პერესს კალეხონის და პარეხოს დაბრუნება სურს
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა - ფლორენტინო პერესმა, დაადასტურა კლუბის ინტერესი დანი პარეხოსა და კალეხონის მიმართ.
დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს ფეხბურთელები ზაფხულში, "სამეფო კლუბის" მაისურს მოირგებენ. შეგახსენებთ, რომ ორივე "ბლანკოსის" აღზრდილია და კარგათ იციან თუ რას ნიშნავს მადრიდის "რეალში" თამაში. პარეხო 24 წლისაა, ხოლო კალეხონი 21. საფეხბურთო ექსპერტები, ორივე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ფლორენტინო: "პარეხო და კალეხონი არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააძლიერებენ ჩვენს კლუბს."
წყარო: tribalfootball.com
- 4 მარტი 2011
- 1 455
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.