მოურინიოს მტრების რიცხვი იზრდება

მოურინიოს მტრების რიცხვი იზრდება
იმ დღეებს (კარგით იმ წელს), რომ დავუბრუნდეთ, როდესაც მანუელ პელეგრინი მთავარი იყო "მადრიდში", ჟურნალისტები, რომლებიც მის მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე მიდიოდნენ, თავიდანვე მოწყენილი სახით ესწრებოდნენ მას

ეს სულაც არ არის საყვედური წინა მწვრთნელის მიმართ, პელეგრინი ყოველთვის ცოტათი მოწყენილი იყო. სხვათაშორის, ლა-კორუნიას "დეპორტივოც" ასეთია.

კითხვები, რომლებსაც მას შიპებითა და ეკლებით ესვროდნენ, უბრუნდებოდა პატრონს ყვავილითა და სილამაზით. პელეგრინი იყო კულტურული, განათლებული და სასიამოვნო პიროვნება, რომელიც ყველა გზით ცდილობდა მითქმა-მოთქმას მორიდებას. ფაქტიურად, იგი დადებითად "პოლითკორექტული" იყო-როგორც მას Marca-მ უწოდა თავის მომზადებულ სტატიაში, რომელიც მთლიანად "მადრიდის" წინა მწვრთნელს ეხებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ფლორენტინო პერესი თავისი კლუბისათვის ცოტაოდენი ფულის შემუშავების უარზე არასდროს არის, "მადრიდი" უნდა შეეგუს, რომ ადამიანი, რომელიც მოვიდა პელეგრინის შემცვლელად-არის როგორც 5 ათასი თეატრის 10 ევროიანი ბილეთი, რომელიც უფრო და უფრო მკაცრი, გაბრაზებული, და ყოველდრიუღად აკრიტიკებთ ვინმეს თავისი ცივი გამომათქვამებით.

ზუსტად პელეგრინი გახდა მოურინიოს უკანასკნელი "მსხვერპლი"..პორტუგალიელმა სპეციალისტმა "დასცინა" ჩილელს იმის შესახებ, რომ "მადრიდიდან" გაგდების შემდეგ იგი "მალაგას" ჩაუდგა სათავეში. მაშინ, როდესაც მოურინიო, რომელიც ოთხშაბათს ამტკიცებდა, წავიდოდა ან ინგლისის ან იტალიის იგივე დონის გუნდის გასაწვრთნელად."მეორე ადგილი არის პირველი ბოლოებში"-თქვა მოურინიომ პელეგრინის "რეალის" შედეგის შესახებ, რომელიც წინა სეზონში დაფიქსირდა.

ყველაფერი, რის გაკეთებაც დაჭირდა პელეგრინის მატჩის წინ, მოურინიოს გამოსაწვევადი-იყო ვარაუდი, რომ პორტუგალიელ და მის გუნდს გაუჭირდება იგივე შედეგის გამეორება, ანუ 96 ქულის დაგროვება, 102 გოლის გატანა და 31 გამარჯვების მოპოვება."მე ვამაყობ იმით, რომ მალაგას ვწვრთნი"-თქვა პელეგრინიმ საპასუხოდ, ანუ ამით მან უარი განაცხადა მოურინიოს სიტყვების "ჩაყლაპვაზე". მალაგას სხვა მცხოვრებნი, ბევრად უფრო ცივსისხლიანნი აღმოჩნდნენ ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის მიმართ და მას "კლოუნი" უწოდეს.

"მადრიდის" მწვრთნელმა, პელეგრინის "კმენამდე", El Publico-ს ჟურნალისტს მატყუარა უწოდა იმის გამო, რომ იგი არ დაეთანხმა მას კალენდარზე ჩივილის თემაზე. "ისევე როგორც თქვენ"-იყო ჟურნალისტის პასუხი.

თუ თქვენ ესპანურ ენას ფლობთ-დააჭირეთ და იხილეთ ვიდეო

უკამასკნელ კვირებში, დაუღლელი "ბარსელონას" ზეწოლამ, რომელსაც არ სურს ქულების დაკარგვა, აიძულა მოურინიოს მსაჯებთან, მის საკუთარ თავკაცთან, FA-სა და სხვა გუნდის მწვრთნელებთან კამათი. მოურინიო იმათაც კი ჩაწვდა, ვინც "რეალისა" და "ბარსას" მატჩების დაწყების თარიღს ადგენს. "მადრიდმა" უკანასკნელ 7 მატჩში 7 ქულა დაკარგა. ეს მაჩვენელი ცუდი არანაირად არ არის, მაგრამ არც იმ დონეზე კარგია, რომ "ბარსას" დაეწიო, რომელიც ზუსტად 7 (!) ქულით არის წინ.

"ბარსელონამ" თითქმის დაკარგა 2 ქულა ოთხშაბათს, მესტალიაზე"-რომელზეც გვარდიოლას გუნდი უკანასკნელი ორი მატჩის განმავლობაში 1 ქულას სჯერდებოდა.

მოუქნელი, ტკივილისგან დაჯღანული "ბარსას" მწვრთნელი იჯდა სათადარიგოთა სკამზე. მას ზურგის ტკივილი აწუდება, რომელიც წინ აღუდგა იმას, რომ გვარდიოლა გუნდთან ერთად წასულიყო ვალენსიიდან და უკვე ხუთშაბათს დილით იგი საავადმყოფოში მოხვდა ხერხემლის "გრიჟით"

მაგრამ, რაც მეტ ხანს გრძელდებოდა მატჩი, მით უფრო სასიამოვნო ხდებოდა იგი "ბარსასთვის", რომელიც წინ უდგებოდა "ვალენსიის" შეტევებს და რომელმაც ლა ლიგაში შეხვედრა უკანასკნელად ნოემბერში დათმო.

და იმ მომენტში, როდესაც "ბარსელონა" უკვე შეგუებული იყო "მესტალიაზე" მესამე ფრეს, გაჩნდა ლეო მესი, თავის 27 გოლით პრიმერას 23 შეხვედრაში, 13 წუთით ადრე, მან გახადა ანგარიში 1-0 და გაზარდა სხვაობა "მადრიდთან" 10 ქულით (ყოველ შემთხვევაში 1 დღით მაინც)

ეს ყველაფერი დაახლოვებით 10 საატში მოხვდა მოურინიოს ზემოთხსენებული "ზეწოლის" შემდგომ. არ ღირდა კარგი დღის გათენების ლოდინი."უხეში, გაუკონტროლებელი"-უწოდა მას "As"-ის ჟურნალისტმა მოურინიოს ისტერიკებს, მან ხაზი გაუსვა, რომ "მადრიდის" მწვრთნელი დღითიდღე კარგავს მეგობრებს ესპანეთში, თავისი გაუმართლებელი ქცევებით.

მიუხედავად მოურინიოს მტკიცებებისა, რომელიც იძახის, რომ ყველაფერს აკეთებს თავისი თავისა და კლუბის დასაცავად, მან შეძლო და გახადა ბევრი ნეიტრალური მაყურებელი-ანტიმადრიდისტად აქცია.

"მადრიდის" მწვრთნელმა ასევე მისცა დამატებითი სტიმული მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, რომლებსაც სურთ მოედანზე გასვლა და ყველაფრის დატოვება საკუთარი თავისა და მანუელ პელეგრინისათვის. ამ სეზონში იგივე მეორდება ყველა მეტოქესა, სტადიონზე და გათამაშებაზე.

სხვა მხრივ, "მალაგას" მწვრთნელი ალბათ ნაკლებად იყო მოურინიოს შეურაწყოფებით განაწყელებული. ბოლოს და ბოლოს მანუელ პელეგრინი-ადამიანია, რომელსაც გააჩნია ღირსება-ეს არის ის, რაც გააჩნიათ მხოლოდ ჯენტლმენებს..ერთ-ერთი მათგანი იჯდა "ბერნაბეუს" სამწვრთნელო სკამზე, ხუთშაბათის საღამოს..

  • n1ka
  • 5 მარტი 2011
  • 2 517
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)