ლისანდრო "რეალთან" მატჩისთვის მზად იქნება
დღეს, "ლიონის" ფეხბურთელმა - ლისანდრო ლოპესმა ვარჯიში განაახლა თავის გუნდთან.
ეს იმას ნიშნავს, რომ ლისანდრო ლოპესი რეალთან ითამაშებს. ლისანდრომ პირველი შეხვედრა "სამეფო კლუბთან გამოტოვა. ოლიმპიკის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ლოპესის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის და ის სრულ მზადყოფნაში იქნება "ბლანკოსთან" შეხვედრისთვის. შეგახსენებთ, რომ ლისანდრო ლოპესი ოლიმპიკის "ლიონის" მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მისი სახით "ლიონს" დიდი ძალა ემატება.
წყარო: As
- 4 მარტი 2011
- 2 100
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.