რაული:"ეს მშვენიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში"
რაულ გონსალეს ბლანკო, "შალკე-04"-ის ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი.. თანაც გერმანიის მთავარ გრანდ, "მიუნხენის ბაიერნის" კარში.ამ გოლის მეშვეობით გუნდი ფინალში გავიდა და რაულს შანსი აქვს მოიგოს მისი პირველი გერმანული თასი (გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაულს ესპანეთშიც კი არ აქვს ესპანეთის თასი მოგებული).. 21 მაისს ბერლინში ფინალი გაიმართება. რაულმა მატჩის მერე თქვა, რომ გამარჯვება "შალკეს" გულშემატკივრებს მიუძღვნა, რომლებიც მიუნხენში ჩაფრინდნენ და შეძლებისდაგვარად უჭერდნენ გუნდს მხარს".
"გუნდისთვის ეს უმნიშვნელოვანესი გოლი იყო. უბედნიერესი ვარ. მე ამ მატჩში თავს კარგად ვგრძნობდი და გუნდის ბევრ ქმედებაში ვიღებდი მონაწილეობას, მოედანზე სრულიად დავიხარჯეთ. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით და გამარჯვებასაც მივაღწიეთ, ამის იმედი გვქონდა"-გაუსვა ხაზი რაულმა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ფინალში მეორე დივიზიონის გუნდ, "დუისბურგს" შეხვდება, რაულმა საკმაოდ ფრთხილად ისაუბრა ამაზე."ისინი ფინალში ტყუილ-უბრალოდ არ გავიდოდნენ. უნდა პატივი ვცეთ მეტოქეს და ყურადღებით ვიყოთ. ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია. ბერლინში იმედიანად მივდივართ. ეს ჩემთვის ძალიან ბედნიერი მომენტია, მე თამაშისგან ს იამოვნებას ვიღებ, რადგან მოედანზე ატმოსფერო არაჩეულებრივია. ბედნიერებაა "შალკეში" თამაში და თამაშით სიამოვნების მიღება"-თქვა რაულმა, რომელმაც თავის კარიერაში პირველად ითამაშა მიუნხენის სტადიონ "ალიანც არენაზე".
33 წლის ასაკში 16 ტიტულის მიუხედავად რაული ძალიან ბედნიერად გამოიყურება:"ბედნიერნი ვართ, ფინალში მოხვედრით და რა თქმა უნდა მის მოგებას ვეცდებით". ასევე მან მისი გუნდის მეკარე შეაქო:"ნოიერმა დაამტკიცა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. მან შესანიშნავად ითამაშა"
- 4 მარტი 2011
- 1 848
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.