“ესპანიოლის” ახალი საშინაო არენის პირველი სტუმარი “რეალია”
“ესპანიოლი” თავის ახალ სტადიონ, “კორნელა ელ-პრატზე” სადებიუტო შეხვედრას მადრიდის “რეალთან” გამართავს.
სტადიონის მშენებლობა 2003 წლის 9 მაისს დაიწყო და ოფიციალურად 2009 წლის 5 ივლისს დასრულდა. უეფას სტანდარტებით “კორნელა ელ-პრატი” 4 ვარსკვლავიანია.
სადებიუტო შეხვედრა ახალ არენაზე 2009 წლის 2 აგვისტოს გაიმართა. “ესპანიოლმა” ამხანაგურ მატჩში “ლივერპული” 3-0 დაამარცხა. “კორნელა ელ-პრატზე” პირველი გოლის ავტორი ლუის გარსია გახდა.
სტადიონის მოცულობა 36 000 კვადრატული მეტრია, ტევადობა კი 40 500. აღსანიშნავია, სტადიონის უნიკალური დიზაინი. გარედან ის ელექტრო ნათურების მეშვეობით, ციმციმებს და ღამით ზუსტად “ესპანიოლის” თეთ-ლურჯ ფერს იღებს. ეს ტექნოლოგია სულ ცოტა ხნის წინ “ალიანს-არენაზეც” გამოიყენეს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ “კორნელა ელ-პრატი” “ესპანიოლის” ყოფილ სტადიონს, “მონჟუიკს” ფუნქციონალურობითა და ვიზუალური ეფექტით ბევრად აღემატება, რაც მას საშუალებას მისცემს სულ მალე ევროთასების გადამწყვეტ მატჩებს უმასპინძლოს.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 8 სექტემბერი 2009
- 1 764
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.