"რეალის" ფეხბურთელები თავიანთ ნაკრებებში
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების შესახებ,რომლებსაც თავიანთ ნაკრებებში ელით მატჩები.
ჰოლანდიის ნაკრები,სადაც თამაშობს ვან დერ ვაარტი ლიდერობს თავიანთ ჯგუფში.მოგებების მხრივ 100%–იანი შედეგი აქვთ.შვიდი მატჩდან შვიდივე მოიგეს.დღეს ჰოლანდიელები ბოლო შეხვედრას გამართავენ შოტლანდიის ნაკრებთან.
იკერ კასილასი, ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი და ხაბი ალონსო მიიღებენ მონაწილეობას ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ. დღევანდელი გამარჯვება მათ პირველ ადგილს გაუნაღდებს ჯგუფში.
კრისტოფ მეცელდერის გერმანიის ნაკრები დღეს მიიღებს აზერბაიჯანის ნაკრებს ჰანოვერში. გერმანელებს 19 ქულა აქვთ და მოგების შემთხვევაში შეინარჩნებს ქულების სხვაობას რუსეთის ნაკრებთან.
პორტუგალიის ნაკრებს მოგება ესაჭიროება. ის მეოთხე პოზიციაზეა და ლიდერ დანიის ნაკრებს ჩამორჩება 7 ქულით. კრისტიანო რონალდოსა და პეპეს სურთ შეინარჩუნონ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები. დღეს მათ აუცილებლად უნდა დაამარცხონ უნგრეთის ნაკრები.
საფრანგეთის ნაკრები მეორე ადგილზეა, მაგრამ ლასსა და ბენზემას შეუძლიათ ქულათა სხვაობა ლიდერ სერბებთან ერთ ქულამდე დაიყვანონ. სწორედ ეს ორი ნაკრები გაარკვევს ურთიერთობას დღეს.
ბრაზილიის ნაკრებმა უნდა გაინაღდა სამხრეთ აფრიკის საგზური. დღეს "პენტაკამპეონები" შეხვდებიან ჩილეს ეროვნულ ნაკრებს. "რეალის" ნახევარმცველი კაკა არ მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ მატჩში ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო. ფეხბურთელი უკვე შეუერთდა "სამეფო კლუბს".
გაგო და არგენტინის ნაკრები დღეს პარაგვაის დაუპირისპირდება. მარადონას შეგირდებს აუცილებლად მოგება ესაჭიროებათ.
ინფორმაციის წყარო: Raelmadrid.com
- 9 სექტემბერი 2009
- 2 302
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.