"რასინგი" – მადრიდის "რეალი" [Preview]
ხვალ ესპანეთის ჩემიონატის 27 ტურის შეხვედრები გაიმართება. სანტანდერში ადგილობრივი გუნდი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
როგორც მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის პორტუგალიელი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო თავის გუნდს ორი კვირა ვერ დაეხმარება. როგორც ირკვევა პორტუგალიელს მარცხენა მუხლის ქვედა მყესი აქვს გაჭიმული. რონიმ ტრამვა "მალაგასთან" შეხვედრაში მიიღო, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა. "ბლაკოსის" 7 ნომერმა "მალაგასთან" ჰეთ–რიკი შეასრულა.
რაც შეეხება "რასინგს", სანტანდერული კლუბის ესპანეთის ლა–ლიგაში 12 ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "რასინგს" ბოლო 5 შეხვედრა ლა–ლიგაში არ წაუგია. ბოლო ხუთ შეხვედრაში 2 მატჩი მოიგო ( ხეტაფე – რასინგი 0:1)(რასინგი – სევილია 3:2), ხოლო 3 ფრედ დაასრულა (სარაგოსა – რასინგი 1:1)(რასინგი – ვილიარეალი 2:2) (ალმერია – რასინგი 1:1).
2010 წლის 23 ოქტომბერს, სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის "რეალმა" "რასინგი" 6:1 განაადგურა. ამ შეხვედრაში 4 გოლი რონალდომ გაიტანა, ხოლო თითო გოლი იგუაინის და ოზილის ანგარიშზეა.
- 5 მარტი 2011
- 1 735
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.