსტებს, არ გაგიკვირდეთ.

ასევე ნუ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ მას მათთან გაჯიბრების გამბედაობა ეყოფა.

ასევე არ გაიკვირვოთ, თუ ნახავთ, როგორ გამოყავთ ის მხრებზე შესმული ხართან ერთად ლა მაესტრანსას არენიდან."


... ერთად?


–მუსიკასთან. რა თქმა უნდა ფლამენგო. კამარონი, ხოსე მერსე, ელ ბარიო, მაიტა ვემდე კა, რემედიოს ამაია, ლა ნინია პასტორი-ისინი ყველანი ანდალუისიდან არიან. ბავშვობაში მათ ვუსმენდი. ბოშები არ ვართ, მაგრამ ჩემი ოჯახის ყველა წევრს, რაც თავი მახსოვს ფლამენგო უყვარდა. ჩემი აზრით, ეს ყველა ანდალუიზელისთვის არის დამახასიათებელი. მე კამარონასა და ხოსე მერსეს ყველა დისკი მაქვს, ასევე ყველასი, ვინც ზემოთ ვახსენე. ჩემი მშობლები და მე მანქანაში სულ ამ სიმღერებს ვუსმენდით.


ცხოვრების 4 ასპექტი


რას გრძნობ, როცა ამ მუსიკას უსმენ?


-ო, ეგ განსაკუთრებული გრძნობაა. მე თვალებს ვხუჭავ და ლექსებზე ვფიქრობ. მე სიმღერებს მხოლოდ იმიტომ არ ვუსმენ, რომ რამეს მოვუსმინო, მე ვუსმენ ამა თუ იმ სიმღერას იმიტომ, რომ ის ჩემთვის რაღაცას ნიშნავს.


ცხოვრების 4 ასპექტი


ჩემი მუსიკალური გემოვნება აშკარად განსხვავებულია ეროვნული ნაკრებისა და "მადრიდის რეალის" თანაგუნდელების გემოვნებისგან. ამიტომაც ისინი მე ბოშა კაცს მეძახიან. ვერაფერსაც ვერ იზამ, მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, ყველას სხვადასხვა რამ მოსწონს.


ცხოვრების 4 ასპექტი




ცხოვრების 4 ასპექტი


რა გირჩევნია: ცეკვა თუ სიმღერა?

–ორივე


ცხოვრების 4 ასპექტი


"ვგიჟდები კორიდაზე. სულ ან ტოერადორობა ან ფეხბურთელობა მინდოდა."


ცხოვრების 4 ასპექტი


"კორიდა-ესაა ხელოვნება, რომელშიც შენი ცხოვრება სულ სასწორზე დევს."


ცხოვრების 4 ასპექტი


"კორიდას მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მომდევს."


ასევე სერხიოს იღებენ სხვადასხვა რეკლამებში და მონაწილეობს სხვადასხვა აქციებში.


ცხოვრების 4 ასპექტი


ცხოვრების 4 ასპექტი


ცხოვრების 4 ასპექტი


3. ქველმოქმედება


-თქვენ თანმიმდევრულად ეწევით საქველმოქმედო საქმიანობას. თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჰაიტზე მომხდარმა ამბებმა?

-ეს საშინელება იყო. ასეთების ნახვისგან გულისცემა გიჩქარდება. ყველაფერი შოკსა გგვრის, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვების წვალება. "მადრიდის რეალის" მხრივ ვეხმარებით მათ, ვაშენებთ სკოლებს. რაც შემეხება თავად მე, ვთანამშრომლობ "Unicef"–თა. ამ ხალხს ასეთ მძიმე დღეებში ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ.


სერხიო რამოსმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში ვილიაბაბეში საქველმოქმედო ფონდისთვის თანხების შეგროვების მიზნით.


სერხიო რამოსი იმყოფებოდა მადრიდთან ახლოს მდებარე ერთ–ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მან პატიმრები მოინახულა. ეს მოხდა პროგრამა "Mas que futbol"–ის ეგიდით, რომელსაც კურირებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელი შტაბის წევრი ანტონიო ფერნანდესი. "მადრიდის რეალის" მცველი ესტუმრა ვალდემეროს ციხეს, სადაც პატიმრებს შეხვდრა, დაურიგა მათ "მადრიდის რეალის" მაისურები, გაესაუბრა მათ და მათთან ერთად მინი–ფეხბურთიც ითამაშა.

"ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ხალხს, რომელსაც დახმარება ჭირდება, მათი ერთი სიცილი ბევრ რამედ ღირს"–განაცხადა სერხიომ.

4. პირადი-საზოგადოებრივი ცხოვრება


სერხიო აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს. უყვარს ლამაზი მანქანები, მოდური და ბრენდული ტანსაცმელი, ძვირადღირებული აქსესუარები, ის მადრიდის ყველა მოდური დაწესებულების სასურველი სტუმარია. ასევე სერხიო უბრალოდ აღმერთებს ლამაზ გოგოებს. მის მეგობარ გოგოთა სია საკმაოდ დიდია, მათში არიან მოხვედრილები: მოდელები, მსახიობები, ტელეწამყვანები. თუ ოდესმე მას რომელიმე ქალთან უსაუბრია, ყვითელი პრესა მაშინვე მისი და იმ ქალის რომანის შესახებ წერდა. რამოდენიმე მისი ე.წ. "რომანი" მხოლოდ და მხოლოდ ჭორებად დარჩა. ჩვენ მხოლოდ 4 გოგოს გადავხედოთ.


კაროლინა მარტინესი-მოდელი. მათი რომანი, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა სერხიო "სევილიაში" თამაშობდა.


ცხოვრების 4 ასპექტი


2007 წლის მაისში პრესაში გაჩნდა "ცნობები" იმის შესახებ, რომ სერხიოს რომანი ქონდა ყოფილ მოდელ ბლანკა რომეროსთან. ბლანკა რამოსზე მთელი 8 წლით იყო უფროსი. იმ დროს ის დედაც გახლდათ. მას ქალიშვილი ყავს. მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა.


ცხოვრების 4 ასპექტი


"მადრიდის რეალში" გადასვლის შემდეგ სერხიოს აღმასვლა ქონდა არამარტო კარიერაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. 2007 წლის ივნისში სერხიომ დაიწყო შეხვედრა მის ესპანეთ 2006 ელიზაბეტ რეიესთან.


ცხოვრების 4 ასპექტი


მისი და ელიზაბეტის რომანი არ ასვენებდა არცერთ ყვითელი პრესის წარმომადგენლებს. პაპარაცები წყვილს არ ასვენებდნენ და ყოველ ნაბიჯზე დასდევნენ. ეს სერიოზული ურთიერთობა იყო. მან საკუთარი მეგობარი გოგო მშობლებსაც გააცნო. გოგოც ხშირად დადიოდა სერხიოსთან ერთად სევილიაში მდებარე სახლში.

2009 წლის გაზაფხულს სერხიომ დაიწყო შეხვედრა ტელეწამყვან და მოდელ ამაია სალამანკასთან, მაგრამ ზაფხულის დასაწყისში წყვილი ერთმანეთს დაშორდა, სწორედ რამოსი იყო განშორების ინიციატორი. ამაიას შერიგების იმედი ქონდა, მაგრამ ამ კითხვაზე სერხიოს პასუხი იყო: "ჩვენ მეგობრები ვართ".


ცხოვრების 4 ასპექტი


ამჟამად, როგორც თავად ამბობს, მისი გული თავისუფალია, შესაბამისად ამჟამად ის დასთან ერთად დასვენებას ანიჭებს უპირატესობას.

  • shvela
  • 8 მარტი 2011
  • 2 955
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)