7 პრობლემა
ზეწოლა, კონფლიქტები, კალენდარი, ბენზემა, კაკა, ძელი და ბარსელონა...
ზეწოლა
ეს ძირითადად ხდება, შედარებით სუსტ გუნდებთან. ხშირად, მადრიდის "რეალი" შეხვედრის პირველ ნახევარში არ იხარჯება ბოლომდე, რის გამოც გუნდი ვერ ახერხებს გოლის გატანა. მეორე ნახევარში კი ფეხბურთელები ზრდიან ზეწოლას, მაგრამ ხშირად, ამას აკეთებს ძალიან გვიან, აჩქარებულად და სამწუხაროდ წარუმატებლად.
კონფლიქტები
"სამეფო კლუბის" მწვრთნელს და ფეხბურთელებს, ძალიან ხშირად მოსდით კონფლიქტი სხვადასხვა კლუბების წევრებთან. ეს იწვევს იმას, რომ როცა "ბლანკოსი" რომელიმე გუნდს უპირისპირდება, ამ გუნდის ფეხბურთელები და გულშემატკივრები, ამ მატჩს უყურებენ არა როგორც უბრალო შეხვედრას, არამედ პირადულ დაპირისპირებას.
კალენდარი
მოურინიო ამტკიცებს, რომ მატჩები თარიღის მიხედვით ინიშნება არასამართლიანად და "ბარსელონას" უფრო მეტი დასვენების დრო ეძლევა, ვიდრე მის გუნდს. ბევრი ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი ამით ცდილობს თავი გაიმართლოს, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ "ლა ლიგის" ჩატარება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა ჩემპიონატის.
ბენზემა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბენზემა "ლა ლიგაში" ერთერთი ყველაზე არასტაბილური ფეხბურთელია. ზოგჯერ "სამეფო კლუბის" თამაშებში, ფრანგი ბრწყინვალედ გამოიყურება და ისე ჩანს, რომ თითქოს კარიმმა დიდ ხნიანი ძილისგან გამოიღვიძა, მაგრამ შემდეგ მატჩებში ის საშინლად გამოიყურება, რაც ძალზედ გულდასაწყვეტია, რადგან ბენზემა ძალიან დიდი ტალანტის მქონდე ფეხბურთელია და თუ მან ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები მადრიდში, შეიძლება ამან მის კარიერაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს და ფრანგმა საერთოდ ვერ შესძლოს უმაღლესი დონის ფორვარდად ჩამოყალიბება.
კაკა
უკვე ორი თვეა, რაც ბრაზილიელი ფეხბურთს დაუბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით, ის ვერ ახერხებს საუკეთესო ფორმაში შესვლას. მოურინიო ცდილობს, მისცეს რიკარდოს საკმაო სათამაშო დრო, თუმცა ჯერჯერობით "ბლანკოსის" გულშემატკივრებმა ვერ იხილეს ის თამაში, რომელსაც მადრიდელთა 8 ნომერი, მილანში ასპარეზობის დროს აჩვენებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიელი ძალინ ბევრს ვარჯიშობს, რათა აღიდგინოს ძველი ფორმა. იმედი ვიქონიოთ, რომ რიკარდო ამას შეძლებს, რადგან "სამეფო კლუბს" წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ბრაზილიელის კარგ თამაშზე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ძელები
მადრიდის "რეალის" პრობლემებს ისიც ემატება, რომ "თეთრებს", ხშირ შემთხვევაში არ უმართლებთ. "ბლანკოსის" ფეხბურთელებმა ამ სეზონში უკვე 12-ჯერ გაარტყეს ბურთი ძელს. ამ ფაქტორმა, დიდი ზეგავლენა მოახდინა ლაკორუნიაში დაფიქსირებულ შედეგზე.
ბარსელონა
ის 6 პრობლემა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, ბარსელონასთან შედარებით არაფერია. კატალონიური კლუბი, ბევრი ექსპერტის მტკიცებით, საუკეთესოა თავისი არსებობის მანძილზე. თუ "თეთრებს" სურთ ჩემპიონობა, მათ აუცილებლად უნდა დაამარცხონ "ბარსელონა", ამის გაკეთება კი ძალიან რთულია.
- 2 მარტი 2011
- 3 349
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.