მოურინიო:"კრიშტიანუს არყოფნა ჩვენს ამბიციებზე არ იმოქმედებს"

მოურინიო:"კრიშტიანუს არყოფნა ჩვენს ამბიციებზე არ იმოქმედებს"
ჟოზე მოურინიომ შაბათს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა გუნდის საუკეთესო ბომბარდირ, კრიშტიანუ რონალდუზე, მისი თქმით, პორტუგალიელის არყოფნა გუნდს დააკლდება, მაგრამ ეს არ იმოქმედებს გუნდის ამბიციებზე.

"ჩვენ მოგვიწევს თამაში ძლიერ გუნდთან, რომელიც ძველი-ახალი მწვრთნელის მოსვლით უფრო გაძლიერდა, მარსელინოს არ ჭირდება გუნდთან ადაპტაცია რადგან უკვე წვრთნიდა "რასინგს" ადრე. ისინი სახლში თამაშობენ და ამით, თამაში უფრო საინტერესო ხდება"

"არც ერთი ფეხბურთელი არ არის დაზღვეული დაშავებისაგან. გაგომ ითამაშა გუშინდელ შეხვედრაში "Real Madrid C"-თან, მაგრამ იგი მოედანზე დაახლოვებით 1 თვე ვერ გამოვა. არბელოას ქუსლი ტკივა და პრაქტიკულად ვერ დადის. იგი სახლში დაშავდა. კრიშტიანუ რონალდუმ დაზიანება გოლის გატანის დროს მიიღო, მას არ აღენიშნებოდა არანაირი დაღლილობა".

"კაკამ მითხრა, რომ მან ტკივილი იგრძნო, რომელიც მის მოძრაობებს უშლიდა ხელს, იგი ვერ გრძნობს თავს ბედნიერად, როდესაც არ არის მზად 100 პროცენტით. მან და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ რიკი მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, როდესაც ბოლომდე გამოჯანმრთელდება. მეც ვფიქრობ, რომ ასე უკეთესია. ფეხბურთელი კარგავს თავმოყვარეობას, როდესაც ტკივილების გამო ბოლომდე ვერ ეხმარება გუნდს"

"იმედი მაქვს გვარდიოლას ზურგის პრობლემა არ არის მძიმე. ასევე იმედი მაქვს, რომ იგი მალე გამოჯანმრთელდება, რადგან იგიც ჯერ ადამიანია და უკვე შემდეგ მწვრთნელი, როგორც ყველა.."

  • n1ka
  • 5 მარტი 2011
  • 2 638
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)