ინტერვიუ გიორგი მორჩილაძესთან

მაშ ასე, დავიწყეთ პროექტი - "ინტერვიუ Halamadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან". პირველი ინტერვიუ აღებულ იქნა ადმინისტრატორ გიორგი მორჩილაძესთან(Giorgi). ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და თითქმის ყველა აქტუალურ თემას შეეხო...

პირველ რიგში მოგესალმები გიორგი.

გაგიმარჯოს ვახო.

თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?

მრავალმხრივი კითხვაა (იცინის:D). 18 წლის ვარ, ძირითადი საქმიანობა სწავლა და სიმღერაა, ვირიცხები ანსამბლ „მართვეში“ სწავლით კი ტექნიკურ უნივერსიტეტში ვარ . ვაპირებ გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს შეასრულებს.

მე როგორც ვიცი ჰალამადრიდი შენ და რამდენიმე ადამიანმა ჩამოაყალიბეთ. შეგიძლია გვიამბო როდის და როგორ ჩამოაყალიბეთ საიტი?

დიახ. 2007 წელს ეს ვებ-გვერდი შევქმენით, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყო. 2007 წლის 14 დეკემბერს ჰალამადრიდ.გე-მ ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება, ვიყავით რამდენიმე ადმინისტრატორი და მწერალი. მაშინ საიტზე დღეში საშუალოდ 200-250 ადამიანი შემოდიოდა, ახლა კი პროგრესი აშკარაა და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საიტის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით როგორც ადმინისტრატორებს, ასევე მომხმარებლებს. აქ შემოდის ხალხი, რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია „ჰალას“ და პროგრესირებაში დაეხმარა, ამისათვის დიდი მადლობა მათ. ეს ვებ-გვერდი საქართველოში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ჩვენც ვცდილობთ, რომ შეძლებისდაგვარად გავახაროთ სამეფო კლუბის გულშემატკივრები.

კარგი ახლა გადავიდეთ უშუალოდ "რეალსა" და ზოგადად ფეხბურთზე. რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობთ?

13 წელია. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში ვიყავი, როდესაც ფეხბურთის ყურება დავიწყე. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ტურნირების მატჩებმაც დამაინტერესა და ყველაზე მეტად „რეალისკენ“ მიმიწევდა გული, სწორედ მას შემდეგ ვგულშემატკივრობ „ბლანკოსს“.

გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?

როდესაც მე სამეფო კლუბის გულშემატკივრობა დავიწყე, „რეალი“ ბრწყინავდა, თამაშობდა ულამაზეს ფეხბურთს, გუნდში ირიცხებოდნენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და მოედანზე ნამდვილ სპექტაკლს დგამდნენ, მიყვარდა მათი თამაშის ყურება და სწორედ ამიტომ დავიწყე „რეალის“ გულშემატკივრობა.

შეგიძლია ორიოდე სიტყვით შენებურად აგვიხსნა რას ნიშნავს იყო მადრიდის "რეალის" ფანი?

არ აქვს მნიშვნელობა წააგებს თუ მოიგებს გუნდი, წყენას დიდ ხანს ნუ ჩაიდებ გულში და უბრალოდ უქომაგე შენს გუნდს. ჩავარდნასა და წარმატებას შორის ერთი ნაბიჯია.

რომელი მატჩი ან მატჩები დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად ალბათ 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მახსოვს. ეს იყო ბრწყინვალე მატჩი და ზიდანის ნამდვილი ბენეფისი, აღფრთოვანებული ვიყავი ფრანგი ფეხბურთელის გოლით და თამაშით, ეს იყო ნამდვილი სპექტაკლი. ასევე არ შემიძლია დავივიწყო „ბარსელონასთან“ მოგებული 4-1 და კორიდორი, რომელიც კატალონიელებმა სამეფო კლუბის საპატივცემულოდ გააკეთეს.

რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?

საერთოდ ცხოვრებაში უამრავი კურიოზი შემმთხვევია, მაგრამ ალბათ საინტერესო იქნება თუ ვიტყვი, რომ როდესაც „რეალმა“ „ბარსასთან“ 2-6 წააგო, მეორე დღეს ჰალამადრიდ.გე-ს ადმინისტრაცია და რამდენიმე მომხმარებელი შეიკრიბა და მაგრად იქეიფა. ის სუფრა რამდენიმე დღით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ გამოვიდა, რომ 2-6 „აღვნიშნეთ“. (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით)

რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?

რობერტო კარლოსი და იმიტომ, რომ იგი ნამდვილი ვარსკვლავური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველი, „რეალის“ ლეგენდა. უძლიერესი დარტყმის და კონდიციის მქონე მოთამაშე, მეტი ალბათ არაფერია საჭირო მის შესაქებად.

რომელი ფეხბურთელი იწვევს ზიზღს შენშში?

ვერ გეტყვით. ზიზღი არცერთი ფეხბურთელის მიმართ არ მამოძრავებს, რადგან ეს უბრალოდ ფეხბურთია და არ შეიძლება ამიტომ ვინმეს შეზიზღება. საერთოდ რა თქმა უნდა ბარსლეონას ფეხბურთელებისამი ვარ ანტიპატიით განწყობილი, მაგრამ ამას არ ჰქვია ზიზღი. რაც შეეხება „რეალს“ , ვფიქრობ, რომ ფერნანდო გაგომ აუცილებლად უნდა დატოვოს გუნდი , ყველაზე მეტად ამ ფეხბურთელისადმი მაქვს ანტიპატია.

მოდი, ახლა კლუბის ამბებზე გადავიდეთ, წინა ზაფხულს "რეალს" სათავაეში ჩაუდგა ჟოზე მოურინიო,რომელიც დიდი ამბიციებით მოვიდა,მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ნაკლებად ჩანს. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

მეტად რთული და სამსჯელო კითხვაა. ჟოზე მოურინიომ სადაც იმუშავა, ყველგან ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. ავიღოთ "პორტო", გუნდი არაფრისგან შეიქმნა და ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო, ასევე წარმატებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ მისი ინგლისური კარიერა. იტალიაში კი საერთოდ ყველაფერი ისე იყო, როგორც ჟოზეს სურდა. ამ მწვრთნელის მიმართ იმედიანად ვარ განწყობილი და ვნახოთ რას იზამს, მაგრამ ერთ შეცდომას მაშიც ვხედავ ისევე, როგორც სამეფო კლუბის ძალიან ბევრ ყოფილ მწვრთნელში. კასტილიელებს გაცილებით უფრო მეტი ნდობა უნდა ჰქონდეთ, ვიდრე აქვთ!

"რეალში" მოვიდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ოზილი და დი მარია,რომელთაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. რა აზრის ხართ ამ ფეხბურთელებზე?

უდავოა, რომ ორივე ფეხბურთელმა გაამართლა გაცემული ავანსი და დარწმუნებული ვარ ისინი გუნდის საყრდენი ფიგურები სულ მალე გახდებიან. ამ ფეხბურთელებს თავიანთი შესაძლებლობები ჯერ არ ამოუწურავთ და ვთვლი, რომ არგენტინელი და გერმანელი კიდევ უფრო კარგად ათამაშდებიან.

კაკა 5 თვიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. როგორ შეაფასებდით მის თამაშს?

5 თვე თითქმის ნახევარი წელია და ეს ძალიან დიდი დროა ფეხბურთელის შესვენებისთვის. რიკის ფორმა არ შეესაბამება საუკეთესოს, მაგრამ ჟოზეს ამ შემთხვევაშიც ვაკრიტიკებ, უბრალოდ არ შეიძლება, რომ ბრაზილიელის დონის ფეხბურთელი ამხელა დროს ატარებდეს სათადარიგოთა სკამზე. თუკი პორტუგალიელ სპეციალისტს სურს, რომ კაკა ჩვეულ ფორმაში იხილოს, მაშინ გაცილებით უფრო მეტი დრო უნდა მისცეს. აპრილის კლასიკოები უკვე ახლოვდება, სადაც რიკიმ აუცილებლად უნდა ითამაშოს, რადგან მისი გამოცდილება ფასდაუდებელია. არანაირი პრობლემა და პრეტენზია არ მაქვს ოზილთან, მაგრამ ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრებისთვის ის მზად არ არის და ერთ-ერთ არგუმენტად 5-0-ს დავასახელებ, ეს შეხვედრა სრულად ჩააგდო მესუთმა და საერთოდ ვერ დაიჭირა ბურთი. შეიძლება შემედაოთ და მითხრათ, რომ ის შეხვედრა ყველამ ჩააგდო, მაგრამ გამთამაშებელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული.

დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით და რატომ?

იკერ კასილასს და კრიშტიანო რონალდოს. იკერი გუნდის სიმბოლო და კაპიტანია, მისთვის გოლის გატანა უდიდეს სირთულეებთანაა დაკავშრებული და საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ გუნდს მისი იმედი ყოველთვის აქვს. რონალდო კი მუდამ ფორმაშია, მუდამ ცდილობს გუნდის დახმარებას და გოლის გატანას, ეს ნამდვილად დასაფასებელია. კრიშტიანო დღევანდელ "რეალს" უდიდეს დახმარებას უწევს.

ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში თამაშს"?

ფერნანდო გაგო.

რაული და გუტი. ძალზედ მტკივნეული თემა თითოეული მადრიდისტასთვის. რეალის ორივე ლეგენდა დღეს უკვე სხვა კლუბებში გამოდიიან. რისი თქმა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით?

ეს იყო უდიდესი შეცდომა გუნდის ადმინისტრაციის მხრიდან. დღესაც კარგად ჩანს ჩვენი წინა ხაზის პრობლემები და ისიც, რომ გუნდს რაული ძალიან დააკლდა. ასევე შემიძლია ვთქვა გუტიზეც. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რაული და გუტი, რომ დღეს "რეალში" ყოფილიყვნენ, 5-0-ს არ წავაგებდით. შეიძლება მითხრათ, რომ როდესაც ისინი გუნდში იყვნენ 2-6 წავაგეთ, მაგრამ ამას სანამ მკითხავს, მაშინდელ და ახლანდელ შემადგენლობას გადახედეთ, მაშინ „ბლანკოსის“ შემადგენლობა სერიოზულად იყო შესუსტებული. სად იყო კრიშტიანო, კაკა და კიდევ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე.

მიიჩნევთ თუ არა რომ,მათი გუნდიდან წასვლა ფლორენტინო პერესის დამსახურებაა?

ამას ვერ გეტყვით, პრესაში უამრავი ჭორი ვრცელდება. ვიტყვი იმას, რომ მათი წასვლა დიდი შეცდომა იყო.

ვის ხილვას ისურვბდი "რეალში"?

უეინ რუნის,იმიტომ,რომ ძალიან მსურს ძველი მანჩესტერული დუეტის ხილვა. კრიშტიანო და უეინი ყოველთვის ძალიან კარგად უგებდნენ ერთმანეთს. ვთვლი,რომ რუნი "რეალს" კარგად მოერგება,მაგრამ რამდენად რეალურია მისი "ბლანკოსში" ხილვა, ეს უკვე სხვა საკითხია.

"რეალი"-"ბარსელონა",მსოფლიოში უდიდესი საფეხბურთო დაპირისპირება ,რომელიც "ელ კლასიკოდ" არის მონათლული. რა შეგიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით?

ეს არის შეხვედრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალს უტოლდება. ჩვენთვის სამწუხაროდ ბოლო წლებში წარმატებას „ბარსელონა“ აღწევს და სრულიად დამსახურებულად, კატალონიელებმა კარგი კოლექტივი შეემნეს, მაგრამ ვთვლი, რომ სამეფო კლუბი ჩამოყალიბების ეტაპზეა და აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს.

სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?

თუ საქართველოს ნაკრებს არ ჩავთვლით, ბრაზილიელებს ვუჭერ მხარს. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ და უბრალოდ სიამოვნებას ანიჭებენ ქომაგებს. მართალია ამჟამად არც ბრაზილიელებს უდგათ კარგი ეპოქა, მაგრამ ეს ჩემ სიმპათიებს ვერ შეცვლის. უბრალოდ გასახსენბელია: რონალდო, რივალდო, რონალდინიო, რომარიო,კარლოსი, კაფუ, ემერსონი და კიდევ ბევრი უძლიერესი მოთამაშე, რომელიც „სელესაოში“ გამოდიოდა და მოედანზე სპექტაკლს დგამდა.

პელე თუ მარადონა? რატომ?

არც ერთის თამაში მაქვს ნანახი და არც მეორესი, მაგრამ ორივე უძლირესი იყო და ამას ისტორიული ვიდეო ჩანაწერები გვეუბნება. პელე ნამდვილი გოლეადორი იყო, მარადონა კი შემქმნელიც და დამგვირგვინებელიც, ამ ორ ფეხბურთელს ვერ შევადარებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ფეხბურთის მეფედ მაინც პელეა წოდებული.

არ შემიძლია არ დაგისვა კითხვა ქართულ ფეხბურთზე. ყველასთვის ნათელია,რომ საქართველოში ფეხბურთი დასამარდა,მაგრამ ამ ბოლო ხანებში ცოტა გამოცოცხლება დაეტყო ჩვენ ნაკრებს,რაც ალბათ თემურ ქეცბაიას დამსახურებაა. მე მაინტერესებს შენი აზრი ამ თემსთან დაკავშირებით.

თემურმა გუნდი მართლაც გამოაცოცხლა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გუნდს 2010 წელს თამაში არ წაუგია. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეებს, მთავარი ის იყო, რომ ნაკრებმა აშკარა პროგრესი განიცადა. იმედი მაქვს მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევ ძალად ჯერ ვერ ჩამოყალიბდება, საჭიროა ძლიერი თაობის გაზრდა და სისტემატიური მუშაობა.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.

გაიხარე, შენც ასევე. Hala Madrid !!!




სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (236)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)