ადრიანო გალიანიმ კაკაზე ისაუბრა
"მილანის" ვიცე პრეზიდენტ ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მისი კლუბი არ არის მზად კაკას დასაბრუნებლად, რადგან ბრაზილიელს მეტად მაღალი ხელფასი აქვს.
"ძალიან ვწუხვარ, რომ კაკას "რეალში" პრობლემები აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მას "მილანში" სურს დაბრუნება, მაშინ ხელფასის დიდ დაკლებაზე უნდა წავიდეს. ჩვენ მხოლოდ იბრაჰიმოვიჩს ვუხდით მაღალ ხელფასს"-გადმოცემს გალიანის სიტყვებს Football Italia.
- 7 მარტი 2011
- 2 114
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.