"რეალმა" მსაჯთან გააფორმა კონტრაქტი
ბოლო ორი სეზონის საუკეთესო არბიტრი კარლოს მეხია დავილა შეუერთდა მადრიდის "რეალს".
ძალიან მალე დავილას მოუწევს დაასრულოს სამსაჯო კარიერა. სეზონის დაწყების წინ მან არ გაიარა ფიზ–მომზადების ტესტი და მოხსნეს მსაჯობიდან. მას უნდა ემსაჯა პრიმერადივიზიონის თამაშები.
ის სამუშაოს გარეშე დიდი ხანი არ დარჩენილა. "სამეფო კლუბმა" მას შესთავაზა სამუშაო კლუბის დეპარტამენტში, რომელსაც ხელმძღვანელობს ემილიო ბუტრაგენიო.
დავილას დაევალება სამსაჯო ბრიგადებთან შეხვედრა და მათი გაცილება, როცა მატჩი გაიმართება "სანტიაგო ბერნაბეუზე".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 9 სექტემბერი 2009
- 1 899
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.