39-ც და დასრულდა..
როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელ თამაშში კრიშტიანო რონალდომ ტრავმა მიიღო და მატჩის დასრულება ვერ მოახერხა.
პორტუგალიელმა "მალაგასთან" შეხვედრამდე, "ლა ლიგის" ყველა მატჩი ბოლომდე ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატში, ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი შედეგი ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მადრიდელთა 7-მა ნომერმა "ლა ლიგაში" 2440 წუთი დაჰყო მოედანზე. სხვა ტურნირებში რონალდო მხოლოდ ერთხელ შეცვალეს. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც შეხვედრის დამთავრებამდე, 18 წუთით ადრე რონალდო პაბლო სარაბიამ შეცვალა. აგრეთვე, სამეფო თასის ერთ შეხვედრაში რონალდოს საერთჴდ არ მიუღია მონაწილეობა. საბოლოო ჯამში კრიშტიანომ 41-დან 39 მატჩი ბოლომდე ჩაატარა. ეს კი ძალიან რთულია.
წყარო: Marca
- 4 მარტი 2011
- 2 337
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.