ბენზემა:"მე იგივე ქარიმი ვარ, "ლიონიდან".ოღონდ უკეთესი!"

ბენზემა:"მე იგივე ქარიმი ვარ, "ლიონიდან".ოღონდ უკეთესი!"
ლა ლიგის უკანასკნელ მატჩში "მალაგას" წინააღმდეგ. ბენზემამ კვლავ გაიტანა. მან გახსნა ანგარიში და მერე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. როგორც ჩანს, ადებაიორის მოსვლამ გამოაფხიზლა ქარიმი, და იგი არამხოლოდ უტევს, არამედ გუნდის პრესინგშიც იღებს მონაწილეობას მოედანზე.

2011 წლის დასაწყისი თქვენთვის წარმატებით ვითარდება. თქვენ კვლავ ორი გოლი გაიტანეთ. თავს როგორ გრძნობთ?

დღითიდღე უკეთესად და ვფიქრობ, რომ ამას ყველა ხედავს, როდესაც მიყურებს მოედანზე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მატჩებში 90 წუთით თამაში. ჩემი ფიზიკური კონდიციები ძალიან კარგია. მოედანზე სრულიად ვიხარჯები, მაგრამ მატჩის შემდგომ თავს დაღლილად არ ვგრძნობ. ეს ყველაფერი ბევრი მუშაობით მოვიდა. მე არასდროს არ ვნებდები და ყველაფრისთვის ვიბრძვი.

როგორც ჩანს თქვენს თამაშში რაღაც შეიცვალა. თქვენ ნელ-ნელა ბომბარდირს ემზგავსებით...

თავდაპირველად მე ვიყავი კიდეც ბომბარდირი. ესპანეთშ ვერ შეაფასეს ჩემი თამაში, რადგან მე არ მყოფნიდა ერთი მნიშვნელოვანი თვისება : თავდაჯერება. თავდასხმელს, ჰაერივით ჭირდება თავდაჯერება, ახლა კი მე იგი მაქვს. მე ფორვარი ვარ ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც.

თქვენ კვლავ გაიტანეთ თქვენი გუნდის პირველი გოლი. ესპანეთში ამას კონსერვის ბანკის გამხსნელს ეძახიან..

როგორც ბომბარდირი, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია პირველი გოლის გატანა. ასევე "მადრიდისთვისაც". რადგან ჩვენ ვიცით, რომ სახლში რთულია მეტოქის მასირებული დაცვის გარღვევა. პირველ გოლს უკვე შესაძლებელია მოჰყვეს მეორე, მესამე ან მეხუთე გოლები..

ხუთშაბათს გოლების გატანის შემდგომ ტრიბუნაზე იხედებოდით, ვის მიუძღვენით ისინი?

ჩემს მამას და ნათესავებს, რომლებიც ჩამოვიდნენ ჩემთან, მადრიდში, სტურმად. მე მსურდა მხარდაჭერისთვის ისინი გოლებით დამესაჩუქრებინა.

საკუთარ თამაშში რამე შეცვალეთ?

არამგონია, რომ შევიცვალე. უბრალოდ კვლავ გავხდი ვინც ვიყავი. მე კვლავ ვარ ქარიმი "ლიონიდან"..მაგრამ უკეთესი! "მადრიდში" გადმოსვლის შემდგომ, უამრავი რაღაც შევისწავლე.

"ლიონში" ისე არ იღებდით მონაწილეობას პრესინგში, როგორც ახლა..ხუთშაბათს 7-0-ს დროს თქვენ ბურთისთვის ბრძოლას განაგრძობდით.

დიახ, ეს ახალი კომპონენტია ჩემს თამაშში. ამ მწვრთნელის მეშვეობით შევისწავლე პრესინგი. მე არ ვზოგავ ძალებს, ყველა ბურთისთვის ვიბრძვი..ბოლო წუთებზე და გადაწყვეტილ შეხვედრაშიც კი მე ვცდილობ ბურთის წართმევას. არასდროს იცი, იქნებ და ეს გეხმარება ბომბარდირული ანგარიშის შევსებაში. მე მაქვს თამაშის უდიდესი სურვილი.

"მალაგას" წინააღმდეგ, ნახევარი საათის განმავლობაში თქვენ მარცხენა ფლანგზე თამაშობდით, ადებაიორი კი-შუაში. მოგეწონათ ეს პოზიცია?

სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის მხოლოდ თვითონ თამაშია მნიშვნელოვანი. დიდად არ მაღელვებს პოზიცია. ემანუელთან კარგად ვდომინირებ მოედანზე.

თქვენ საუბრისასაც კი ბევრად უფრო ასაკოვანი ჩანხართ. ეს მოჩვენებაა თუ რეალობა?

უკვე 23 წლის ვარ და ლოგიკურია, რომ გავიზარდე. მაგრამ ყველაფერი, რაც "მადრიდში" გადავიტანე, მეხმარებოდა გაზრდაში.

ახლოვდება ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" გადამწყვეტი მატჩი. თქვენთვის განსაკუთრებული. უკვე ფიქრობთ ამ შეხვედრაზე?

ჯერ არა, რადგან ლა ლიგისთვისაც ვიბრძვით და "ლიონამდე" ორი მატჩის ჩატარება გვიწევს. კიდევ გვექნება დრო, მაგაზე ფიქრისთვის..

მაშინ წარმატებები, მეგობარო..

დიდი მადლობა. იმედი მაქვს თავს საუკეთესოდ წარმოვაჩენ..

  • n1ka
  • 5 მარტი 2011
  • 1 840
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)