პელეგრინი ”ბერნაბეუზე” ბრუნდება
მანუელ პელეგრინი მოუთმენლად ელის ”სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნებას...
ხუთშაბათს, მადრიდის ”რეალი” საშინაო არენაზე ”მალაგას” დაუპირისპირდება. სამეფო კლუბის ყოფილ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის, იმედი აქვს, რომ მას დიდი ოვაციებით დახვდებიან.
როგორც მოგეხსნებათ ჩილელი სპეციალისტი, ფლორენტინო პერესმა 2010 წლის მაისში მოხსნა პოსტიდან და მის ადგილას ჟოზე მოურინიო დანიშნა. მანუელს დიდი იმედი აქვს, რომ ადგილობრივი ფანები მას დიდი ოვაციებით შეხვდებიან.
”ვიმედოვნებ, რომ ქომაგები თბილად დამხვდებიან. ისინი ”რეალში” მუშაობისას ძალიან კარგად მეპყრობოდნენ”.
”ვამაყობ, იმით, რასაც ”რეალში” მივაღწიე. ამ ლეგენდარულ კლუბს არასდროს დაუგროვებია 96 ქულა ლა ლიგაში, ჩვენ კი ეს შარშან გავაკეთეთ. მუდამ მემახსოვრება მადრიდში გატარებული დრო” - განაცხადა პელეგრინიმ.
P.S. ეს ჩემი მე-500 სიახლეა
- 2 მარტი 2011
- 1 955
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.