პერესმა და გილმა გაიმარჯვეს
"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და "მანჩესტერის" სპორტული დირექტორი დევიდ გილი აირჩიეს ევროპული საკლუბო ფეხბურთის ასოციაციის მმართველებად.
პერესმა და გილმა აჯობეს "ცსკა"–ს პრეზიდენტ ევგენი გინერს,რომელიც ასევე აცხადებდა პრეტენზიას.
პერესი გახარებული იყო და განაცხადა,რომ ყველაფერს გააკეთებს ევროპული ფეხბურთის სასიკეთოდ.არავისთვის არაა საიდუმლო,რომ ფლორენტინო ითვლება ევროპული სუპერლიგის დაფუძნების ერთ–ერთ მომხრედ.მისი თქმით,ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებმა.ბევრი სხვა კლუბის მფლობელი ეთანხმება პერესის გეგმას.
"ძალიან მიხარია,რადგან მომანდეს მემუშავა ევროპული ფეხბურთის ასოციაციაში.ყველას გვსურს ისეთი ორგანიზაცია შევქმნათ,რომელიც იქნება სახლი საუკეთესო ევროპული კლუბებისათვუს"–განაცხადა პერესი.
გილი მოხარული იყო იმით,რომ დაინიშნა ამ ასოციაციის ხელმძღვანელად.ეს ასოციაცია შედგება 35 ქვეყნის 144 კლუბისგან.
"სიმართლე ვთქვა,ძალიან სასიამოვნოა,რომ მე ამირჩიეს.ეს მეტად საჭირო ორგანიზაციაა მსოფლიო ფეხბურთში.ის ეხმარება ფეხბურთს განვითარებაში და ხდის მას გულშემატკივრებისთვის საინტერესოს"–განაცხადა გილმა.
ინფორმაციის წყარო:Goal.com
- 8 სექტემბერი 2009
- 1 556
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.