ალექს ფერნანდესის დებიუტიც შედგა
"რასინგთან" მატჩის 88-ე წუთზე, ჟოზე მოურინიომ მესუტ ოზილის დასვენება და მის ნაცვლად ახალგაზრდა ალექს ფერნანდესის გამოშვება გადაწყვიტა. ნახევარმცველი პირველად იქნა შეყვანილი პირველი გუნდის განაცხადში პორტუგალიელი მწვრთნელის მიერ, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ ფერნანდესი გუნდთან ერთად წინასასეზონო მომზადებისას ლოს-ანჟელესში იმყოფებოდა.
ხუან კარლოსი პირველი იყო იმ ექვსთაგან, რომლებსაც წელს ჰქონდათ დებიუტი. ეს მოხდა მეექვსე ტურში "დეპორტივოს" წინააღმდეგ. გარემარბს მოედანზე 12 წუთის ჩატარების საშუალება მიეცა და მან ბერნაბეუზე შეკრებილ ხალხს რამოდენიმე ულამაზესი ფინტი შესთავაზა.
წელს ისე დაემთხვა, რომ სამ კანტერანოს ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა დებიუტი. მატეოსს, რომელიც ახლა იჯარის წესით ბერძნულ "აეკში" იმყოფება, დებიუტი ამსტერდამ არენაზე ჰქონდა ჰოლანდიაში(0-4), იმ დროს როდესაც ადანსა და სარაბიას მეტად გაუმართლად, რადგან მათი დებიუტი ბერნაბეუზე შედგა, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში "ოსერის" წინააღმდეგ (4-0). "მეორე რაულს" კი, პირველი რაულის მსგავსად დებიუტი, "სარაგოსაში", ლა რომარედას სტადიონზე ჰქონდა. საუბარი რაღა თქმა უნდა ალვარო მორატაზეა.
- 7 მარტი 2011
- 1 833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.