"მილანი"–"რეალი" 2:0
"მილანის" ვეტერანებმა სძლიეს" რეალის" ვეტერანებს ანგარიშით 2:0.
მეტად ემოციური მოვლენა მოხდა "ჯუზეპე მეაცაზე".ერთმანეთს ხვდებოდნენ მადრიდის "რეალისა" და "მილანის" ვეტერანი ფეხბურთელები.ყველა ელოდა პიერ ლუიჯი კოლინას სასტვენს.
ფეხბურთელები ერთმანეთს გადაეხვივნენ,ხელი ჩამოართვეს,გაცვალეს კლუბის გერბები და დაიწყო თამაშიც.ვან ბასტენი თავიდან ჯინსებით იყო მისული სტადიონზე,მაგრამ მაინც გაიხსენა ძველი დრო და 30 000 მაყურებლის წინაშე ითამაშა.
გავიდა 20 წელი მას შემდეგ,რაც ორივე გუნდის ფეხბურთელებმა დაასრულეს კარიერა.მიუხედავად ამისა,ისინი მაინც ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს აჩვენებდნენ.მეტად საინტერესო გამოდგა მატჩი.სანჩისი ჩვეულად თამაშობდა და დაიმსახურა აპლოდისმენტები,როგორც ბუტრაგენიომ.ამავისკამ დაანახა ყველას,რომ ისევ შეუძლია თამაში.თავისი სისწრაფით მან ყველა მოხიბლა."მილანის" ლეგენდარული კაპიტანი ფრანკო ბარეზი კვლავ იმ გრძნობით თამაშობდა,როგორც ძველ დროს.ბობანი კი ისევ სასარგებლო იყო ამ მატჩში.
ბაჯომ შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.
შემადგენლობები
"მილანი": როსი, ტასკოტი, კოსტაკურტა, ბარეზი, ფ.გალი, ბობანი, დონადონი, ანჩელოტი, სიმონე, ვან ბასტენი და ლეონარდო.
შეცვლაზე შემოვიდნენ: კარბონე, კოლომბო, ერანიო, ევანი, ფუსერი, გ,გალი, განცი, ლენტინი, მანარი, მუსუ, ნავა, როსი, სტროპა და ვირდისი.
"რეალი": ბუიო, სანჩისი, რამისი, კარანკა, ლიორენტე, საბიდო, გალიეგო, ამავისკა, ალფონსო, ესნაიდერი და ბუტრაგენიო.
შეცვლაზე შემოვიდნენ: ველასკო, ივან პერესი, გენი, მორალესი, დე ლას ჰერასი, ხუანმა და მესასი.
გოლები: 1:0–სიმონე (16), 2:0–ფუსერი (48).
არბიტრი: პიერლუიჯი კოლინა
ინფორმაციის წყარო:As.com
- 8 სექტემბერი 2009
- 2 805
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.