"რეალს" ამ სეზონში მეოცე მატჩის მოგების შანსი აქვს "ბერნაბეუზე"
თუ დღეს მადრიდის "რეალმა" "მალაგას" დამარხცება შეძლო, უკვე მეოცე გამარჯვება იქნება "ბერნაბეუზე" ამ სეზონში...
მიუხედავად შვიდქულიანი სხვაობისა "ბარსელონასთან", ჟოზე მოურინიო და მადრიდელი ფეხბურთელები მაინც იტოვებენ ჩემპიონობის იმედს. დღეს "ბლანკოსის" ფეხბურთელები უდაო ფავორიტები არიან,რადგან "ბერნაბეუზე" ამ სეზონში 19 ჩატარებული შეხვედრიდან ყველაში გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ამ მხრივ ევროპაში პირველები არიან.
"მალაგა" "რეალის" უკვე მესამე მეტოქეა ერთი კვირის განმავლობაში. "ბლანკოსმა" ორი უმძიმესი მატჩი ჩაატარა ლიონსა და ლაკორუნიაში. მერენგებმა ორივეგან ფრე ითამაშეს. ასე რომ წესით "რეალის" ფეხბურთელები გადაღლილები უნდა იყვნენ.
ჟოზე მოურინიოს ხელში 20 ფეხბურთელია. განაცხადში მოხვდა სერხიო კანალესიც. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ სამი ხედირა, გონსალო იგუაინი და ეზეკილ გარაი, პეპე კი დისკვალიპიცირებულია. პორტუგალიელს ამასთანავე მცირე ტრავმაც აწუხებს.
რაც შეეხება "მალაგას", კლუბს მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი უდგას სათავაეში,რომელმაც "ბლანკოსის" ფილოსოფია კარგად იცის. მალაგელებმა ბოლო ოთხ მატჩში სამი ფრე და ერთი მოგება მოახერხეს. დაუზავდნენ "სევილიას", "ხეტაფეს" და "ვილეარეალს",ხოლო საკმაოდ დაძაბილ ორთაბრძოლაში "ალმერიას" სძლიეს 3-1.
აღსანიშნავია,რომ "მალაგას" 2001 წლის მერე ქულაც კი არ აუღია "ბერნაბეუზე"..
realmadrid.com
- 3 მარტი 2011
- 1 842
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.