კანალესი:"უბედნიერესი ვარ"
უკვე რამოდენიმე კვირაა სერხიო კანალესი ელის ამ მატჩს. მისი ოჯახი და მეგობრები ოცნებობენ "სარდინეროზე" მის "რეალის" მაისურში დანახვაზე, მაგრამ ამისათვის ჯერ განაცხადში მოხვედრა იყო საჭირო. იგი ბევრი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა მიმდინარე სეზონში, სხვათაშორის, ეს მოხდა "რასინგთან" პირველი წრის შეხვედრაში. მიუხედავად ამისა ახალგაზრდა ესპანელს გადაწყვეტილი ქონდა, რომ "თავის" სტადიონზე, როგორც მინიმუმ მაყურებლად მაინც მოხვდებოდა. ეს იყო საუკეთესო შანსი თავისი ყოფილი თანაგუნდელების ნახვის. ტრავმების მიზეზად სერხიოც გრძნობს, რომ სულ მალე სასტარტოში მოხვდება. იგი უფრო და უფრო დამაჯერებელი ხდება. თავდაჯერებას ფეხბურთელი როგორც წესი მაშინ კარგავს, როდესაც საქმეები ცუდად მიდის. მისი მამა, ანხელ კანალესი აცხადებს ამის თაობაზე:"მთავარია, რომ მან საკუთარი ფეხბურთი ითამაშოს, ანუ იფიქროს მოედანზე, როდესაც ბურთი მის ფეხებთან იქნება".
უკანასკნელი თვეების მანძილზე კანალესის შესახებ უამრავი ამბავი იყო დაწერილი. ზოგი თვლის, რომ შეცდომა იყო მისი იჯარით არგაშვება ამ ზამთარს,ზოგი კი პირდაპირ აცხადებს, რომ იგი ასე მალე ამხელა გრანდში არ უნდა გადასულიყო. ამის მიუხედავად იგი ინარჩუნებს თავის სტილს და ამ ყველაფერს წყნარად ეგებება:"მე ვიმყოფები არც თუ საუკეთესო სიტუაციაში, მაგრამ ბედნიერი ვარ. მე "მადრიდის" ძირითადისთვის ვიბრძვი. ასეთ გუნდში თამაში ურთულესია, მაგრამ წარმატების გასაღები-თავდაუზოგავი მუშაობაა"
როდესაც იგი ინტერვიუს აძლევდა, სულ იღიმებოდა. ამ სეზონში პირველად იგი საგოლე პასის ავტორი გახდა. მან იცის, რომ ათამაშდება "მადრიდში". ამისათვის მას ასაკიც აქვს და ნიჭიც. მასზე მოტივაციას ის ფაქტი ახდენს, რომ მისი ასაკის სხვა ფეხბურთელებიც იზრდებიან, რომლებთან ერთადაც იგი ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს, მაგალითად როგორც ანდერ ერერა ან ტიაგო ალკანტარა.. სერხიოსაც სურს "გაზრდა". უკან ჩამორჩა ის საღამოები, როდესაც იგი სახლში დღეებს ითვლიდა სეზონის დასრულებამდე.
ახლა იგი მხოლოდ ათამაშებასა და "ბერნაბეუს" უდიდესი სიყვარულისათვის მადლობის გადახდაზე ფიქრობს. გულშემატკივრები მას ყოველ კვირას ძალიან თბილად ეგებებიან. მე ვერ ავხსნი იმას, თუ რატომ ვუყვარვარ აქ ასე ძალიან, მაგრამ რა თქმა უნდა მათი დიდი მადლობელი ვარ. მე ჯერ არაფერი დამიმტკიცებია, მაგრამ როდესაც გასახურებლად გამოვდივარ, ხმამაღალ აპლოდისმენტებს ვისმენ ჩემს მიმართ, თითქოს მთელი ცხოვებაა აქ ვთამაშობ. ეს უშესანიშნავესია."
მის მეგობრებს, რომლებიც ეხმარებოდნენ მას უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დღეს განსხვავებული გრძნობები ექნება. ერთნი, "მადრიდის" გოლებით გაიხარებენ, სხვები ვერ გააკონტროლებენ თავიანთ სიყვარულს "მწვანე-თეთრების" მიმართ, მაგრამ ალბათ ყველა დათანხმდება ფრე, 1-1-ზე, ოღონდაც თუ "მადრიდის" მხრიდან გოლს კანალესი გაიტანს. მისი მშობლები მოვლენ მოედანზე შვილის სანახავად. ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ იქნება მოედანზე და დააკლდება სერხიოს, იქნება მისი ყველაზე ახლო ადამიანი, მამა ავგუსტინი, რომელმაც მის აღზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანა, იგი სამუშამოს ვერ მოსწყდა და თამაშს სადგურ : Boi Taull-ზე მიადევნებს თვალს, სადაც იგი ატარებს კვირას თავის მოწაფეებთან ერთად, რომლებიც ალბათ ოცნებოდენ კანალესისნაირები გახდნენ.
მიუხედავად უამრავი ადამიანისა, რომელიც სკეფტიკურად უდგება კანალესის მომავალს "მადრიდში", ბევრსაც სწამს იმის, რომ მოურინიოს კანალესის ჯერა. პორტუგალიელი მწვრთნელის მორიგი გამოწვევაა : გახადოს კანტაბრიელი ტოპ-კლასის ფეხბურთელად. მაგრამ კანალესს ძალიან უჭირს მოუს მოთხოვნებთან ადაპტაცია :"მისტერი ყველას ერთნაირად გვეპყრობა, ახლებსაც და ვეტერანებსაც. თავიდან მას სურს, რომ ჩვენ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და მე ნელ-ნელა ვეჩვევი მის მოთხოვნებს". სამწვრთნელო გადმოსახედიდან ექსპერტებს მშვენივრად ესმით კანალესის სიტუაცია. "რასინგში" მიგელ ანხელ პორტუგალის სქემა მას იცავდა. თავისი თვისებებით იგი პასუხს აგებდა გუნდის შეტევაზე და მხოლოდ წინ თამაშობდა. გარდა ამისა იგი იყო იქაური კანტერანო და ყველა ვინც მის ირგვლივ ტრიალებდა, კარგად იცნობდა მას. იგი შესანიშნავ ატმოსფეროში იზრდებოდა. სულ მცირე ხანში მან გაიარა საცდელი პერიოდი და უბრალო საცდელი ფეხბურთელიდან, გუნდის უცვლელ წევრად იქცა
ემოციური ფონის ცალკე გადადებისას, სერხიო ხვდება, რომ მატჩი "რასინგის" წინააღმდეგ არ იქნება ადვილი. "მე მუდამ ვიქნები "რასინგისტი". ისინი ლა ლიგაში კარგ სეზონს ატარებენ, მაგრამ მარსელინოს მოსვლით შედეგები გაუმჯობესდა. სხვა მხრივ, ჩვენ მოგებაზე უნდა ვითამაშოთ, რადგან ჩემპიონობისთვის ბრძოლა ლა ლიგის ბოლომდა გვსურს"
*სტატია შექმნილია "რასინგთან" მატჩის დაწყებამდე. შეგახსენებთ, ამ მატჩში "მადრიდელებმა" იმარჯვეს ანგარიშით 1-3, სერხიო კანალესი კი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, 2 გოლის ავტორ ქარიმ ბენზემას ნაცვლად გამოვიდა მოედანზე.
- 7 მარტი 2011
- 1 702
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.