მოურინიო: ”კაკას დრო უნდა მივცეთ”
ჟოზე მოურინიომ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა...
”ხუთშაბათს ძალიან რთული მატჩი გველის. თუ საჭირო გახდება, რისკზეც წავალთ. ”მალაგა” ძალიან კარგი გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ”.
”კაკას არ უთამაშია 6 თვეა. ამას კიდევ დავამატოთ ისიც, რომ იგი საუკეთესო ფორმასთან უკვე წლინახევარზე მეტია რაც აღარ არის. მას სისწრაფე უშლის ხელს ფორმაში შესასვლელად. რიკი ჯერ-ჯერობით მაქსიმუმს აკეთებს, რომ სასურველ ფორმაში შევიდეს და ყველამ უნდა დავეხმაროთ მას. მე კაკას ვერ მოვთხოვ ახლავე დაიწყოს საუკეთესო თამაშის ჩვენება, რადგან მას ბევრი გაუცდა. უნდა მოვითმინოთ და ბევრი არ უნდა მოვთხოვოთ ბრაზილიელს. ამას თუ გავაკეთებთ ყველაფერი კარგად იქნება. კაკა ძალიან კარგი ადამიანი და საოცარი ფეხბურთელია”.
”კრიშტიანო ჯარიმებს ყველაზე კარგად ასრულებს, მაგრამ გარკვეული პოზიციებიდან ოზილს უფრო მეტი შანსი აქვს”.
”ხვალ, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. წინა მატჩი ”დეპორტივოსთან” ძალიან დამღლელი იყო. იმ შეხვედრაში, ბიჭებმა ბევრი იშრომეს, თუმცა გოლი სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ. ”მალაგას” აუცილებლად დავამარცხებთ. მანუელ პელეგრინის ”რეალთან” ერთად ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა ლა ლიგაში და ვფიქრობ, რომ, მას ფანებმა პატივი უნდა სცენ”.
”ძალიან ხშირად ვსაუბრობ ჩვენ განრიგზე, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ ავღნიშნო ერთი რამ. ჩვენთვის უკვე ცნობილია 28 ტურის დრო და თარიღი. ”ვალენსია” ჩემპიონთა ლიგაზე მატჩს გამართავს ოთხშაბათს, ხოლო ლა ლიგის თამაშს კი შაბათს, ხოლო ”ბარსელონა” კი სამშაბათს და კვირას. ძალიან დიდი ბოდიში ”ვალენსიას” ქომაგებს, მაგრამ ეს სიმართლეა. ”მალაგამ” კი საერთოდ თავისი მატჩი ორშაბათს ითამაშა და ჩვენ ხუთშაბათს გვეთამაშება. ეს ყველაფერი ასე არ უნდა იყოს”.
წყარო:realmadrid.com
- 2 მარტი 2011
- 2 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.