მოურინიოს ხელმძღვანელობით გუნდმა ოფიციალურ მატჩებში სულ 101 გოლი გაიტანა
ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მადრიდის "რეალმა" ამ სეზონში ოფიციალურ მატჩებში სულ 101 გოლი გაიტანა. ლა ლიგის გასულ ორ ტურში სამეფო კლუბმა მეტოქის კარი 10–ჯერ აიღო. 100–ე ბურთი კარიმ ბენზემას ანგარიშზეა.
ემანუელ ადებაიორმა ანგარიში გახსნა.4 წუთში კი თავი კარიმ ბენზემამ გამოიჩინა და ამ სეზონში გუნდს 100–ი გატანილი გოლი დაუგროვდა. ფრანგმა ფორვარდმა კიდევ ერთი ბურთის გატანა მოახერხა. ეს ნიშნავს იმას, რომ გუნდს ამ სეზონში ოფიციალურ მატჩებში 101 ბურთი აქვს შეგდებული.
კრისტიანო რონალდუმ ამ სეზონში უკვე გაიტანა 37 გოლი 40 მატჩში. გუნდში გოლების რაოდენობით მეორე ადგილზე ბენზემაა. კარიმს ყველა ტურნირზე ერთად 17 გოლი აქვს გატანილი. ანხელ დი მარიას და მესუთ ოზილს ლა ლიგაში 11 ბურთი აქვთ შეგდებული. რიკარდო კარვალიო მცველია, მაგრამ მან სამჯერ თავის გამოჩენა მოახერხა. მადრიდელებმა გასულ კვირას "მალაგა" 7–0 გაანადგურეს. კოპა დელ რეიზე კი "ლევანტეს" სძლიეს 8–0. ჩემპიონთა ლიგაზე "რეალმა" ყველაზე დიდი ანგარიშით "ოსერი" და "აიაქსი" დაამარცხა. 4:0. ჟოზეს გუნდს საშვალოდ მატჩში 2.4 გოლი გააქვს.
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 7 მარტი 2011
- 1 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.