მსაჯთა შეცდომები

საიდუმლო არაა, რომ პრიმერადივიზიონში მსაჯობა ცუდ მდგომარეობაშია. ესპანური გამომცემლობა As-ი წარმოგიდგენთ 8 ყველაზე უხეშ შეცდომებს "რეალის" წინააღმდეგ გასულ სეზონში.

1. შეუმჩნეველი იგუაინი და პეპეს წითელი ბარათი

"რეალი"–"ხეტაფე" (3:2)

მატჩის არბიტრმა პეპე გააძევა მოედნიდან აგრესიის გამო, რომელიც მიმართული იყო "ხეტაფეს" ფეხბურთელ კასკეროს მიმართ. როგორც გამეორებაზე გამოჩნდა, ამ მომენტამდე კასკერო სიმულიანტობდა. აღნიშვნის ღირსია, რომ რამდენიმე წუთით ადრე არბიტრმა არ დანიშნა პენალტი "ხეტაფეს" კარის მიმართულებით. მათ ვერ შეამჩნიეს იგუაინი.

2. მოფიქრებული გაფრთხილება სერხიო რამოსის მიმართ

"ატლეტიკო"–"რეალი" (1:2)

კრის გომესმა 1:0 ანგარიშზე "რეალის" კარის მიმიართულებით დანიშნა მეტად სახიფათო საჯარიმო დარტყმა, სერხიო რამოსმა იუხეშა ჰეიტინგას წინააღმდეგ. სიმაომ საჯარიმოდან გაიტანა გოლი. არბიტრმა რაულსა და ვან ნისტელროის არ ჩაუთვალა "სუფთა" გოლები. "რეალის" საბედნიეროდ ეს მატჩი მათი გამაჯვვებით დასრულდა.

3. "რეალი" ცხრა ფეხბურთელით

"რეალი"–"ვალენსია" (4:2)

მატჩის მთავარი გმირი გახდა იტურალდე გონსალესი, რომელმაც "სამეფო კლუბი" დატოვა 9 ფეხბურთელით. მან უსამართლოდ გააძევა მოედნიდან ვან დერ ვაარტი და რუუდ ვან ნისტელროი.

4. უსამართლო გაფრთხილება ლორენტეს წინააღმდეგ

"რეალი"–"ბილბაო" (3:2)

მატჩის არბიტრმა ალვარეს ისკიერდომ დაუშვა უხეში შეცდომა. მან დანიშნა პენალტი "რეალის" კარის მიმართულებით. ამ მომენტში თითქოს ჰაინცემ ხელი უბიძგა ლიორენტეს.

5. მარსელოს გაძევება

"ბეტისი"–"რეალი" (1:2)

მატჩის 52–ე წუთზე ტეიშეირა ვიტიენესმა "რეალის" კარის მიმართულებით დანიშნა პენალტი დამიაზე უხეშობის გამო, მაგრამ ამით არ დასრულებულა ყველაფერი– წითელი ბარათი მიიღო მარსელომ. ბრაზილიელი არ იმსახურებდა გაძევებას.

6. ჰაინცეს არჩათვლილი გოლი

"ალმერია"–"რეალი" (1:1)

მატჩის 72–ე წუთზე გუტიმ შესანიშნავი პასით გაიყვანა ჰაინცე დასარტყმელ პოზიციაზე და არგენტინელმაც გაიტანა, მაგრამ არბიტრმა გონსალეს ვასკესმა გადაწყვიტა არ ჩაეთვალა ეს გოლი.

7. ორი შეუმჩნეველი პენალტი

"რეალი"–"ესპანიოლი" (2:2)

ამ მატჩის შემდეგ პერეს ბურულმა მიიღო ყველაზე დაბალი შეფასება–მან არ დანიშნა ორი პენალტი კატალონიელთა კარის მიმართულებით. მან მთელი მატჩი ცუდად იმსაჯა.

8. ორი პენალტი და რობენის გაძევება

"რეალი"–"სევილია" (3:4)

გონსალეს ვასკესმა იმსაჯა ბერნდ შუსტერის ბოლო მატჩი "რეალში". თავიდან არბიტრმა არ დანიშნა პენალტი ანდალუსიელთა კარში. ესკუდე ეუხეშა იგუაინს. შემდეგ მეორე პენალტიც არ დანიშნა. ისევ იგუაინს ეუხეშნენ. რობენმა კი მსაჯთან კამათის გამო წითელი ბარათი მიიღო. არიენმა გამოტოვა მნიშვნელოვანი "ელ კლასიკო" "კამპ ნოუზე".


ინფორმაციის წყარო: As.com

  • faqo
  • 9 სექტემბერი 2009
  • 1 873
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)