"ლივერპული" 9 მილიონს დათანხმდა

მოგეხსენებათ, ინგლისური "ლივერპული" სამეფო კლუბის არგენტინელი ნახევარმცველის, ფერნანდო გაგოს შეძენით არის დაინტერესებული, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერსისაიდელები არგენტინელ მოთამაშეში 8 მილიონზე მეტს არ გადაიხდიდნენ, "ბლანკოსი" კი 10-ს ითხოვდა...

"მარკას" მტკიცებით ინგლისელებმა შეთავაზებულ თანხას კიდევ 1 მილიონი დაუმატეს და ისინი მზად არიან 8-ის ნაცვლად 9 მილიონი გაიღონ. მოგეხსენებათ, გაგოს პოზიციები სამეფო კლუბში ძალიან შესუსტებულია, იგი თითქმის მთელ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს, რაც თავისთავად აისახება უარყოფით ფიზიკურ კონდიციაზე. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ჟოზე მოურინიოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან სურს მუჰამედ სისოკოს გადაბირება, რაც ფერნანდოს შანსებს კიდევ უფრო ამცირებს, ამიტომ მისი აბარგება სავსებით რეალური იქნება.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელი მოთამაშით მანჩესტერ "სიტი" ინტერესდებოდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით ნახევარმცველი გუნდში დარჩა, იგი მადრიდში მინიმუმ ზაფხულამდე იქნება, შემდეგ კი ესპანური და ინგლისური მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და შესაძლო აბარგების საკითხს განიხილავენ.

  • Hala
  • 6 მარტი 2011
  • 1 843
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)