პაბლო პრიგიონი, - “რეალის” მორიგი ახალწვეული
პაბლო პრიგიონი გასულ სეზონში ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს. კალათბურთელი “ბლანკოსამდე”, 6 სეზონის განმავლობაში, “ტაუ კერამიკაში” ასპარეზობდა. არგენტინის ნაკრებში პრიგიონის დებიუტი 1995 წელს შედგა, 4 წლის შემდეგ კი ის ესპანეთში გადაბარგდა და ადგილობრივ კლუბებში ასპარეზობდა.
პაბლოს ესპანური კარიერა 1999 წელს დაიწყო, როცა ის მშობლური “სანიტარიასიდან” “ფუენლაბრადაში” გადაბარგდა. ახალ გუნდში პრიგიონიმ 2 სეზონი დაჰყო და კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. პაბლოს მონაწილეობა აქვს მიღებული ესპანეთის ჩემპიონატის ვარსკვლავთა შეხვედრაშიც.
2003/04 წ.წ. სეზონის დასაწყისში არგენტინელი “ტაუმ” გადაიბირა. “კერამიკაში” გატარებული 4 სეზონის განმავლობაში, პაბლომ ტიტულების კოლექციას მოუყარა თავი: ესპანეთის ჩემპიონატი, 3 სამეფო თასი და 4 ესპანეთის სუპერთასი. ევროლიგის გასულ სეზონში მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა: 6.4 ქულა და 4.3 პასი. შარშანდელ ესპანეთის ჩემპიონატში კი, ის საშუალოდ 8.1 ქულასა და 3.4 მოხსნას უყრიდა თავს.
კარიერა
- რამალოს აკადემია
- 1995/96: რამალო
- 1996-98: ბელგრანო
- 1998/99: ობრას სანიტარიასი
- 1999-2001: ფუნელაბრადა
- 2001-03: ალიკანტე
- 2003-09: ტაუ კერამიკა
- 2009 -: რეალი
• არგენტინის ეროვნული ნაკრები.
ტიტულები:
- ასტურიის პრინცის თასი: 2001/02
- სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი (ვერცხლის მედალი): 2003
- ესპანეთის თასი: 2004, 2006, 2009
- ესპანეთის სუპერთასი: 2005, 2005, 2007, 2009.
- ესპანეთის ჩემპიონატი: 2007/08
- ოლიმპიური თამაშები (ბრინჯაოს მედალი): 2008
• არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი: 1998/99
• ესპანეთის ჩემპიონატის ვარსკვლავთა მატჩი: 2003
• ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლური ხუთეული: 2005/06, 2008/09
• ევროლიგის სიმბოლური ხუთეული: 2005/06, 2006/07
• სამეფო თასის საუკეთესო მოთამაშე: 2006
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 8 სექტემბერი 2009
- 1 991
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.