მაურინიოს სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა
ადგილობრივი ფანის აზრით პორტუგალიელმა მწვრთნელმა ძალიან ცოტა დრო დაუთმო გულშემატკივრებს...
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო, გასულ პარასკევს ძალიან რისკავდა საკუთარ ჯამრთელობას, იმ დროს როცა ლა-კორონიის აეროპორტში იმყოფებოდა.
მადრიდელები ახალი ჩაფრენილები იყვნენ ქალაქში, ფეხბურთელები გულშემატკივრებს ავტოგრაფებს ურიგებდნენ. ადგილობრივი ფანის აზრით პორტუგალიელმა მწვრთნელმა ძალიან ცოტა დრო დაუთმო გულშემატკივრებს და უკვე როდესაც დარწმუნდა იმაში, რომ ჟოზესგან ავტოგრაფს ვეღარ მიიღებდა, გადაწყვიტა შური ეძია. მან დანა ამოიღო და მაურინიოსკენ წავიდა, საბედნიეროდ დაცვის თანამშრომლებმა მოახერხეს მისი დაკავება და ტრაგედიის თავიდან აცილება, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ საჭიროდ არ ჩათვალა ამ ფაქტის გახმაურება. დაცვის ერთ-ერთმა წევრმა დაზიანებაც კი მიიღო და იძულებული გახდა ექიმისათვის მიემართა.
დამნაშავემ ადგილიდან მიმალვა მოახერხა. პოლიცია იმედოვნებს, რომ მას ქუჩის ვიდეოკამერების მეშვეობით დაიჭერენ.
- 5 მარტი 2011
- 3 179
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.