დათო: "ვარსკვლავები გუნდში საჭიროა,მაგრამ არა გადამეტებულად!"
გთავაზობთ პროექტ - "ინტერვიუ Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან" მომდევნო ინტერვიუს,რომელიც ავიღე შემსწორებელ დავით კუხალაშვილიდან(David-Kaka). ინტერვიუ ძალიან საინტერესო გამოვიდა და ჩემი რესპოდენტი კითხვებზე ამომწურავად და საინტერესოდ პასუხობდა...
პირველ რიგში მოგესალმები დათო.
გაუმარჯოს ვახოს. მადლობას გიხდი, რომ ასეთი კარგი პროექტი მოიფიქრე და წამოიწყე.
თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?
მე ვარ დავით კუხალაშვილი 20 წლის.ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში, ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის მე-4 კურსზე.
რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?
სამეფო კლუბს ვგულშემატკივრობ უკვე 11-12 წელია.
გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?
პირველად "რეალის" მატჩი რომ ვნახე, 8 წლის ვიყავი. ეს იყო 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი "რეალი"-"იუვენტუსი".მახსოვს მამაჩემთან ერთად ვუყურებდი.შემდეგშიც მამაჩემი მაყურებინებდა მასთან ერთად "ბლანკოსის" თამაშებს. მაშინ ჩვენი კლუბი ძალიან ლამაზ მატჩებს ატარებდა და მეც მოვიხიბლე ამ კლუბით.სამუდამოდ მადრიდისტა გავხდი.უკვე 2000 წლიდან კი თითქმის ყველა მოვლენა მახსოვს ჩვენი კლუბის შესახებ.
შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.
მოდი ასე ვიტყვი, ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია,ჩემი ოცნება იყო ფეხბურთელი გავმხდარიყავი,რაც არ გამომივიდა თუმცა მე შეიძლება ითქვას ერთგული ვარ ამ სპორტის სახეობის,კერძოდ კი მადრიდის "რეალის",მე სულით და გულით მადრიდელი ვარ.ჩვენი გუნდის თამაშებს ყოველთვის ძალიან ემოციურად ვუყურებ, რადგან სხვანაირად არ შემიძლია.
რომელი მატჩი შეგიძლია დაასახელო საუკეთესოდ, რომელიც "რეალს" ჩაუტარებია უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე?
ჩვენს გუნდს ძალიან ბევრი კარგი მატჩი ჩაუტარებია უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, თუმცა მე გამოვყოფ 2002 წლის ფინალს "რეალი"-"ლევერკუზენი", ასევე 2003 წლის "მანჩესტერთან" ორივე მატჩს და არ შემიძლია ეს არ გამოვყო - 2008 წლის "კლასიკო" 4-1 და საჩემპიონო კორიდორი რომელსაც კატალონიელები გვიკეთებენ.
შენი აზრით ვინაა "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?
ლეგენდა ჩვენ ძალიან ბევრი გვყავს, მაგრამ საუკეთესოდ მე 2 ფეხბურთელს დავასახელებ - ალფრედო დი სტეფანო და რა თქმა უნდა რაული.
რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?
მოდი წინა წლის კურიოზს გავიხსენებ. როგორც უკვე გითხარით, მე "რეალის" თამაშებს ძალიან ემოციურად ვუყურებ.ხოდა წინა წელს "სევილიასთან" მატჩში გახსვოვთ ალბათ 3-2 რომ მოვიგეთ.ვან დერ ვაარტის გოლზე იმდენად ემოციებში ვიყავი, რომ ძალიან მაგრად დავიყვირე, ხოდა ჩემები ხომ გამოვარდნენ ჩემთან და ყველაზე სასაცილო ის იყო რომ ზუსტად 3 მა მეზობელმა შემომაკითხა ხომ მშვიდობა არისო?
რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?
ჩემი საყვარელი ფეხბურთელები ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო, ზინედინ ზიდანი და იკერ კასილასი არიან.
რომელი გუნდის და ფეხბურთელისადმი გაქვს ანტიპატია და რატომ?
ანტიპატია მაქვს პირველ რიგში კატალონიელ სეპარატისტების გუნდის მიმართ, შემიძლია ვთქვა რომ მძულს ეგ გუნდი,შემდეგ მოდის მიუნხენის "ბაიერნი","მანჩესტერ იუნაიტედი","იუვენტუსი" და "ლიონი".რაც შეეხება ფეხბურთელს, ეს არის ზემოთ ხსენებულ სეპარატისთა გუნდის არგენტინელი ჰობიტი,სერხიო ბუსკეთსი და დანი ალვეში.ასევე ანტიპატია მაქვს ჰოლანდიელ 2 ნაჯახზე - მარკ ვან ბომელზე და ნაიჯელ დე იონგზე.
მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ. ფლორენტინო პერესი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში იძენდა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს, მათი მეშვეობით ქმნიდა ვარსკვლავთა გუნდს,მაგრამ ხშირ შემთხვევაში წარმატებას ვერ აღწევდა. ახლაც სწორედ ვარსკვლავთა გუნდი ჰყავს შექმნილი დონ ფლორეს. რა შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით? შეძლებს კი "რეალი" ამ გუნდით რაიმე წარმატების მიღწევას?
ვარსკვლავები გუნდში საჭიროა, მაგრამ არა გადამეტებულად.ვარსკვლავები უნდა შეუწყვილდნენ კლუბის აღზრდილებს.რაც შეეხება, თუ რას მივაღწევთ წელს, მინდა და იმედი მაქვს რომ სამეფო თასს მოვიგებთ. ასევე ძალიან მსურს გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და დავძლიოთ ეს დაწყევლილი ბარიერი. თუ ასე მოხდა წლევანდელ სეზონს წარმატებულად ჩავთვლი,აი შემდეგ წელს კი უნდა დავიმატოთ 2 ფეხბურთელი - მცველი და თავდამსხმელი,რადგან მეტი საჭირო არ არის.
გუნდში სტაბილურობაა საჭირო.შემდეგ წელს ჟოზე მოურინიოსთან ერთად უკვე უნდა ვიბრძოლოთ სამივე ტიტულისთვის.
კარიმ ბენზემამ საშინლად დაიწყო სეზონი. შემდეგ ფრანგს ცოტა გამოცოცხლება დაეტყო, ხოლო მას შემდეგ,რაც ემანუელ ადებაიორი გადმოვიდა, იგი სულ შეიცვალა და რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთელად მოგვევლინა. რას იტყვი ამაზე? შენი აზრით, ბენზემა ის ფეხბურთელია,რომელმაც "რეალის" 9 ნომრიანი მაისური უნდა მოირგოს?
დიახ, ბენზემა ადებაიორის გადმოსვლის შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა ვფიქრობ ის მაინც არ არის ის ბენზემა, რომელსაც ჩვენ "ლიონში" ვუყურებდით.იმედია, რომ კიდევ უფრო კარგად ათამაშდება ბენზო.საერთოდ ჩემი აზრით "რეალმა" 2 თავდამსხმელით და 1 საყრდენით უნდა ითამაშოს, როგორც ადრე, გალაქტიკოსის დროს.
უკანასკნელი წლების მანძილზე, "რეალი" კანტერანოებს არ იყენებს. მათ უბრალოდ ზრდის და სხვა კლუბებში უშვებს. რა აზრის ხარ ამაზე?
ეს ძალიან ცუდია და გული მწყდება ამაზე.ეხლა ჩვენ კლუბს ძალიან კარგი თაობა ყავს:მორატა,სარაბია,ხუანფრანი,ხუან კარლოსი, ხესე,ხოსელუ,ალექსი.ყველა ვერა, მაგრამ ვფიქრობ შემდეგ წელს მორატა და ხუანფრანი პირველ გუნდში უნდა გადმოვიდნენ. თუ ზაფხულში გუნდს კაკა დატოვებს, მაშინ სარაბიაც, ის ოზილის შესანიშნავი შემცველი იქნებოდა.
დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?
კასილასს,ალონსოს,ოზილს და რონალდოს-ოთხივე გუნდის ხერხემალია დღეს.ძალიან მინდა რომ ამ სიაში კაკაც იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფეხბურთელი ტრავმებმა გააწამა.
ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?
რაულ ალბიოლი-მცველი კი არა, გუნდის მტერია. მე პირადად მას გარაი მირჩევნია. ასევე ფერნანდო გაგო-ამ ფეხბურთელს ვერაფერი გავუგე და კიდევ იმედი მაქვს,რომ შემდეგ წელს როისტონ დრენტეს არ დააბრუნებენ, ღმერთმა დაგვიფაროს.
რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?
მატს ჰუმელსის და ფერნანდო ლიორენტესი.ეს 2 ფეხბურთელი ჩემი აზრით იდეალურად მოერგებოდა "რეალს". ჩვენ გვჭირდება ცენტრალური მცველი, რადგან რიკარდო კარვალიო უკვე ასაკშია, თან თუ პეპე წავიდა კონტრაქტის გამო ,მცველი აუცილებლად დაგვჭირდება. ვინც "ბუნდესლიგას" უყურებს დამეთანხმება,რომ ჰუმელსი "ბუნდესლიგის" საუკეთესო მცველია
და პერსპექტივაში მსოფლიოშიც საუკეთესო უნდა გახდეს.ვფიქრობ "რეალში" თუ ის ძირითადში ითამაშებს, გაამართლებს.
რაც შეეხება ფერნანდო ლიორენტეს, მსურს ეს ფეხბურთელი გონსალო იგუაინს შეუწყვილდეს "რეალის" თავდასხმაში შემდეგ წელს,რაც ჩემი აზრით კარგ შედეგს მოიტანს.
"რეალში" მოხდა ჰოლანდიელ ფეხბურთელთა "გენოციდი", გუნდი დაატოვებინეს სამ უდავოდ გამორჩეულ ფიგურას : არიენ რობენს, ვესლი სნეიდერს და რაფაელ ვან დერ ვაარტს. სამივე ფეხბურთელი თავიანთ კლუბებში ლიდერებად ჩამოყალიბდნენ და შესანიშნავად თამაშობენ კიდეც. შენი აზრით, შეცდომა იყო მათი გაშვება "ბლანკოსიდან"?
გული მწყდება მხოლოდ რაფაელ ვან დერ ვაარტზე, რადგან ის სულით და გულით მადრიდელი იყო და აქ სურდა დარჩენა, რაც შეეხება სნეიდერს და რობენს, არანაირად არ ვნანობ ამ ორის გაშვებას.
"სევილია" ბოლო წლებში "რეალის" უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. რა შეგიძლია თქვა მადრიდულ-ანდალუზიურ დაპირისპირებაზე?
დიახ. "სევილია" ბევრჯერ გვამწარებს და ეს კლუბი ძალიან არ მიყვარს.ყველაზე ცუდი ის არის რომ ჩვენთან მატჩებში ეს კლუბი გიჟდება, ხოლო უხსენებელთან კი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წვება.მინდა, რომ შემდეგ წელს "სევილიას" გამამწარებელი "ბეტისი" ამოვიდეს "პრიმერაში".სევილიური დერბი კარგი სანახავი იქნება.
გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?
დორტმუნდის "ბორუსიას" მიმართ მაქვს დიდი სიმპათიები.ეს კლუბი კარგი ხანია რაც მომწონს და წელს ეს კლუბი ძალიან კარგ შედეგს აღწევს.მსიამოვნებს მათი თამაშის ყურება. ცენტრალური დაცვა ყავს საოცარი - ჰუმელსი-სუბოტიჩი.ასევე გამოვყოფდი ნური შაჰინს, მარცხენათი მისი პასები გუტის პასებს მაგონებს.
სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?
1998 წლის მუნდიალიდან ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ, იმიტომ რომ ბრაზილიელები საოცრებებს აკეთებენ ბურთთან ერთად.
პელე და მარადონა - ორი ადამიანი,რომლებმაც შექმნეს ფეხბურთის ისტორია, ერთი მეფედ,ხოლო მეორე ღმერთად არის წოდებული. შენ ვის დააყენებდი მათთან ერთად?
ჩემთვის ფეხბურთის მეფე ბრაზილიელი რონალდო და ზინედინ ზიდანია.
ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით ყველას აზრი მაინტერესებს. შენ რა შეგიძლია თქვა ამ პრობლემაზე?
ჩემი აზრით, თუ თემურ ქეცბაიას აცდიან მშვიდად მუშაობას, ჩვენი ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, აქ მე პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
რა აზრის ხარ ადმინისტრატორებზე და რა ურთიერთობა გაქვს მათთან?
ადმინისტრატორებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით ლაშასთან და გიორგისთან.ძალიან კარგი საიტი გვაქვს. ერთადერთი მინდა ეს ჰოსტინგის პრობლემა მოგვარდეს, დანარჩენში საიტი მუშაობს ათიანზე.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.
გაიხარე მადლობა შენც.
სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster)
- 7 მარტი 2011
- 2 860
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.