მოურინიო:"რონალდუს გარეშე, ჩვენი შეტევის პოტენციალი უფრო დაბალია"
კრიშტიანუს გარეშე პირველად ითამაშებთ. მზად არის გუნდი? თქვენ ადებაიორსა და ბენზემას ერთად გამოუშვებთ?
კრიშტიანუ კრიშტიანუა, იგი იმდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომ მისი შეცვლა ადვილი არ იქნება. არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ რონალდუს გარეშე ჩვენი შემტევი პოტენციალი ბევრად დაბალი იქნება. მაგრამ ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებიც მოტევაციით აღსავსე არიან და სურთ თავის საუკეთესოდ წარმოჩენა. პორტუგალიელის დაკარგვა არ ცვლის მიზანს. ჩვენ რთული მატჩი გველის მოტივირებული გუნდის წინააღმდეგ, რომელიც სახლში განსაკუთრებით კარგად გამოიყურება. ყველა გასვლით მატჩში კრიშტიანუს მიმართ ბევრი უცენზურო სიტყვა ისმის. ალბათ, ზოგი სტადიონზე მყოფი გულშემატკივრისთვის, რონალდუს არ ყოფნა დიდი პრობლემა იქნება, რადგან მათ იგი სძულთ.
არ გიფიქრიათ მისი შეცვლა ცოტა ადრე, "მალაგასთან" მატჩში? არ ნანობთ, რომ არ გააკეთეთ ეს?
კარგი კითხვაა, მაგრამ პასუხიც ნათელია. გაგომ ტრავმა ვარჯიშზე მიიღო, არბელოამ-სახლში, კრიშტიანუმ კი-მოედანზე გოლების გატანისას. ტრავმები ყოველთვის უდროოა. გაგოს არ ჩაუტარებია უამრავი მატჩ და ვერ დაიღლებოდა, იგი იშვიათად ჩნდება მოედანზე, მაგრამ თავდაუზოგავად ვარჯიშობს და მესამე გუნდთან თამაშში მან ბევრად მძიმე დაზიანება მიიღო ვიდრე იგივე რონალდუმ. გაგო დაახლოვებით ერთი თვე არ ითამაშებს. "მალაგასთან" მატჩში არბელოას საერთოდ არ უთამაშია, მეორე დღეს კი იგი საერთოდ ვერ ადგა ფეხზე რადგან ზურგის ტკივილები იგრძნო. ალვარომ დაზიანება არა ვარჯიშზე, არა თამაშზე, არამედ საკუთარ სახლში მიიღო. კრიშტიანუმ მიიღო დაზიანება მატჩის დროს, მას არ შეენიშნებოდა დაღლილობა, მან ჰეტ-ტრიკი შეასრულა. თანაც, ტრავმა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.
რატომ უჭირს "რეალს" გასვლაზე გოლის გატანა?
როგორც ჩანს, შეკითვხვის ავტორი თვლის, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ არ ვიცით შეტევაში თამაშის დახვეწა (ამ შეკითხვის ავტორმა, ადრე დაწერა მათერიალი, სადაც "რეალის" სამწვრთნელო შტაბის შეტევის ვარჯიშები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა-ავტ.). მაშინ რაღატო მისვამთ ამ შეკითხვას? თქვენ ხომ უკვე დაწერეთ რასაც ფიქრობდი ამაზე, თანაც, როდესაც რამეს წერ, ჯერ უნდა გადაამოწმო შენი წყაროები, რადგან თქვენს გაზეთს ბევრი ყიდულობს და სიმართლეს გაგება სურს. ვფიქრობ, თქვენ თქვენი სტატია დაწერეთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ მე ნამდვილად ვეუბნები ჩემს ფეხბურთელებს "წადით და ითამაშეთ ისე, როგორც გსურთ. ამიტომ თქვენს შეკითხვას აზრი არ აქვს. იგი აქტუალური იქნებოდა, თუ დამისვამდით თქვენივე სტატიის დაწერამდე. თქვენმა მეგომარმა, რომელმაც გაგაცნოთ ჩვენი სავარჯიშო პროცესი, ფეხი ვერ შემოდგა ჩვენს გასახდელში, მეტიც, ვერც სპორტულ ბაზაზე მოხვდა, ასე რომ ასეთი სტატიის ხელმეორედ დაწერისას, სხვა, უფრო სანდო წყარო მოძებნოთ.
კაკას მდგომარეობის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ?
არ ვარ ვალდებული რაიმე მოგიყვეთ ამის შესახებ, ეს შეკითხვა კომპეტენტურია კაკასა და მედიციური მომსახურეობისათვის. ჩემამდე თავად ფეხბურთელმა მოიტანა ინფორმაცია, რომ მას ტკივილები აწუხებს და ზღუდავს მის ბოლომდე გახსნას მოედანზე, რის გამოც იგი თავს არა კომფორტულად გრძნობს. ამიტომ მან და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნება მოედანზე დაბრუნება მაშინ, როდესაც იგი ოპტიმალურ ფორმაში იქნება. მომწონს ესეთი გადაწყვეტილება.
შარშან თქვენთვის, რომ შემოეთავაზებინათ კაკას 65 მილიონად შეძენა, დათანხმდებოდით?
როდემდე უნდა მესაუბროთ სისულელეებზე?
"მალაგასთან" მატჩის მერე თქვენ თქვით, რომ კარგად გესმით პელეგრინის გადაწყვეტილება, როდესაც მან ძირითადის ფეხბურთელები შემოინახა სხვა თამაშებისთვის, რადგან ძალიან რთული გრაფიკია და მათ კვირას დერბი აქვთ ჩასატარებელი. და რისგან განსხვავდება ეს სიტუაცია იმისგან, როდესაც პირველ წრეში იგივენაირად მოიქცა "სპორტინგი", "ბარსასთან" თამაშის წინ?
საქმე ზუსტად იმაშია, რომ კალენდარია ცუდად შედგენილი. "მალაგას" ორშაბათს მოუწია თამაში, შემდეგ ხუთშაბათს და მერე კვლავ კვირას, მაგრამ მე არავის დაცვას არ ვაპირებ.
აი "ბარსელონაშიც" მოხდა იგივე ისტორია, რაც იგუაინის შემთხვევაში..ახლა საქმე მწვრთნელს ეხება. მას ზურგის გრიჟა აქვს! როგორ აისახება ეს გუნდზე?
ეს უფრო თავად პეპზე აისახება. ძალიან ვიმედოვნებ, რომ მას არ დაჭირდება ქირურგების ჩარევა. უკეთესია, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე ჩამთავრდეს. ახლა საუბარი ადამიანზეა და არა მწვრთნელზე. იგი თავის ცოლს, შვილებს და მეგობრებს უფრო ჭირდება, ვიდრე ფეხბურთელებს. თუ იგი თავს ჯანმრთელად იგრძნობს, მაშნ შეძლებს სამწვრთნელო ფუნქციების სათანადოდ შესრულებას.
რა მოხდა ლა-კორუნიაში?
არ ვიცი. არაფერიც არ მოხდა, მე არაფერი დამინახავს, არ ვიცი, ვერ ვიგრძენი. მე უბრალოდ მივედი იქ, დავესწარი თამაშს და დავბრუნდი მადრიდში. თუ რაიმეს ჰქონდა ადგილი, ეს უკვე ჩემს გარეშე მოხდა.
როდის და ვისგან შეიტყვეთ ამ ინცედენტის შესახებ?
ჩემთვის ეს საკითხი დახურულია. აეროპორტში, როგორც ყოველთვის ხალხი იყო შეგროვილი. ყველაფერი სტანდარტულად იყო, ადგილობრივი დაცვაც ადგილზე იყო, მაგრამ მათი საქმე ჩვენი დაცვა აგრესიისგან არ არის, ისინი შეგროვილი ხალხისგან გვიცავენ. არაფერი მომსვლია. მე მითხრეს რამოდენიმე დღის წინ, რომ ერთერთი დამცველი დაზიანდა მჭრელი საგანის მეშვეობით, მეტი არაფერი ვიცი და არც მსურს გაგება.
არ გეშინიათ?
მე? არა, რისი უნდა მეშინოდეს?
- 6 მარტი 2011
- 2 193
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.